ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გუნა (სანსკ. गुण guṇa ”თვისება”) - ცნება ინდუიზმში, ბუნების (პრაკრიტის) სამი ძალა ანუ კატეგორია:

სატვა რაჯასი ტამასი

სინათლე, სიკეთე, ჰარმონია
ფერი: თეთრი

ენერგია, მოძრაობა, ვნება
ფერი: წითელი

სიმძიმე, სიბნელე, ქაოსი
ფერი: შავი

გუნები ბჰაგავადგიტაში

რედაქტირება

სხვა მრავალ ლიტერატურასთან ერთად გუნებს ბჰაგავადგიტაც განიხილავს და მათ ადამიანის აზროვნებასა და ქმედებასთან მიმართებაში აღწერს. იგი ასახელებს რწმენის (შრადჰა), საკვების, მსხვერპლშეწირვის, ასკეტიზმისა (ტაპასი) და ქველმოქმედების (დანა) სამ სახეობას.

თავიდან კრიშნა განიხილავს რწმენის სამ სახეობას:

  1. სატვაში მყოფი ადამიანები თაყვანს სცემენ ღმერთებს;
  2. რაჯასში მყოფნი ეთაყვანებიან რაკშასებსა და იაკშასებს;
  3. ტამასით მოცულნი ლოცულობენ მოჩვენებებზე (პრეტა) და სულებზე (ბჰუტა).

ამათ ემატებიან ისეთებიც, რომლებიც სიცრუესა და ეგოიზმში უაზროდ ცხოვრობენ, ტამასითა და რაჯასით მოცულნი არიან და სხეულსა და სულს აწამებენ. (ბჰაგავადგიტა 17.1-6)

შემდეგ საკვების სამ სახეობას:

  1. ახლადმომზადებული, გემრიელი წვნიანი კერძები სატვას ადამიანებისთვისაა;
  2. მჟავე, ცხარე, მწარე, მლაშე საჭმელი უყვართ რაჯასში მყოფთ;
  3. ძველი, უგემური საჭმელი ტამასში მყოფ ადამიანებს ეგემრიელებათ. (ბჰაგავადგიტა 17. 7-11)

ასევე მსხვერპლშეწირვის სამ სახეობას:

  1. წეს-ჩვეულებათა გათვალისწინებით ჩატარებული მსხვერპლშეწირვა, რომლისგანაც პიროვნება თავისთვის არაფერს მოელის, სატვას განეკუთვნება;
  2. ეგოისტური მოსაზრებით ჩატარებული მსხვერპლშეწირვა რაჯასის გუნაა;
  3. წეს-ჩვეულებათა საწინააღმდეგოდ და უცოდინრობით და ურწმუნოებით ჩატარებული მსხვერპლშეწირვა ტამასია. (ბჰაგავადგიტა 17.11-13)

ამავე ლოგიკით კრიშნა ასკეტიზმისა და ქველმოქმედების ბუნების აღწერისას ერთმანეთს უპირისპირებს სატვას, რაჯასისა და ტამასის გუნებს (ბჰაგავადგიტა 17.13-22)

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუნა“-დან