კარდინალური ნიშანი

კარდინალური ნიშანი (ინგლ. Cardinal Mark) — საზღვაო ნიშანი (ბუი ან სხვა მოტივტივე ან ფიქსირებული სტრუქტურა), რომელიც საზღვაო საპილოტე მომსახურებაში გამოიყენება საფრთხის მდებარეობისა და უსაფრთხო წყლების მიმართულების მისათითებლად.

კარდინალური ნიშნები დღისით. ნიშნების შუქის მახასიათებლები მოცემულია „ხშირი შუქის“ მიხედვით.

კარდინალური ნიშნები მიუთითებენ ნაოსნობისთვის უსაფრთხო წყლების მიმართულებას ნავიგაციურ საფრთხესთან მიმართებაში, ჰორიზონტის ძირითადი მიმართულებების (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) შესაბამისად. სწორედ ამიტომ, ლატერალური სისტემისგან განსხვავებით, ხომალდის მოძრაობის მიმართულების ან მდებარეობის მიუხედავად, კარდინალური ნიშნები ნაოსნობის უსაფრთხო მიმართულების განსასაზღვრად ყოველთვის ერთნაირად იკითხება.

მახასიათებლები

რედაქტირება

კარდინალური ნიშანი ჰორიზონტის ოთხი მხრიდან ერთ-ერთზე მიუთითებს და ნაოსნობისთვის უსაფრთხო წყლებს აღნიშნავენ.

  • ნიშნის თავზე დამაგრებულია ორი კონუსი. ზემოთ მიმართული კონუსები ჩრდილოეთზე მიუთითებს, ქვემოთ მიმართული კონუსები კი ― სამხრეთზე. წვეროებით ერთმანეთისკენ მიმართული კონუსები დასავლეთს აღნიშნავს, ხოლო ერთმანეთის მიმართ ფუძეებით განლაგებული კონუსები ― აღმოსავლეთს.
  • კარდინალური ნიშნები გამოირჩევა შავი და ყვითელი ზოლებით, რომლებიც კონუსების მიმართულების შესაბამისია ― შავი ზოლი ისეა განლაგებული, როგორც კონუსების წვერები (მაგალითად, ჩრდილოეთის კარდინალური ნიშანი შეფერილია ქვემოთ ყვითელი და ზემოთ შავი ზოლით, ხოლო აღმოსავლეთის კარდინალური ნიშანი შავია, შუაში ყვითელი ზომით).
  • კარდინალური ნიშნები შეიძლება აღჭურვილი იყოს მოელვარე (ელვარე) შუქით, რომელიც ხშირი ან ძალიან ხშირი გაელვებებისგან შედგება, რომელთა რაოდენობები საათის ისრის მიმართულებით ნიშნების მდებარეობის შესაბამისია (მაგ: ჩრდილოეთის კარდინალური ნიშანი განუწყვეტლივ ელვარებს, აღმოსავლეთის კარდინალური ნიშანი ციკლის განმავლობაში სამჯერ გამოანათებს, სამხრეთის კარდინალური ნიშანი კი 6 საათის შესაბამისად 6-ჯერ ანათებს, რომელსაც 1 ხანგრძლივი შუქი სდევს თან, რათა დასავლეთის კარდინალური შუქისგან უფრო მარტივად გასარჩევი იყოს).
კარდინალური ნიშნების მახასიათებლები[1]
მახასიათებელი ჩრდილოეთი სამხრეთი აღმოსავლეთი დასავლეთი
ქიმზე კონუსების ურთიერთგანლაგება

წვეროები ზემოთ


წვეროები ქვემოთ


კონუსები ფუძეებით ერთად


წვეროები ერთმანეთის მიმართულებით
ფერი შავი ყვითლის ზემოთ ყვითელი შავის ზემოთ შავი ყვითელი ჰორიზონტალური ზოლით ყვითელი ნიშანი შავი ჰორიზონტალური ზოლით
შუქი (თუკი აღჭურვილია) უწყვეტი ელვარე 6 ხშირი გაელვება + 1 ხანგრძლივი გაელვება 3 გაელვება 9 გაელვება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. IALA 2010, p. 14.