უსაფრთხო წყლების ნიშანი
უსაფრთხო წყლების ნიშანი (ასევე ცნობილი როგორც ფარვატერის დასაწყისისა და შუახაზის მაჩვენებელი ნიშანი; ღერძული ნიშანი; ინგლ. Safe Water Mark) ― საზღვაო სანავიგაციო ნიშანი, რომელიც გამოიყენება ნაოსნობისთვის უსაფრთხო წყლების მისათითებლად. უსაფრთო წყლების ნიშნების სერიით წყალმარჩხ ადგილებში უსაფრთხო მარშრუტის მონიშვნაა შესაძლებელი.[1]
აღწერა
რედაქტირებაღია სანაოსნო ტერიტორიაზე უსაფრთხო წყლების ნიშნები უსაფრთხო, რეკომენდებულ გზაზე მიანიშნებს. ნიშნები მიუთითებენ ფარვატერის უღრმეს ნაწილზე ან ხიდის ქვეშ ყველაზე ღრმა უსაფრთხო გასასვლელზე. იგი შეიძლება მიჯნავდეს მოძრაობის გამყოფი სისტემების მიმართულების ზოლებსაც.[2]
უსაფრთხო წყლების ნიშნების გარჩევა შესაძლებელია წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლებით. ჩვეულებრივ, დამაგრებული აქვს სფეროს ფორმის წითელი ქიმი. ღამით ანათებს თეთრი ფერის მკრთოლვარე, იზოფაზურ, ხანგრძლივად ელვარე შუქს 10 წამიანი ინტერვალით და A მორზეს კოდის შესაბამის შუქს (ერთი მოკლე, ერთი გრძელი გაელვება).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
- IALA. (2023). Navguide 2023: Marine Aids to Navigation Manual (9th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ NOAA Chart 37222. http://www.charts.noaa.gov/NGAViewer/37222.shtml დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine. See the vicinity of "Hubertgat"
- ↑ ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.