განცალკევებული საშიშროების ნიშანი

განცალკევებული საშიშროების ნიშანი (განმხოლოებული საშიშროების ნიშანი; ინგლ. Isolated Danger Mark) ― საზღვაო ნიშანი, რომელიც გამოიყენება მცირე ზომის სანავიგაციო საფრთხის აღსანიშნად, როგორიცაა ნაწილობრივ დაფარული კლდე,[1] წყალმარჩხები და ა.შ. დამაგრებულია საფრთხის ცენტრში. სანავიგაციო რუკებზე დატანილი სიმბოლო სახიფათო ადგილის შუაგულს მიუთითებს.[2]

განცალკევებული საშიშროების ნიშნის მაგალითები

განცალკევებული საშიშროების ნიშანს აქვს ბურჯისებრი ან სვეტისებური ფორმა. იგი შავი ფერისაა და ერთი ან რამდენიმე წითელი ჰორიზონტალური ზოლი აქვს. ქიმზე ორი შავი სფერო აქვს დამაგრებული. განცალკევებული საშიშროების ნიშნის დამახასიათებელი შუქია თეთრი ჯგუფური გაელვება ციკლში 2 გამონათებით. ძალიან ხშირი შუქის შემთხვევაში 2-ჯერ ანათებს 5 წამში ერთხელ, ხოლო ხშირი შუქის შემთხვევაში 2-ჯერ ანათებს 10 წამში ერთხელ.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
  • IALA. (2023). Navguide 2023: Marine Aids to Navigation Manual (9th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.
  • International association of maritime aids to navigation and lighthouse authorities. (2010)Maritime buoyage system and other aids to navigation. IALA-AISM. ციტირების თარიღი: 11 August 2019.
  • Service Hydrographique et Océanographique de la Marine (1 September 2016). Signalisation Maritime (French). SHOM. ISBN 978-2-11-139457-5. ციტირების თარიღი: 11 August 2019. 
  1. IALA 2010, section 4.
  2. ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
  3. SHOM 2016, section 1.2.4.