ჩაძირული გემის აღმნიშვნელი საგანგებო ბუი

ჩაძირული გემის აღმნიშვნელი საგანგებო ბუი (ინგლ. Emergency Wreck Buoy) ― გამოიყენება ახლად წარმოქმნილი და გამოუკვლევი წყალქვეშა ნავიგაციური საფრთხის მდებარეობის აღსანიშნად, რომლებიც საზღვაო დოკუმენტებში არ არის შეტანილი. ნიშანი თავსდება გემის ჩაძირვიდან 24-72 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მის ადგილას მუდმივი ნიშანი (როგორიცაა განცალკევებული საშიშროების ნიშანი ან კარდინალური ნიშანი) უნდა განთავსდეს და სანავიგაციო რუკები განახლდეს.[1]

ნიშნის დამახასიათებელი შუქი
ჩაძირული გემის აღმნიშვნელი საგანგებო ბუი

ჩაძირუგლი გემის აღმნიშვნელ საგანგებო ბუის ზოგჯერ ახალი საშიშროების აღმნიშვნელ ნიშანსაც უწოდებენ. აქვს 4, 6 ან 8 ვერტიკალური ყვითელი და ლურჯი ზოლი. დამატებით მასზე შეიძლება გამოსახული იყოს "WRECK" წარწერა. აქვს ნიშანსვეტის ან ბურჯისებური ფორმა. შეიძლება დამაგრებული ჰქონდეს ყვითელი ვერტიკალური ჯვარი (წმინდა გიორგის ჯვარი). ანათებს მონაცვლე/ალტერნატიულ ყვითელ და ლურჯ შუქს 1.5 წამიანი ციკლით, რომელშიც ნახევარი წამით ყვითელ შუქს ანათებს, ნახევარი წამით ― ლურჯ შუქს, ხოლო ნახევარი წამით ბნელი ინტერვალი აქვს. სხვა არცერთი სანავიგაციო ნიშანი არ იყენებს ლურჯ შუქს.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
  • IALA. (2023). Navguide 2023: Marine Aids to Navigation Manual (9th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.
  1. Emergency Wreck Buoys, Trinity House, http://www.trinityhouse.co.uk/lighthouses/buoys/emergency_wreck.html. წაკითხვის თარიღი: 24 December 2017 დაარქივებული 2 July 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. Maritime buoyage system and other aids to navigation, IALA (International Association of Maritime Aids to Navigation and Lighthouse Authorities), 2010, p. 18