სპეციალური ნიშანი

სპეციალური ნიშანი (სპეციალური დანიშნულების ნიშანი; ინგლ. Special mark) ― საზღვაო ნიშანი, რომელიც საზღვაო საპილოტე მომსახურებისთვის გამოიყენება. გამოყოფს ნაოსნობისთის გამორჩეულ უბნებსა და განსაკუთრებულ ელემენტებს.[1] შესამჩნევია ყვითელი შეფერილობითა და დახრილი ჯვრის (ასევე ცნობილი როგორც ანდრია მოციქულის ჯვარი) ქიმით. აქვს შუქების რამდენიმე გამორჩეული მიმდევრობა, რომელიც სიახლოვეს მდებარე სხვა სანავიგაციო ნიშნების შუქის რითმებისგან განსხვავდება.

სპეციალური ნიშნის მაგალითები

აღწერილობა

რედაქტირება
 
სპეციალური ნიშანი ელენეს ყურეში, ირლანდიის ზღვაში

სპეციალური ნიშანი ყვითელი შეფერილობისაა და ნებისმიერი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. ქიმზე ყვითელი ფერის დახრილი ჯვარი (წმინდა ანდრიას ჯვარი) აქვს დამაგრებული. ასხივებს ყვითელი ფერის შუქს სხვადასხვა რითმით, რომელიც განსხვავდება სხვა სანავიგაციო ნიშნების შუქის რითმებისგან.[1][2]

სპეციალური ნიშანი შეიძლება აღნიშნავდეს:

  • წყალქვეშა მიწაყრილებს
  • სამხედრო საწვრთნელ ტერიტორიებს
  • წყალქვეშა სადენებს
  • წყალქვეშა მილსადენებს
  • აღდგენითი სამუშაოების ზონებს
  • მოძრაობის გამყოფ სისტემებს
  • „ოკეანის მონაცემთა მომპოვებელი სისტემის“ ბუის[1]
  • დაცულ ტერიტორიებს
  • ადმინისტრაციულ ტერიტორიებს
  • წყალზე სათხილამურო ტერიტორიებს
  • საზღვაო ფერმებს
  • ნავთობჭაბურღილებს

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
  • IALA. (2023). Navguide 2023: Marine Aids to Navigation Manual (9th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.
  • Special Marks. IALA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-14. ციტირების თარიღი: 2023-07-08.
  1. 1.0 1.1 1.2 ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
  2. IALA. (2018). Navguide 2018: Marine Aids to Navigation Manual (8th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.