შუქის მახასიათებლები
შუქის მახასიათებლები (შუქის პარამეტრები) ― მახასიათებელთა ერთობლიობა, რომელიც სანავიგაციო შუქების გარჩევის შესაძლებლობას იძლევა. სანავიგაციო შუქების მიმდევრობებისა და ფერების გრაფიკული და ტექსტური აღწერილობები მოცემულია საზღვაო სანავიგაციო რუკებსა და ნავიგაციური შუქებისა და სიგნალების ცხრილში, მცურავი შუქის, ბუის ან შუქით აღჭურვილი საზღვაო ნიშნის სიმბოლოებთან ერთად. სხვადასხვა შუქისთვის სხვადასხვა ფერი, ნათების სიხშირე და ფაზაა დამახასიათებელი, რათა მეზღვაურებმა მათი გარჩევა შეძლონ.[1]
აბრევიატურები
რედაქტირებაშუქის მახასიათებლების სიტყვიერად აღწერა შეიძლება, მაგალითად, „თეთრი გაკრთომა ყოველ სამ წამში“, მაგრამ შუქებისა და სიგნალების ცხრილებსა და სანავიგაციო რუკებზე მათ გასარჩევად აბრევიატურებია გამოყენებული. შუქებისა და სიგნალების ცხრილებში აბრევიატურები მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან, წერტილებით თუ მათ გარეშე, მაგრამ ჩვეულებრივ ქვემოთ მოცემულ ნიმუშებს შეესაბამება.
- შუქის ტიპის აბრევიატურა. მაგალითად, "F." ― აღნიშნავს მუდმივ შუქს, "Fl." ― ელვარე შუქს.
- შუქის ფერი. მაგალითად, "W" ― აღნიშნავს თეთრს, "G" ― მწვანეს, "R" ― წითელს, "Bu" ― ლურჯს, "Y" ― ყვითელს. თუკი შუქის ფერი არ არის მოცემული, ზოგადად, თეთრი ფერი იგულისხმება.
- ციკლი. მაგალითად, "10s" მიუთითებს 10 წამიან ციკლზე.
- ზოგჯერ დამატებითი პარამეტებია მოცემული:
- შუქის სიმაღლე სანავიგაციო რუკის ნულოვანი ნიშნულის ზემოთ (ჩვეულებრივ მოქცევის დროს). მაგალითად, 15m მიუთითებს 15 მეტრს.
- ხილვადობის დიაპაზონი. მაგალითად, 10M მიუთითებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში შუქის დანახვა 10 საზღვაო მილზეა შესაძლებელი.
ერთი სრული შუქის მახასიათებლის მაგალითია: "Gp Oc(3) W 10s 15m 10M". შეიძლება წავიკითხოთ როგორც: „ჯგუფური მკრთოლვარე შუქი (Gp Oc), სამი (3) თეთრი (W) გაკრთომით, ყოველ ათ წამში (10s), 15 მეტრის სიმაღლეზე (15m), 10 საზღვაო მილის მანძილზე (10M).“ მიუთითებს შუქზე, რომელიც ჯგუფურ მკრთოლვარე შუქის კლასს მიეკუთვნება, რომელშიც 10 წამიან პერიოდში შუქი სამჯერ გაკრთება. ანათებს თეთრად. შუქი სანავიგაციო რუკების ნულოვანი ნიშნულიდან 15 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული და ნომინალური ხილვადობის დიაპაზონი 10 საზღვაო მილია.
შუქის სახეობები
რედაქტირებამუდმივი შუქი
რედაქტირებამუდმივი შუქი (ინგლ. Fixed light; აბრ. "F") უწყვეტი და სტაბილური შუქია.
ელვარე შუქი
რედაქტირებაელვარე (მოელვარე) შუქი (ინგლ. Flashing light; აბრ. "Fl") რითმული შუქია, რომელშიც დროის გარკვეულ პერიოდში ნათების ჯამური ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია სიბნელის საერთო ხანგრძლივობაზე. ამასთან, ნათებებს შორის დაბნელების ინტერვალი თანაბარი ხანგრძლივობისაა. უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ელვარე შუქი, რომელშიც დროის თანაბარ ინტერვალში შუქი ერთხელ გაკრთება. ელვარე შუქის სახესხვაობებია: ხანგრძლივად ელვარე, ჯგუფურად ელვარე და შედგენილი ჯგუფურად ელვარე შუქები.
მკრთოლვარე შუქი
რედაქტირებამკრთოლვარე შუქი (ინგლ. Occulting light; აბრ. "Oc") ისეთი სახეობაა, რომელშიც ნათების საერთო ხანგრძლივობა დროის გარკვეულ პერიოდში უფრო დიდია, ვიდრე სიბნელის საერთო ხანგრძლივობა. ჩვეულებრივ, სიბნელის (დაბნელების) ინტერვალები თანაბარი ხანგრძლივობისაა. მკრთოლვარე შუქის ნაირსახეობებია: ჯგუფური მკრთოლვარე და შედგენილი ჯგუფური მკრთოლვარე შუქი.
იზოფაზური შუქი
რედაქტირებაიზოფაზური შუქის (ინგლ. Isophase light; აბრ. "Iso") ნათებისა და სიბნელის (დაბნელების) პერიოდების ხანგრძლივობა თანაბარია. თავსართი ბერძნული iso-დანაა აღებული და „თანაბარს“ ნიშნავს.
ხშირი (სწრაფი) შუქი
რედაქტირებახშირი (სწრაფი) შუქი (ინგლ. Quick light; აბრ. "Q") ელვარე შუქის ტიპია, რომელიც წუთის განმავლობაში გაკრთომის (გაელვებების) რიცხვით განსხვავდება. სიხშირე უნდა იყოს არანაკლებ 50 და არაუმეტეს 80 იდენტური გაკრთომისა წუთში. ხშირი შუქის ნაირსახეობებია: ძალიან ხშირი (ძალიან სწრაფი) და ულტრა ხშირი (ულტრა სწრაფი) შუქები, რომლებიც შეიძლება იყოს მუდმივი, ჯგუფური ან შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა შუქებთან კომბინაციაში.
მორზეს კოდი
რედაქტირებამორზეს კოდის შუქი ისეთი შუქია, რომელშიც მკაფიოდ განსხვავებული ხანგრძლივობის (წერტილისა და ტირეს შესაბამისი) გამონათებები დაჯგუფებულია მორზეს კოდის სიმბოლოების შესაბამისად. მაგალითად, "Mo(A)" ისეთი შუქია, რომელშიც ყოველ პერიოდში ერთი ხანმოკლე გამონათება (წერტილი) და ერთი ხანგრძლივი გამონათებაა (ტირე) კომბინირებული და მორზეს კოდის "A" ასოს შეესაბამება.
მუდმივი და ელვარე შუქი
რედაქტირებამუდმივი და მოელვარე შუქი (ინგლ. Fixed and flashing; აბრ. "F. Fl") ისეთი შუქია, რომელშიც მუდმივად ანთებული დაბალი ინტენსივობის შუქი მაღალი ინტენსივობის ელვარე შუქთანაა კომბინირებული.
ცვლადი შუქი
რედაქტირებაცვლადი შუქი (მონაცვლე შუქი; ინგლ. Alternating ligt; აბრ. "Al.") ისეთი შუქია, რომელიც მონაცვლეობით გამოსახავს სხვადასხვა ფერის შუქს. მაგალითად, "Al. WG" მონაცვლეობით აშუქებს თეთრ და მწვანე შუქს.
ასევე გამოიყენება მკრთოლვარე ცვლადი შუქი (ინგლ. Occulting Alternating light; აბრ. "OcAl"), შუქი, რომელიც სხვადასხვა ფერს მონაცვლეობით გამოსახავს, ამასთან, ნათების საერთო ხანგრძლივობა დროის გარკვეულ პერიოდში უფრო დიდია, ვიდრე სიბნელის საერთო ხანგრძლივობა და დაბნელების პერიოდები ერთმანეთის ტოლია.
კლასიფიკაცია
რედაქტირებაცხრილი I შუქის კლასი სახესხვაობა აბრევიატურა განმარტება მაგალითი გამოსახულება 1. მუდმივი F უწყვეტი, სტაბილური შუქი. F R (მუდმივი წითელი) 2. მკრთოლვარე
ყოველ პერიოდში ნათების საერთო ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე სიბნელის საერთო ხანგრძლივობა და ჩვეულებრივ, სიბნელის ინტერვალები თანაბარია.2.1 ერთეულად მკრთოლვარე Oc სიბნელის პერიოდი რეგულარულად მეორდება. Oc R 6s 2.2 ჯგუფური მკრთოლვარე Oc(x) სიბნელის პერიოდების ჯგუფი რეგულარულად მეორდება. Oc(2) G 8s 2.3 შედგენილი ჯგუფური მკრთოლვარე Oc(x+y) „ჯგუფური მკრთოლვარე“ შუქის მსგავსი შუქი, თუმცა იმავე პერიოდში თანმიმდევრული ჯგუფები მოიცავს ბნელი პერიოდების განსხვავებულ რაოდენობას. Oc(2+3) W 18s 3. იზოფაზური Iso ნათებისა და სიბნელის პერიოდების ხანგრძლივობა თანაბარია. Iso R 4s 4. ელვარე
ყოველ პერიოდში ნათების საერთო ხანგრძლივობა ნაკლებია სიბნელის საერთო ხანგრძლივობაზე და ჩვეულებრივ, გამონათებები (გაელვებები) თანაბარი ხანგრძლივობისაა.4.1 ერთეულად ელვარე
Fl გამონათება (გაელვება) რეგულარულად მეორდება წუთში 50 გაელვების სიხშირით. Fl G 5s 4.2 ხანგრძლივად ელვარე L.Fl 2 წამზე ხანგრძლივი გამონათებები (გაელვებები) რეგულარულად მეორდება. L.Fl W 10s 4.3 ჯგუფური ელვარე
Fl(x) განსაზღვრული რაოდენობის გამონათებების (გაელვებების) ჯგუფი რეგულარულად მეორდება. Fl(3) R 15s 4.4 შედგენილი ჯგუფური ელვარე Fl(x+y) „ჯგუფური ელვარე“ შუქის მსგავსი შუქი, თუმცა (გამონათებების) გაელვებების რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფით. Fl(2+1) W 15s 5. ხშირი
წუთში 50-80 გაკრთომა5.1 უწყვეტი ხშირი
Q ხშირი შუქი, რომელიც უწყვეტად მეორდება. Q W 5.2 ჯგუფური ხშირი
Q(x) ხშირის გაელვებების ჯგუფი რეგულარულად მეორდება. Q(3) G 9s 5.3 არაერთგვაროვანი ხშირი (წყვეტილი ხშირი)
I.Q გაელვებების სერიას შორის რეგულარულადაა სიბნელის ინტერვალები თანაბარი ხანგრძლივობით. I.Q R 14s 6. ძალიან ხშირი
წუთში 80-160 გაკრთომა6.1 უწყვეტი ძალიან ხშირი
VQ ძალიან ხშირი გამონათებები (გაელვებები) რეგულარულად მეორდება. VQ W 6.2 ჯგუფური ძალიან ხშირი
VQ(x) ძალიან ხშირი გამონათებების (გაელვებების) ჯგუფი რეგულარულად მეორდება. VQ(3) G 4s 6.3 არაერთგვაროვანი (წყვეტილი) ძალიან ხშირი
I.VQ გამონათებების (გაელვებების) სერია რეგულარულად წყდება თანაბარი ხანგრძლივობის ბნელი ინტერვალებით. I.VQ R 9s 7. ულტრა ხშირი
გამონათებები (გაელვებები), რომლებიც წუთში 160-ზე მეტი გაელვების სიხშირით მეორდება.7.1 უწყვეტი ულტრა ხშირი
UQ ულტრა ხშირი გაელვებები რეგულარულად მეორდება. UQ W 7.2 არაერთგვაროვანი (წყვეტილი) ულტრა ხშირი
I.UQ ულტრა ხშირი გამონათებების (გაელვებების) სერია რეგულარულად წყდება თანაბარი ხანგრძლივობის სიბნელის ინტერვალებით. I.UQ R 6s 8. მორზეს კოდი
Mo(x) გამონათებებს (გაელვებებს) სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს და დაჯგუფებულია მორზეს კოდის შესაბამისად. Mo(K) G 6s 9. მუდმივი და ელვარე
F.Fl შუქი, რომელიც აერთიანებს მუდმივ შუქს უფრო ძლიერი ინტენსივობის მქონე ელვარე შუქთან. გაელვებები ზემოთ აღწერილი მახასიათებლებიდან ნებისმიერი შეიძლება იყოს. F.Fl Y 5s 10. ცვლადი
Al სხვადასხვა ფერის მონაცვლე შუქი.
შენიშვნა: ცვლადი შუქი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ შუქთან ერთადაც.Al WR 3s იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
- IALA. (2023). Navguide 2023: Marine Aids to Navigation Manual (9th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.
- Glossary of Lighthouse Terms
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Thompson, William. On Lighthouse Characteristics. ციტირების თარიღი: 21 August 2022