ინგქოუ
ინგქოუ, ინქოუ[1] (ჩინ. ტრად. 營口, გამარტ. 营口, ფინინი: Yíngkǒu) — პრეფექტურის დონის ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ლიაონინის პროვინციაში. 848 100 მცხოვრები (აგლომერაციაში — 1 010 000, 2017).[2] მდებარეობს იმ ადგილზე, სადაც მდინარე ლიაოხე უერთდება ლიაოდუნის ყურეს (ყვითელი ზღვა). დიდი სატრანსპორტო კვანძი[1] (სამანქანო, სარკინიგზო). რკინიგზის სადგური შენიანი – დალიანის მაგისტრალზე. საზღვაო პორტი (ძველი პორტი ქალაქის ცენტრში, ახალი პორტი პაიუციუენი ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონაში; ჯამური ტვირთბრუნვა 96 მლნ ტონაზე და 1 მლნ ოცფუტიანი ეკვივალენტის კონტეინერზე მეტი 2006 წლისთვის, შედის ჩინეთის უმსხვილესი პორტების ათეულში).[3]
ქალაქი | |
---|---|
ინგქოუ ჩინ. გამარტ. 营口, ფინინი: Yíngkǒu | |
სიშის ოლქი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ლიაონინი |
შიდა დაყოფა | Zhanqian District, Xishi District, Bayuquan District, Laobian District, Gaizhou და Dashiqiao |
კოორდინატები | 40°39′55″ ჩ. გ. 122°13′47″ ა. გ. / 40.66528° ჩ. გ. 122.22972° ა. გ. |
ადრეული სახელები | ნიუოჭუანგი |
ფართობი | 538,25 კმ² |
მოსახლეობა | 848 100 კაცი (2017) |
სიმჭიდროვე | 1600 კაცი/კმ² |
აგლომერაცია |
1 010 000 (ოლქები) 2 428 534 (მთლიანად პრეპექტურის დონის ქალაქში) |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 410 |
საფოსტო ინდექსი | 115000 |
საავტომობილო კოდი | 辽H |
ოფიციალური საიტი | http://www.yingkou.gov.cn/ |
ისტორია
რედაქტირებაგანვითარდა XIX საუკუნიდან როგორც საზღვაო პორტი. სამხრეთ მანჯურიის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. აგრეთვე ეწოდებოდა ნიუოჭუანგი (牛庄), მდინარეზე მოშორებით არსებული დასახლების მიხედვით. 1858 წელს თიენძინის ტრაქტატით საერთაშორისო ვაჭრობისათვის გაიხსნა, რის შემდეგაც ქალაქში გაჩნდა ევროპული კვარტალი. ჩინეთ-იაპონიის ომის (1894–1895) დროს დროებით ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. 1899 წელს გაიხსნა რუსეთის საკონსულო. 1900 წელს „მოკრივეთა აჯანყების“ ჩახშობის დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. რუსულმა ხელისუფლებამ შექმნა დროებითი ქალაქსამმართველო, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად ახორციელებდა ბაჟის აკრეფას და რაიონის სანიტარულ მდგომარეობაზე დაკვირვებას. 1897–1903 წლებში ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის გაყვანასთან ერთად მსხვილი სარკინიგზო სადგური გახდა. 1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომის დროს, 1904 წლის 12 ივლისს, დაიპყრეს იაპონელებმა. 1906 წლის ნოემბერში იაპონელებმა ჩინეთის ხელისუფლებას გადასცეს. 1931 წელს ისევ იაპონიამ დაიპყრო, 1932 წლიდან მარიონეტული მანჯოუ-გოს შემადგენლობაში იყო. 1945 წელს მანჯურიის ოპერაციის დროს ქალაქში წითელი არმია შევიდა. 1949 წლიდან ჩინეთის ნაწილია.[3]
ეკონომიკა
რედაქტირებაინგქოუ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დინამიური განვითარების ცენტრია. მოქმედებს 4 ათასზე მეტი სამრეწველო საწარმო (90%-ზე მეტი — კერძო), უმაღლესი ტექნოლოგიების პარკი. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მეტალურგია (დაახლ. 20 მლნ ტონა ფურცლოვანი ფოლადი წელიწადში), ნავთობქიმია, მანქანათმშენებლობა (მეტალურგიული მოწყობილობები, ჩარხები, ელექტროტექნიკური და ელექტრული პროდუქცია, მ.შ. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პოლიგრაფიული მოწყობილობები, ავტოსათადარიგო ნაწილები). განვითარებულია გემთმშენებლობა და გემების შეკეთება. არის კვების (მ.შ. მარილის წარმოება — 800 ათ. ტონაზე მეტი წელიწადში), ფარმაცევტული, ცელულოზა-ქაღალდის, ტექსტილის,[3] ტრიკოტაჟის, რეზინისა და აბზესტის ნაკეთობათა წარმოების საწარმოები;[1] თამბაქოს ფაბრიკა. მიმდინარეობს მუსიკალური ინსტრუმენტების (პიანინოების გამოშვების მხრივ ჩინეთში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია), მაგნეზიტის საფუძველზე ცეცხლგამძლე მასალების წარმოება.[3]
ქალაქთან ახლოს მოიპოვებენ მაგნეზიტს (უდიდესი საბადოა ტაშიციაო), ნავთობს, ბუნებრივ აირს.[3]
ჰავა
რედაქტირებაჰავის მონაცემები — ინგქოუ (საშუალოები — 1981–2010 წწ. მონაცემებით) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | −3.2 | 0.5 | 7.0 | 15.6 | 21.9 | 26.1 | 28.5 | 28.3 | 24.2 | 16.7 | 6.8 | −0.5 | 14.3 |
საშუალო დღიური °C | −8.3 | −4.3 | 2.4 | 10.9 | 17.3 | 22.1 | 25.1 | 24.5 | 19.3 | 11.7 | 2.2 | −5.1 | 9.8 |
საშუალო დაბალი °C | −12.6 | −8.8 | −1.9 | 6.4 | 13.2 | 18.6 | 22.0 | 21.1 | 14.8 | 7.0 | −2.0 | −9.2 | 5.7 |
საშუალო ნალექი (მმ) | 6.2 | 6.7 | 13.8 | 34.3 | 53.1 | 69.1 | 168.7 | 165.9 | 54.8 | 40.2 | 19.6 | 7.7 | 640.1 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0,1 მმ) | 3.1 | 3.0 | 4.2 | 6.2 | 8.0 | 9.6 | 12.0 | 9.4 | 6.8 | 5.8 | 4.7 | 2.8 | 75.6 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 63 | 59 | 57 | 58 | 62 | 70 | 78 | 79 | 71 | 67 | 64 | 63 | 66 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 199.8 | 204.1 | 243.1 | 257.3 | 279.9 | 262.1 | 233.7 | 239.1 | 254.0 | 232.2 | 185.5 | 183.5 | 2 774,3 |
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი | 67 | 68 | 66 | 65 | 63 | 58 | 51 | 56 | 68 | 68 | 62 | 64 | 63 |
წყარო: ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინინსტრაცია (ნალექიანი და მზიანი დღეები 1971–2000 წწ.)[4][5] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 186.
- ↑ (2019) რედ. Ministry of Housing and Urban-Rural Development: China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 50. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2020. დაარქივებული 2019-06-18 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Самбурова Е. Н. ИНКОУ // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 390.
- ↑ 中国气象数据网 — ამინდის მონაცემები (ჩინური). ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინინსტრაცია. ციტირების თარიღი: 2020-04-15.
- ↑ 中国地面国际交换站气候标准值月值数据集(1971-2000年) (ჩინური). ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინინსტრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2010-05-25.