ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა
ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა — მრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს სხვადასხვა სახეობის ქაღალდსა და მუყაოს და სხვადასხვა ნაწარმს მათგან, აგრეთვე ცელულოზას, საიზოლაციო ბოჭკოვან და მყარ მერქანბოჭკოვან ფილებს. დარგის თანაპროდუქტებია: ეთილის სპირტი, საკვები საფუარი, კანიფოლი, სკიპიდარი და ცხიმიანი მჟავები. ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა სახალხო მეურნეობის უძველესი დარგია. ევროპაში ქაღალდი პირველად გაჩნდა XI-XII საუკუნეებში, რომელმაც შეცვალა პაპირუსი და პერგამენტი. საქართველოში ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობის ძირითადი საწარმოა ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში, მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი ალ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 192.