იზაბელა ბავარიელი
იზაბელა ბავარიელი (დ. 1370 — გ. 24 სექტემბერი, 1435) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. დაბადებიდან ბავარიის პრინცესა. ბავარიის ჰერცოგ სტეფან III-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია თედეა ვისკონტის ქალიშვილი. 1385 წელს მიათხოვეს საფრანგეთის მეფე შარლ VI ვალუას, რითაც 15 წლის იზაბელა საფრანგეთის დედოფალი გახდა.
იზაბელა ბავარიელი | |
---|---|
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 23 აგვისტო 1389, ნოტრ დამი |
მმართ. დასაწყისი: | 17 ივლისი 1385 |
მმართ. დასასრული: | 22 ოქტომბერი 1422 |
წინამორბედი: | ჟანა დე ბურბონი |
მემკვიდრე: |
მარგარიტა ანჟუელი(დე ფაქტო) მარია ანჟუელი(დე იურე) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1370 |
გარდ. თარიღი: | 24 სექტემბერი 1435 (65 წლის) |
მეუღლე: | შარლ VI, საფრანგეთის მეფე |
შვილები: |
1.ისაბელი, ინგლისის დედოფალი 2.ჟანა, ბრეტანის ჰერცოგინია 3. მარი, პუატუს აბატისა 4.მიშელი, ბურგუნდიის ჰერცოგინია 5. ლუი, საფრანგეთის დოფინი 6.ჟანი, საფრანგეთის დოფინი 7.კატრინი, ინგლისის დედოფალი 8. შარლ VII, საფრანგეთის მეფე |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | სტეფანე III, ბავარიის ჰერცოგი |
დედა: | თედეა ვისკონტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1389 წლის 23 აგვისტოს, ნოტრ-დამში მოეწყო იზაბელას კორონაცია საფრანგეთის დედოფლად. 1392 წლიდან დაიწყო შარლ VI-ის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება, რამაც სამეფო ხელისუფლების შესუსტება გამოიწვია. მეფის ქმედებები თანდათანობით სულ უფრო და უფრო უკონტროლო და არაადეკვატური ხდებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყნის მართვის ძალაუფლება ხელში დიდგვაროვნებმა აიღეს. მეფის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად იზაბელას ძალაუფლება იზრდებოდა, რადგან შარლი მას ყველაფრის ნებას რთავდა და ზოგჯერ მისი სახელით მოქმედების უფლებასაც აძლევდა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ის შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დედოფალი იყო. მას ასევე დიდი გავლენა ჰქონდა თავის ვაჟზე, რომელიც საფრანგეთის დოფინი იყო. სულ მალე კი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც, იზაბელა აკონტროლებდა ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებს.
შარლ VI-ის ავადმყოფობამ კატასტროფული შედეგები მოუტანა საფრანგეთს. როდესაც ევროპის მონარქებმა დაინახეს, რომ საფრანგეთის მეფე ამგვარ დღეში იყო, ერთხმად გამოუცხადეს ომი. მას აუჯანყდა ბრეტანის საჰერცოგო, ინგლისის სამეფო, რომელსაც ტახტზე ჰქონდა პრეტენზია, ამასთან ბურგუნდია, ნავარა, ორლეანი და არმანიაკის ჰერცოგი. იზაბელამ კი ყველაზე არახელსაყრელი პოზიცია აირჩია და ყველა მათგანთან ომი გააჩაღა. ამას კი მოჰყვა ქვეყანაში ინგლისელებისა და ბურგუნდიელების შემოჭრა. მათ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები დაიკავეს. 1407 წელს მეფის გარე ბიძაშვილმა, ბურგუნდიის ჰერცოგმა ორლეანს ალყა შემოარტყა, თუმცა დამარცხდა. 1419 წელს დაიდო ტრუას ხელშეკრულება, რომელსაც იზაბელაც დაესწრო. ამის მიხედვით მისი ქალიშვილი კატრინი ინგლისის მეფეს უნდა მისთხოვებოდა და ამით უნდა გაჩერებულიყო ინგლისი. ამასთან ფრანგები თმობდნენ საკმაოდ დიდ ტერიტორიებს და შარლ VI-ის და მისი ვაჟის შარლ VII-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტი ინგლისელებს უნდა დარჩენოდათ. 1422 წელს შარლ VI ბრეტანის ჰერცოგთან ბრძოლის დროს დაიღუპა.
საფრანგეთის მეფე ხელშეკრულების თანახმად მისი ვაჟი შარლ VII გახდა, თუმცა ხელშეკრულების მეორე პუნქტი, რომ რეგენტი ინგლისის მეფე ჰერნი V უნდა გამხდარიყო დაირღვა და რეგენტი იზაბელა გახდა. ამან ინგლისელთა განრისხება და საფრანგეთში შემოჭრა გამოიწვია. მათ აიღეს პარიზი, ტახტიდან შარლი ჩამოაგდეს და მეფედ ჰენრი VI ეკურთხა, შარლი კი დოფინად გამოცხადდა და სამეფო ოჯახთან ერთად შიონში გადასახლდა. ამ დროისთვის მთლიანად ჩრდილოეთ და დასავლეთ საფრანგეთი ოკუპირებული იყო ინგლისელებისა და ბურგუნდიელების მიერ. იზაბელა თავისი საშინელი პოლიტიკით დაღუპვისაკენ მიექაჩებოდა საფრანგეთს. მას სძულდა თავისი ვაჟი შარლ VII, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა მის მოშორებას. თუმცა ორლეანელმა ქალწულმა ჟანა დ'არკმა თავისი მუხლჩაუხრელი ბრძოლით საფრანგეთი იხსნა, გაანთავისუფლა ორლეანი, სენ-დენი და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და შარლ VII საფრანგეთის მეფედ აკურთხა. მიუხედავად ამისა, იზაბელას ინტრიგების წყალობით ჟანა ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და კოცონზე დაწვეს.
იზაბელა ბავარიელი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე საშინელ დედოფლად ითვლება და სწორედ მის პოლიტიკას და ინტრიგებს აწერებენ ასწლიან ომში საფრანგეთის არაერთ მარცხს.
ადრეული ცხოვრება და ქორწინება
რედაქტირებაიზაბელა დაიბადა დაახლოებით 1370 წელს მიუნხენში. მისი მშობლები იყვნენ ბავარია-ინგოლშტადტის ჰერცოგი სტეფანე III და მისი პირველი ცოლი თედეა ვისკონტი. იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ და მისი საეკლესიო სახელი ელიზაბეთი გახდა. იზაბელა მამის ხაზით იყო საღვთო რომის იმპერატორ ლუდვიგ IV-ის შვილიშვილი. ამ პერიოდისათვის ბავარია გერმანული სახელმწიფოებიდან უძლიერესი იყო და მართავდა ვიტელსბახების დინასტია. სწორედ ამ პერიოდში ბავარიას ერთდროულად მართავდნენ იზაბელას მამა და ბიძა.
1383 წლიდან იზაბელას ბიძამ, ჰერცოგმა ფრიდრიხმა დაიწყო იზაბელასა და საფრანგეთის ახალგაზრდა მეფე შარლ VI ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. 1385 წლის აპრილში 15 წლის იზაბელა და 17 წლის შარლი კამბრიაში დაქორწინდნენ. ქორწილმა საოცრად ჩაიარა, მოეწყო საზეიმო ტურნირები. შარლი იყო ახალგაზრდა, ტანადი, განათლებული და უყვარდა ნადირობა. ყოველივე ამან მისი ახალგაზრდა მეუღლე აღფრთოვანებული დატოვა.
შარლ VI-ის ბიძა, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპ II ფიქრობდა, რომ ეს ქორწინება იდეალური იყო საღვთო რომის იმპერიასთან ალიანსის გასამყარებლად და მისი ინგლისის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. იზაბელას მამას კი დიდად არ მოსწონდა შვილის საფრანგეთში გათხოვების ამბავი, რის გამოც მისი მდგომარეობის გასარკვევად თავისი ვაჟი და ელჩი გააგზავნა იზაბელასთან. ჰერცოგი სტეფანე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა ქალიშვილზე და მანამდე არ დაუშვა მისი გათხოვება, სანამ მას 15 წელი არ ნშეუსრულდა (იმ ეპოქაში ქორწინება 14 წლიდან იყო ნებადართული, სრულწლოვანებად კი 13 წელი მიიჩნეოდა).
სანამ იზაბელა საფრანგეთში ჩავიდოდა, გზად თითქმის ერთი თვით შეჩერდა თავის ბიძასთან ჰოლანდიაში. მისმა ბიცოლამ, მარგარიტა ბრიეჟმა იგი მოამზადა საფრანგეთში საცხოვრებლად. შეუცვალა ჩაცმის სტილი, ასწავლა ფრანგული მანერები, ტრადიციები და ეტიკეტის ნორმები. მან სწრაფად შეითვისა ყველაფერი და 1385 წლის 13 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ამიენში ჩავიდა.
სანამ მეფეს წარუდგენდნენ იზაბელამ შემოწმება გაიარა, რომ ნამდვილად უმანკო იყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდა იგი შარლს. პირველი შეხვედრისას იზაბელა გაშეშებული იდგა და შიშისაგან კანკალებდა, თუმცა შარლმა იგი პირველივე დანახვისთანავე შეიყვარა. როცა შარლ VI-მ დაინახა ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა საცოლე, გული სიხარულით აევსო. იზაბელას ამ დროისთვის გამართულად არ შეეძლო ფრანგულად საუბარი, მაგრამ ამ ნაკლს თავისი სილამაზით ჩრდილავდა. მაგრამ ამ მომენტში ფრანგებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იზაბელას თავისი იტალიელი დედისგან მემკვიდრეობით ერგო ბნელი სული და ინტრიგების საოცარი სიყვარული, რაც მან მალევე გამოამჟღავნა. მათი ქორწილი ძალიან პომპეზური იყო. როგორც ფროისანტი აღნიშნავს იზაბელა და შარლი "ძალიან ცხელი წყვილი" იყვნენ.
შარლს როგორც ჩანს უყვარდა თავისი მეუღლე, რის გამოც ხშირად ჩუქნიდა მას საჩუქრებს. 1386 წელს მათი პირველი საერთო შობის აღსანიშნავად შარლმა იზაბელს ხავერდის პომპეზური ტახტი აჩუქა, რომელზეც ოქროს ასოები იყო ამოტვიფრული K და E (მათი ნათლობის სახელების პირველი ასოები Karol და Elizabeth). ამის შემდეგ მან კიდევ აჩუქა სამკაულები, ჭურჭელი და ტანსაცმელი. ქორწილიდან მალევე შარლმა თავისი ანტიინგლისული პოლიტიკა განაგრძო და ბრძოლაში წავიდა, იზაბელა კი სამეფო სასახლიდან კრეილში გადავიდა, სადაც შარლის დიდ ბებიასთან, ქვრივ დედოფალ ბლანკა ნავარელთან ერთად ცხოვრობდა. სექტემბერში მან შატო დე ვენსენი თავის რეზიდენციად გამოაცხადა და იქ გადასახლდა. მალე მას მეფე შარლიც შეუერთდა და ვენსენი მათი საყვარელი ადგილი გახდა.
კორონაცია
რედაქტირებაიზაბელა ბავარიელის საფრანგეთის დედოფლად კორონაცია 1389 წლის 23 აგვისტოს მოხდა პარიზში. მას საფრანგეთში ეხმარებოდა მისი ბიძაშვილი და ამავდროულად რძალი - ვალენტინა ვისკონტი, რომელიც დაქორწინებული იყო შარლ VI-ის უმცროს ძმაზე, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ზე. კორონაციის აღსანიშნავად ვალენტინას მამამ მილანიდან იზაბელას საუცხოო საჩუქრები გაუგზავნა, მათ შორის 1 300 ოქროს მონეტა, ოქროს არფა და იშვიათი წიგნები. კორონაციაზე არისტოკრატი ქალები საოცრად იყვნენ გამოწყობილნი. მათი ტანისამოსი უძვირფასესი ქსოვილებით იყო შეკერილი, რომელთაც ზედ უამრავი ძვირფასი ქვა ჰქონდა მიკერებული. ამასთან ისინი ატარებდნენ ძალიან მაღალ გვირგვინებსა და უამრავ სამკაულს. ფილიპ ბურგუნდიელმა კორონაციისთვის იზაბელას ოქროს მოსასხამი აჩუქა, რომელზეც ძვირფასი ქვებით აწყობილი იყო იზაბელას გერბი. საზეიმო მსვლელობა დილიდან შუაღამემდე გაგრძელდა. ქუჩებში იდგმებოდა სპექტაკლები, იყო ტურნირები და ა.შ. იზაბელას ლურჯი მანტია ეხურა, რომლის შლეიფიც ბავშვებს მიჰქონდათ. კორონაცია ნოტრ დამში შედგა. სიმბოლურად იზაბელამ სასახლიდან ნოტრ დამამდე გზა ფეხით გაიარა, ხოლო კურთხევის შემდეგ იგი ტახტრევანზე დასვეს და ისე წააბრძანეს სასახლეში, რაც სიმბოლური გამოხატულებაა მისი ძალაუფლების ზრდისა. როგორც კი იზაბელამ ხიდი გადაიარა და ნოტრ დამისკენ გაეშურა გზად ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ქალი დახვდა, რომელსაც მისი გვირგვინი ეკავა. ესეც ერთგვარი სიმბოლოა იმის, რომ თავად ღმერთს სურდა მისი ტახტზე დასმა. ქალი მას ეკლესიამდე მიჰყვა და შიგნით შეუძღვა. ამის შემდეგ ანგელოზის ფორმაში ჩაცმული ქალი წავიდა და დაიწყო იზაბელას დედოფლად კურთხევა. ქალაქის ყველა შენობაზე ჩამოკიდებული იყო იზაბელას გერბი.
იზაბელას კორონაციის შემდეგ იმ გზაზე, რომელიც მას უნდა გაევლო დაანთეს 5 000 სანთელი. ამის შემდეგ სასახლის კარიბჭესთან მას დახვდა უამრავი მგალობელი, რომლებმაც საოცრად იგალობეს. თუმცა ამ დროს იზაბელა შვიდი თვის ორსული იყო და საშინლად გადაიღალა, რის გამოც ნადიმი და აღნიშვნა არ მომხდარა. მისი კორონაცია ორი თვის შემდეგ იზეიმეს, მას მერე რაც იმშობიარა.
შარლის ავადმყოფობა
რედაქტირება1392 წელს შარლი თავის რაინდებთან და ოჯახთან ერთად სანადიროდ წავიდა, რა დროსაც მოულოდნელად მათზე ბრეტონელებმა თავდასხმა სცადეს. ფრანგებმა ისინი დაამარცხეს, მაგრამ მეფე ცხენიდან გადმოვარდა, თავი ქვას ჩამოარტყა და რამდენიმე დღის მანძილზე კომაში იყო. ყველა ფიქრობდა, რომ შარლი გარდაიცვლებოდა. შარლის ბიძებმა, ბუგუნდიისა და ბერის ჰერცოგებმა დრო იხელთეს და ძალაუფლება ხელში აიღეს.
სწორედ მაშინ, როცა უკვე ტახტისთვის ბრძოლა უნდა დაწყებულიყო შარლმა გაიღვიძა. ზოგი ამას ღვთის რისხვას, ზოგიც კი სასწაულს უწოდებდა. მაგრამ ამის შემდეგ იგი აღარასოდეს ყოფილა ისეთი როგორიც მანამდე. როგორც ჩანს გადმოვარდნისას ტვინი დაუზიანდა, რის გამოც მას დაეწყო შიზოფრენიის ნიშნები. გარკვეული დროის შემდეგ თითქოს ცნობიერება კვლავ აღიდგინა, მაგრამ სწორედ მაშინ დაემართა ცხელება. დაავადებამ შარლის ფსიქიკური შერყევა კიდევ უფრო გაამძაფრა. ამავე წლის სექტემბრიდან შარლი პარიზში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ ჭკუიდან შერყევის შემდეგ შარლი საკუთარ სახელსა და ვინაობას ვერ იმახსოვრებდა. ცხადია ისიც არ ახსოვდა, რომ საფრანგეთის მეფე იყო. გარდა ამისა ხუთი თვის მანძილზე ვერავინ შეძლო იგი ბანაობაზე დაეთანხმებიდა, ესეც რომ არა, მთელი ამ დროის მანძილზე იგი ტანსაცმელსაც კი არ იცვლიდა. რომის პაპ პიუს II-ის წერილობითი გადმოცემის თანახმად, შარლს თავი მინისგან დამზადებული ეგონა და რომ არ დამსხვრეულიყო, თავის ტანისამოსში სპეციალურად აკერინებდა რკინის მავრთულებს. გარდა ამისა მასთან თითის დაკარებაც კი ყველას აუკრძალა, იმის შიშით, რომ არ დამსხვრეულიყო. სწორედ აქედან მოყოლებული მიეკერა მის სახელს "შლეგი".
პოლიტიკური მოქმედებები და ადრეული დიპლომატიური ძალისხმევა
რედაქტირებაორლეანის ჰერცოგის მკვლელობა და შემდგომ
რედაქტირებასამოქალაქო ომი
რედაქტირებატრუას ხელშეკრულება და შემდგომი წლები
რედაქტირებარეპუტაცია და მემკვიდრეობა
რედაქტირებაპატრონაჟი
რედაქტირებაშვილები
რედაქტირებაპორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | მეუღლე | ტიტული | მოკლე ბიოგრაფია |
---|---|---|---|---|---|---|
შარლი | 25 სექტემბერი
1386 |
28 დეკემბერი
1386 (3 თვის) |
საფრანგეთის დოფინი | დაკრძალულია სენ-დენის ბაზილიკაში | ||
ჟანა | 14 ივნისი 1388 | 1390 (2 წლის) | ||||
იზაბელა | 9 ნოემბერი
1389 |
13 სექტემბერი
1409 (19 წლის) |
|
ინგლისის დედოფალი,
ირლანდიის ლედი, ორლეანის ჰერცოგინია |
პირველად მიათხოვეს ინგლისის მეფე რიჩარდ II-ს, რომელიც
მალევე ტახტიდან ჩამოაგდეს. ამის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილს, ორლეანის ჰერცოგ შარლ ვალუას. გადაჰყვა I მშობიარობას. | |
ჟანა | 24 იანვარი
1391 |
27 სექტემბერი
1433 (42 წლის) |
ჟან V მონტფორტი | ბრეტანის ჰერცოგინია | 1399 წელს მიათხოვეს ბრეტანის ჰერცოგ ჟან V-ს, რომელთანაც
შვიდი შვილი შეეძინა, მათ შორის ორი ბრეტანის ჰერცოგი. | |
შარლი | 6 თებერვალი
1392 |
13 იანვარი
1401 (8 წლის) |
||||
მარი | 22 აგვისტო
1393 |
19 აგვისტო
1438 (44 წლის) |
პუასუს ბარონესა | გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. | ||
მიშელი | 11 იანვარი
1395 |
8 ივლისი
1422 (27 წლის) |
ფილიპ III ვალუა | ბურგუნდიის, არტუას,
ფლანდრიის და შარლესის ჰერცოგინია |
1419 წელს მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილსა და ამავდროულად
ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ს.იგი ქორწინებიდან სამ წელიწადში გარდაიცვალა უშვილოდ. | |
ლუი | 22 იანვარი
1397 |
18 დეკემბერი
1415 (18 წლის) |
მარგარიტა ნევერელი | საფრანგეთის დოფინი | იყო ტახტის მემკვიდრე დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
ალიანსის გასამყარებლად ცოლად შერთეს ბურგუნდიის ჰერცოგის ბიძაშვილი. ქორწილიდან მალევე გარდაიცვალა, უშვილოდ. | |
ჟანი | 31 აგვისტო
1398 |
5 აპრილი
1417 (18 წლის) |
ჟაკლინ ენოელი | საფრანგეთის დოფინი | 1415 წელს ძმის გარდაცვალებით იგი საფრანგეთის ტახტის
მემკვიდრე გახდა. ქვემო ქვეყნებთან ალიანსის შესანარჩუნებლად ცოლად შერთეს ჟაკლინ ენოელი. ორ წელში ჟანი გარდაიცვალა უშვილოდ. | |
კატრინი | 27 ოქტომბერი
1401 |
3 იანვარი
1437 (35 წლის) |
ტიუდორი |
ინგლისის დედოფალი
და ირლანდიის ლედი |
მიათხოვეს მეფე ჰენრი V-ს, რომელიც ქორწილიდან მალევე
დაიღუპა. მან გააჩინა მეფე ჰენრი VI. ამის შემდეგ მეორედ გათხოვდა ოუენ ტიუდორზე და შეეძინა ორი ვაჟი. მისი შვილიშვილი, ჰენრი VII ტიუდორი ინგლისის მეფე გახდა. | |
შარლ VII | 22 თებერვალი
1403 |
22 ივლისი
1461 (58 წლის) |
მარია ანჟუელი | საფრანგეთის მეფე | ტახტზე ავიდა 1422 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ. მის
დროს მოღვაწეობდა ჟანა დ'არკი. მან მოიგო ასწლიანი ომი და საფუძველი ჩაუყარა ცენტრალიზებულ ქვეყანას. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ლუი XI ავიდა. | |
ფილიპი | 10 ნოემბერი
1407 |
11 ნოემბერი
1407 (1 დღის) |
ძალიან სუსტი იყო, რის გამოც დაბადებიდან მეორე დღეს
გარდაიცვალა. დაკრძალეს სენ-დენში. |
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Verdon Jean. Isabeau de Bavière. — Paris: J. Tallandier, 1981. — 318 p. — (Figures de proue du Moyen Age. Volume 8, Collection 10).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიზაბელა ბავარიელი დაიბადა: 1370 გარდაიცვალა: 24 სექტემბერი 1435
| ||
წინამორბედი: ჟანა დე ბურბონი |
საფრანგეთის დედოფალი 1385-1422 |
შემდეგი: მარგარიტა ანჟუელი (დე ფაქტო) მარია ანჟუელი (დე-იურე) |