ივო ანდრიჩი (კირ: Иво Андрић, დ. 9 ოქტომბერი, 1892 — გ. 13 მარტი, 1975) — იუგოსლავიელი რომანისტი, პოეტი და ნოველისტი. 1961 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. ანდრიჩის ნაწარმოებებში, ძირითადად, განხილულია ბოსნიელთა ცხოვრება ოსმალეთის ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

ივო ანდრიჩი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-sr-latn" does not exist
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1892(1892-10-10)
დაბადების ადგილი Dolac, Austro-Hungarian rule in Bosnia and Herzegovina, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1975(1975-03-13)[2] [3] [1] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა[2] [1]
დასაფლავებულია ბელგრადის ახალი სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, დიპლომატი, პოლიტიკოსი
ენა სერბულ-ხორვატული
მოქალაქეობა იუგოსლავია
ალმა-მატერი ზაგრების უნივერსიტეტი
ვენის უნივერსიტეტი
იაგელონიის უნივერსიტეტი
გრაცის უნივერსიტეტი
პერიოდი 1911-1974
ჟანრი პოეზია
Magnum opus დრინის ხიდი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[11] [12] , სოციალისტური შრომის გმირის ორდენი და Order of the German Eagle
მეუღლე მილიკა ბაბიჩი (დაქ. 1958; გარდ. 1968)
ხელმოწერა

ივო ანდრიჩი ტრავნიკში, ავსტრია-უნგრეთის მმართველობაში მყოფ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში დაიბადა. სწავლობდა სარაევოს უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ის სამხრეთ სლავთა რამდენიმე ნაციონალურ ახალგაზრდულ ორგანიაზციაში გაწევრიანდა. ავსტრია-უნგრეთის პრინცის,ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის დღეს (1914 წლის 14 ივნისს ანდრიჩი დააკავეს და ციხეში ჩასვეს ავსტრია-უნგრეთის საპოლიციო აპარატის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ეჭვი ჰქონდათ, რომ მოწყობილ თავდასხმაში ანდრიჩის ხელიც ერია. ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ წარმართული საქმის გამო, ანდრიჩი საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა პატიმრობაში, მხოლოდ 1917 წლის ივლისში გაათავისუფლეს საყოველთაო ამნისტიით. ომის შემდეგ ანდრიჩი სამხრეთ სლავთა ისტორიასა და ლიტერატურას სწავლობდა ზაგრებისა და გრაცის უნივერსიტეტებში, საბოლოოდ კი, 1924 წელს, გრაცის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1920-1923 და 1924-1941 წლებში ივო ანდრიჩი იუგოსლავიის სამეფოს დიპლომატიურ უწყებებში მუშაობდა. 1939 წელს, ის იუგოსლავიის ელჩი გახდა გერმანიაში, მაგრამ მისი ვადა 1941 წელს დასრულდა, როცა გერმანია იუგოსლავიაში შეიჭრა. სამშობლოში გერმანელთა შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ ანდრიჩი დაბრუნდა გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ბელგრადში. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ის მშვიდად ცხოვრობდა მეგობრების ბინაში, სწორედ ამ რთულ პერიოდში დაწერა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მათ შორის, ,,ხიდი მდინარე დრინაზე" (Na Drini ćuprija).

ომის დასრულების შემდეგ ანდრიჩი იუგოსლავიის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მიიწვიეს, რომლებიც ომის დასასრულს კომუნისტურ მმართველობას დაექვემდებარა. 1961 წელს,ნობელის კომიტეტმა მას ლიტერატურის დარგში ჯილდო გადასცა, ,,იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ადამიანთა ბედის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“. ივო ანდრიჩი აირჩიეს ისეთ მწერლებს შორის, როგორებიც არიან: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, რობერტ ფროსტი, ჯონ სტაინბეკი და ედუარდ მორგან ფოსტერი. ამის შემდეგ, ანდრიჩი საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა და მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. მომდევნო წლებში მან რამდენიმე ეროვნული ჯილდო დაიმსახურა. მწერალს 1974 წლის ბოლოს ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეერყა და 1975 წლის მარტში ის ბელგრადში გარდაიცვალა.

ნობელის პრემია, საერთაშორისო აღიარება და გარდაცვალება

რედაქტირება

1950-იანი წლებისთვის ანდრიჩის ნაწარმოებები უკვე რამდენიმე ენაზე ითარგმნა. 1961 წლის 26 ოქტომბერს შვედეთის აკადემიამ ის ნობელის პრემიით დააჯილდოვა[13]. ნობელის კომიტეტმა ანდრიჩი ისეთ მწერლებს შორის აარჩია, როგორებიც იყვნენ: ჯ. რ. რ. ტოლკინი, რობერტ ფროსტი, ჯონ სტაინბეკი და ედუარდ მორგან ფორსტერი - „იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“. ერთხელ, ახალი ამბების ტელეგადაცემაში გამოაცხადეს, რომ ანდრიჩის ბელგრადში მდებარე ბინა რეპორტიორებით იყო გადაჭდილი, ის საჯაროდ მადლობას უხდიდა ნობელის კომიტეტს.

ნობელის პრემიამ ანდრიჩს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მარტში, კაიროში მოგზაურობისას ანდრიჩი ავად გახდა და საოპერაციოდ ბელგრადში დაბრუნდა. შესაბამისად, მწერალი იძულებული გახდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყველა სარეკლამო ღონისძიება გადაედო, თუმცა მისი ნაშრომები კვლავ იბეჭდებოდა და სხვადასხვა ენაზეც ითარგმნებოდა. იმდროინდელი წერილებიდან თუ ვიმსჯელებთ, ანდრიჩი ყურადღებისაგან გადატვირთული იყო[14]. ნობელის პრემიის შემდეგ ანდრიჩს კიდევ უამრავი ჯილდო გადასცეს. 1962 წელს მან მიიღო რესპუბლიკის ჯილდო, რომლითაც ბოსნია-ჰერცეგოვინამ დააჯილდოვა 27 ივლისს, 1967 წელს იუგოსლავიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ანტიფაშისტური საბჭოს პრემია, ხოლო 1972 წელს - სოციალისტური შრომის გმირის წოდება[15]. გამომდინარე იქიდან, რომ ის იუგოსლავიისა და სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი იყო, ასევე, ბოსნიელი და სლოვენიელი კოლეგების კორესპონდენტიც იყო. ანდრიჩს ბელგრადის, კრაკოვისა და სარაევოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის ხარისხი ჰქონდა[16].

ანდრიჩის ცოლი, მილიცა, 1968 წლის 16 მარტს გარდაიცვალა. ამ დროს მწერლის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც, სიცოცხლის ბოლო წლებში კიდევ უფრო ნაკლებს მოგზაურობდა.მიუხედავად ამისა, ადრიჩი მაინც აგრძელებდა წერას, 1974 წლამდე, სანამ ჯანმრთელობა კიდევ უფრო არ გაუუარესდა. 1974 წლის დეკემბერში ის ბელგრადის ჰოსპიტალში მოათავსეს[17]. შემდეგ, მალევე, ანდრიჩი კომაში ჩავარდა და სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, დილის პირველ საათსა და თხუთმეტ წუთზე, 1975 წლის 13 მარტს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის გვამი დაწვეს და 24 აპრილს, ანდრიჩის ფერფლისშემცველი ქილა ბელგრადის პატივსაცემ პიროვნებათა ხეივნის ახალ სასაფლაოზე დამარხეს[18]. დაკრძალვის ცერემონიას დაახლოებით ბელგრადის 10 000 მცხოვრები ესწრებოდა[19][20].

გავლენა, სტილი და თემატიკა

რედაქტირება

ანდრიჩი მკითხველს თავიდანვე უყვარდა. ახალგაზრდა ანდრიჩის ლიტერატურული ინტერესი სხვადასხვა სფეროებს შორის მერყეობდა: დაწყებული ბერძნული და ლათინური კლასიკოსების ნაშრომებიდან, დამთავრებული წარსულისა და თანამმედროვეობის მოღვაწეებს შორის, მათ შორის, გერმანელი და ავსტრიელი ავტორები, როგორებიც იყვნენ: იოჰან ვოფგანგ გოეთე, ჰაინრიხ ჰაინე, ფრიდრიხ ნიცშე, ფრანც კაფკა, რეინერ მარია რილკე და თომას მანი, ფრანგი მწერლები: მიშელ მონტენი, ბლეზ პასკალი, გუსტავ ფლობერი, ვიიქტორ ჰიუგო და გი დე მოპასანი, და ბრიტანელი მწერლები: ტომას ცარლაილი, უოლტერ სკოტი დაიოზეფ კონრადი. ანდრიჩი, ასევე, კითხულობბდა მიგელ დე სერვანტესის, იტაიელი პოეტისადა ფილოსოფოსის ჯიაკომო ლეოპარდის, რუსი მწერლის, ნიკოლაი ჩენიშევსკის, ნორვეგიელი მწერლის - ჰენრიკ იბსენი,ამერიკელი მწერლების, უოლტ უაიტმენისა და ჰენრი ჯეიმსისა და ჩეხოსლოვაკი ფილოსოფოსის, ტომაშ გარიკ მასარიკის შრომებს[21]. იგი, განსაკუთრებით, პოლონური ლიტერატურის მოყვარული იყო, რამაც შემდეგში მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ის ატივს სცემდა ბევრ სერბ მწერალს, მათ შორის, კარაჟიჩს, ნაიგიოსსა და ალეკსა სანტიჩს[22]. ანდრიჩი აღფრთოვანებული იყო სლოვენიელი პოეტებითაც:ფრან ლევსტიკით, იოსიპ მარნითა და ოტონ ჟუპანჩიჩით.მან ამ პოეტთა რამდენიმე ნაშრომიც თარგმნა. როგორც ჩანს, ანდრიჩის პროზაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფრანც კაფკას შემოქმედებამ, ხოლო მის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაზე დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის შრომებმა. ახალგაზრდობაში ანდრიჩი დაინტერესებული იყო ჩინური და იაპონური ლიტერატურითაც, რასაც ფრანგული და გერმანული თარგმანებით ეცნობოდა. [23]

  1. 1.0 1.1 1.2 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 98. — ISBN 978-2-221-06888-5
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118503014 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Find a Grave — 1996.
  5. Discogs — 2000.
  6. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. Hrvatski biografski leksikon — 1983.
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. Munzinger Personen
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1961/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. Hawkesworth 1984, p. 29.
  14. Hawkesworth 1984, p. 30.
  15. Vucinich 1995, p. 36.
  16. Vucinich 1995, p. 35.
  17. Hawkesworth 1984, p. 30.
  18. Popović 1989, p. 112.
  19. Hawkesworth 1984, p. 30.
  20. Popović 1989, p. 112.
  21. Vucinich 1995, p. 2.
  22. Vucinich 1995, p. 2.
  23. Vucinich 1995, p. 3.