იემენის სამოქალაქო ომი (1994)

იემენის სამოქალაქო ომი
თარიღი 27 აპრილი7 ივლისი, 1994
შედეგი სამთავრობო ძალების გამარჯვება
მხარეები
იემენის დროშა იემენი

ასევე:
აშშ-ის დროშა აშშ[1]
იორდანიის დროშა იორდანია[2]:85
კატარის დროშა კატარი[2]:85
ლიბიის დროშა ლიბია[2]:86
სუდანის დროშა სუდანი[2]:86

სამხრეთ იემენის დროშა სამხრეთი იემენი

ასევე:
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი[2]:82[3]
ომანი[2]:82[4]
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე[2]:27
ლიბანის დროშა ლიბანი[2]:27
ქუვეითის დროშა ქუვეითი[3]
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი[5]
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები[5]

მეთაურები
იემენის დროშა ალი აბდალა სალეჰი ალი სალემ ალ-ბეიდი ალი მუჰამედ ასადი
დანაკარგები
931 ჯარისკაცი და 5 000 დაჭრილი[6] 6 000 ჯარისკაცი, 513 მოქალაქე

იემენის სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა 1994 წლის 27 აპრილიდან 7 ივლისამდე იემენის სამთავრობო ჯარებსა და იემენის სოციალისტურ პარტიას შორის, რომლებიც იბრძოდნენ სამხრეთ იემენის სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის დასაბრუნებლად. დასრულდა სამთავრობო ჯარების გამარჯვებით.

წინარე ისტორია

რედაქტირება

1990 წლის 22 მაისს ჩრდილოეთი (იემენის არაბთა რესპუბლიკა) და სამხრეთი (იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) იემენი გაერთიანდა. გაერთიანებული სახელმწიფოს ორივე ლიდერმა გაიყვეს ორი უმაღლესი თანამდებობა: ალი აბდალა სალეჰი გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, ხოლო ალი სალემ ალ-ბეიდი - ვიცე-პრეზიდენტი[2]. ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გაერთიანება 30 თვეში უნდა მომხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ერიან პარლამენტს უნდა შეემუშავებინა ქვეყნის კონსტიტუცია. არჩევნები გაიმართა 1993 წლის აპრილში[2].

მაგრამ პოლიტიკური სისტემის ფორმირება სირთულეების გარეშე არ მომხდარა. 1993 წლის აგვისტოში ვიცე-პრეზიდენტმა და ასევე იემენის სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ალი სალემ ალ-ბეიდმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება სამხრეთ იემენის მციე როლზე ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. იგი გადავიდა ადენში და განაცხადა, რომ უკან არ დაბრუნდებოდა სანამ მის საჩივარს არ განიხილავდნენ. იგი ადანაშაულებდა ჩრდილოეთს სამხრეთის ეკონომიკურ მარგინალიზაციაში[7]. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მოლაპარაკებებმა ეფექტი ვერ გამოიღო, მიუხედავად ამისა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ლიდერებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ამანში 1994 წლის 20 თებერვალს, თუმცა ამან უკვე ვერ შეძლო დაწყებული სამოქალაქო ომის შეჩერება. ამ დაპირისპირების წარმოშობას ხელი შეუწყო იმან, რომ გაერთიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არ იყო ორი ყოფილი ქვეყნის არმია ერთმანეთში ინტეგრირებული[8].

კონფლიქტის მსვლელობა

რედაქტირება

პირველი შეიარაღებული მღელვარება გაიმართა 1994 წლის 27 მაისს, როდესაც ამრანის რაიონში გაიმართა ბრძოლა ტანკების მონაწილეობით. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში. 4 მაისს სამხრეთელების სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჩრდილოეთის რაიონები. პასუხად ჩრდილოეთელებმა მიიტანეს საჰაერო დარტყმა ადენზე. ალი აბდალა სალეჰმა 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვარგარეთის მოქალაქეებმა დაიწყეს ევაკუაცია ქვეყნიდან[9]. ვიცე-პრეზიდენტი ალ-ბეიდი ოფიციალურად გაათავისუფლეს თანამდებობიდან. სამხრეთელებმა საომარი მასალების საწყობს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე[10]. 10 მაისს თანამდებობიდან გადადგა ასევე პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ აბუ ბაქრ ალ-ათასი[9].

იემენის სოციალისტურმა პარტიამ ქვეყანა ორად გაყო. 21 მაისს გამოაცხადა იემენის დემოკრატიული რესპუბლიკა დედაქალაქით ადენში[7]. არცერთმა მსოფლიოს სახელმწიფომ არ აღიარა ეს ახალი ქვეყანა. მაისის შუა რიცხვებში ჩრდილოეთის არმიამ დაიწყო შეტევა ადენზე. 24 მაისს მათ აიღეს ერთ-ერთი ნავთობმომპოვებელი ცენტრი, ქალაქი ატაკი[11].

სამხრეთ იემენელებმა მზობელ ქვეყნებს მიმართეს დასახმარებლად და სავარაუდოა, რომ დახმარება მიიღეს საუდის არაბეთისაგან, რომელიც საშიშროებას ხედავდა მის საზღვართან ერთიანი იემენის არსებობაში[2]. გაერო ცდილობდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა ორივე მხარე, მაგრამ წარუმატებლად[2]. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 924, რომელიც მხარეებს მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისაკენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადეს 6 ივნისს, მაგრამ იგი სულ ექვსი საათი გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებები კაიროში[9]. 4 ივლისს ჩრდილოეთის ძალები შევიდნენ ადენში და 7 ივლისს ქალაქი აიღეს. არაღიარებული იემენის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერები ალი სალემ ალ-ბეიდი და ჰაიდარ აბუ ბაქრ ალ-ათასი გაიქცნენ ქვეყნიდან. ათასობით მათი მხარდამჭერი გაიქცა ომანში. იემენის სოციალისტური პარტია აიკრძალა. მის ყოფილ წევრებს აეკრძალათ სამსახურის დაკავება არმიაში და სახელმწიფო აპარატში, რამაც გამოიწვია სამხრეთელების მასიური წმენდა სამსახურებში.

ომის შემდეგ

რედაქტირება

ითვლება, რომ ომის საერთო მსხვრეპლი იყო 7-10 ათასი ადამიანი. იყვნენ დაჭრილებიც.

ომის შემდეგ სალეჰმა ამნისტია გამოუცხადა სამხრეთელების 16 ლიდერს, მათ შორის ალ-ბეიდასა და ალ-ათასს.

2007 წელს ჯგუფმა სახელწოდებით „სამხრეთი იემენის მოძრაობა“ მოსახლეობას მოუწოდა სამხრეთ პროვინციების დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ, რამაც გაზარდა დაძაბულობა და არეულობა[12].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Густерин П. В. Йеменская Республика и её города. — М., 2006.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Embassy of Yemen - Yemeni-American relations დაარქივებული 2015-07-09 საიტზე Wayback Machine. ,
    ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

    '"[In mid-nineties...] Washington demonstrated favorable intentions concerning Yemen. That became evident when the U.S. fully supported the Yemeni unity against the failed Separatist attempt in the summer of 1994."'

  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 (1995) რედ. Jamal S. al-Suwaidi: The Yemeni War of 1994: Causes and Consequences. Emirates Center for Strategic Studies and Research. ISBN 0863563007. 
  3. 3.0 3.1 (27 November 2002) Constitutional Handbook on Korean Unification, Volume 1. 길잡이미디어, გვ. 703. ISBN 8980312636. „Kuwait and Saudi Arabia started to support this secessionist movement until reconciliation with President Salih“ 
  4. Whelan, John. Oman in 1994. Encyclopædia Britannica (6 August 1999). ციტატა: „During the Yemeni civil war, from May 5 to July 7, Oman urged other Persian Gulf states to recognize the breakaway southern republic.“ ციტირების თარიღი: 2 April 2017.
  5. 5.0 5.1 Al-Muslimi, Farea. A History of Missed Opportunities: Yemen and the GCC. Carnegie Middle East Center (5 January 2016). ციტატა: „All GCC member states, with the exception of Qatar, would offer financial and political support to the secessionists, although Saleh soon gained the upper hand and won the war.“ ციტირების თარიღი: 2 April 2017.
  6. "Yemen Civil War Caused Almost 6,000 Northern Casualties." Associated Press, July 12, 1994.
  7. 7.0 7.1 Civil war. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2017-11-18.
  8. Yemen timeline
  9. 9.0 9.1 9.2 The Middle East and North Africa, 2004, p. 1221
  10. Five Scuds fired at Yemeni capital as war worsens - The Guardian, 7 April 1994. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-12. ციტირების თარიღი: 2009-03-09.
  11. North Yemeni Troops Seize Oil Field Center; Region Controls Country's Chief Resource | Article from The Washington Post | HighBeam Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-12. ციტირების თარიღი: 2009-03-09.
  12. „Policemen killed in south Yemen in clash with rebels“. News. UK: BBC. 2010-03-01.