იბერიული ომი
იბერიული ომი | |||
---|---|---|---|
რომაულ-სპარსული ომების ნაწილი | |||
რომაულ-სპარსული ფრონტი IV-VII საუკუნეებში | |||
თარიღი | 526-532 | ||
მდებარეობა | სამხრეთი კავკასია, იბერია, მესოპოტამია და კაპადოკია | ||
შედეგი | |||
ტერიტორიული ცვლილებები |
სასანიანებმა შეინარჩუნეს იბერია ბიზანტიელებმა შეინარჩუნეს ეგრისი[3] | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
იბერიული ომი — მიმდინარეობდა 526-დან 532 წლამდე ბიზანტიის იმპერიასა და სასანიანთა იმპერიას შორის აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო იბერიის სათვის, რომელიც ბიზანტიის მხარეს გადავიდა. კონფლიქტი დაიწყო დაძაბულობისას ხარკისა და სანელებლების ვაჭრობის გამო.
სასანიანებმა უპირატესობა შეინარჩუნეს 530 წლამდე, მაგრამ ბიზანტიელებმა დაიბრუნეს თავიანთი პოზიციები დარასა და სატალასთან ბრძოლებში, ხოლო მათმა ღასანიდმა მოკავშირეებმა დაამარცხეს სასანიანების მოკავშირე ლახმიდები. 531 წელს კალინიკუმში სასანიელთა გამარჯვებამ ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელა, სანამ იმპერიებმა ხელი მოაწერეს საუკუნო ზავს.
წარმოშობა
რედაქტირებაანასტასიოსის ომის შემდეგ შვიდწლიანი ზავი დაიდო, მაგრამ ის თითქმის ოც წელს გაგრძელდა. 505 წლის ომის დროსაც კი, იმპერატორმა ანასტასიოს I-მა უკვე დაიწყო დარას გამაგრება, როგორც სპარსეთის ციხე-ქალაქ ნიზიბისის კონტრასტი მოსალოდნელი კონფლიქტისთვის. 524–525 წლებში სპარსეთის შაჰმა კავად I-მა (რ. 488–531) შესთავაზა იმპერატორ იუსტინე I-ს ეშვილებინა თავისი ვაჟი, მომავალში ხოსრო I ანუშირვანი; სპარსეთის მეფის პრიორიტეტი ხოსროს მემკვიდრეობის უზრუნველყოფა იყო, რომლის პოზიციას საფრთხე ემუქრებოდა მეტოქე ძმებისა და მაზდაკთა სექტის მხრიდან. წინადადებას თავდაპირველად ენთუზიაზმით შეხვდნენ რომის იმპერატორი და მისი ძმისშვილი, იუსტინიანე, მაგრამ იუსტინეს კვესტორი, პროკულუსი, ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს. მოლაპარაკებების ჩაშლის მიუხედავად, 530 წელს დაიწყო ომი მთავარ აღმოსავლეთ საზღვარზე. შუალედში, ორივე მხარე ამჯობინებდა ომის წარმოებას მარიონეტული გზით, სამხრეთში არაბი მოკავშირეების და ჩრდილოეთით ჰუნების მეშვეობით.[5]
ორ ძალას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა იბერიის მეფის გურგენის რომაელების მხარეს გადასვლამ. პროკოპ კესარიელის მიხედვით, კავად I ცდილობდა ქრისტიანი იბერები გადაეყვანა ზოროასტრიზმზე, რომლებიც 523 წლებში გურგენის მეთაურობით აჯანყდნენ სპარსეთის წინააღმდეგ,[6] მეზობელი ქრისტიანული სამეფოს ლაზიკის მსგავსად. გურგენმა მიიღო იუსტინე I-ის პირობა, რომ დაიცავდა იბერიას; რომაელებმა მართლაც წაიყვანეს ჰუნები კავკასიის ჩრდილოეთიდან იბერების დასახმარებლად.[7]
ომი
რედაქტირებაძალადობა გამწვავდა სხვადასხვა წერტილში, სადაც ორი იმპერიის ძალაუფლება შეხვდა: 525 წელს რომის ფლოტმა გადაიყვანა აქსუმიტების არმია ჰიმიარიტური იემენის დასაპყრობად, ხოლო 525–526 წლებში სპარსეთის არაბმა მოკავშირეებმა, ლახმიდებმა, დაარბიეს რომაული ტერიტორიები უდაბნოს პირას. რომაელები დაინტერესებულნი იყვნენ იემენში გავლენის მოპოვება იქ ქრისტიანული ინტერესების დასაცავად, ასევე მათ სურდათ კონტროლი დაემყარებინათ სანელებლებისა და აბრეშუმის სავაჭრო გზებზე ინდოეთში, რომლებიც სპარსეთის კონტროლის ქვეშ იყო.[8]
526–527 წლებში ორ იმპერიას შორის აშკარა ბრძოლა დაიწყო ამიერკავკასიის რეგიონსა და ზემო მესოპოტამიაში; სპარსელები განაგრძობდნენ ზეწოლას რომაელებზე, რათა მათგან მიეღოთ სახსრები.[9] 527 წელს იმპერატორ იუსტინე I-ის გარდაცვალების შემდეგ, იუსტინიანე I ავიდა ტახტზე. ომის ადრეული წლები სპარსელებს ემხრობოდა, 527 წლისთვის იბერიის აჯანყება ჩაახშეს, რომაელთა შეტევა ნიZიბისისა და თბეთას წინააღმდეგ იმ წელს წარუმატებელი აღმოჩნდა და თანურისისა და მელაბასას გამაგრება რომაელებმა ვერ შეძლეს.[10]
528 წელს სპარსელები იბერიიდან იბრძოდნენ აღმოსავლეთ ლაზიკის ციხეების დასაპყრობად. სპარსეთის ამ წარმატებებით გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მცდელობისას, იუსტინიანემ აღმოსავლეთის არმიები გადააჯგუფა აღმოსავლეთის მაგისტრ მილიტუმის სარდლობის ორად გაყოფითა და ჩრდილოეთ ნაწილზე სომხეთის ცალკე მაგისტრ მილიტუმის დანიშვნით.[11] რომაელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა სამხრეთ ფრონტზე 528 წელს იყო ბელისარიუსის ლაშქრობები ტანურიში, სადაც ის ცდილობდა დაეცვა რომაელი მუშები, სასაზღვრო ციხესიმაგრის აშენებისას.[12] მისი ძალები ქსერქსესმ თანურისთან ბრძოლის დროს დაამარცხა და დარაში უკან დახევა მოუწია.[13]
529 წელს ლახმიდების მიერ სირიზე თავდასხმებმა ასევე წაახალისა იუსტინიანე, გაეძლიერებინა საკუთარი არაბი მოკავშირეები, დაეხმარა ღასანიდების ლიდერს ალ-ჰარით იბნ ჯაბალას გადაექცია სუსტი კოალიცია შემდგარ სამეფოდ, რომელმაც შეძლო ლახმიდების წინააღმდეგ უპირატესობის მოპოვება შემდეგ ათწლეულებში. 530 წელს რომაელებმა, ბელისარიუსის მეთაურობით, გაიმარჯვეს ბევრად დიდ სპარსელ ჯარზე, პეროზესის მეთაურობით, დარას ბრძოლაში, ხოლო სიტასმა და დოროთეუსმა დაამარცხეს სპარსეთის ჯარი მიჰრ-მიჰროეს მეთაურობით სატალას ბრძოლაში. 531 წელს ბელიზარიუსი დამარცხდა სპარსეთისა და ლახმიდების წინააღმდეგ კალინიკუმის ბრძოლაში, მაგრამ ზაფხულში რომაელებმა აიღეს რამდენიმე ციხე სომხეთში და მოიგერიეს სპარსეთის შეტევები.[14] რომის მარცხს კალინიკუმში მოჰყვა საგამოძიებო კომისია, რომლის გადაწყვეტილებითაც ბელისარიუსის თანამდებობიდან დაითხოვეს.[15] აზარეთეს, სპარსელთა მეთაურს კალინიკუმში, ასევე ჩამოართვეს წოდებები იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო რაიმე მნიშვნელოვანი სიმაგრის ხელში ჩაგდება.
ზავი
რედაქტირებაიუსტინიანეს დესპანი, ჰერმოგენესი, ეწვია კავადს კალინიკუმის ბრძოლის შემდეგ, რათა ხელახლა დაეჭყოთ მოლაპარაკებები, მაგრამ უშედეგოდ.[15] იუსტინიანე დგამდა ნაბიჯებს რომაული პოზიციის გასაძლიერებლად, ამავდროულად ცდილობდა კავადის დიპლომატიაში ჩართვას. იუსტინიანემ სცადა კავშირი დაემყარებინა ეთიოპიის აქსუმიტებთან და იემენის ჰიმიარიტებთან სპარსელების წინააღმდეგ, მაგრამ მისი მოკავშირეობის წინადადება უშედეგო იყო.[16] სპარსელებმა მარტიროპოლი ალყაში მოაქციეს, მაგრამ მიატოვეს იგი, რადგან კავადი გარდაიცვალა და 532 წლის გაზაფხულზე დაიწყო ახალი მოლაპარაკებები რომის ელჩებსა და სპარსეთის ახალ მეფეს, ხოსრო I-ს შორის, რომელსაც სჭირდებოდა ყურადღება მიექცია თავისი პოზიციის დაცვაზე. ორივე მხარე საბოლოოდ მივიდა შეთანხმებამდე და ხელი მოეწერა მარადიულ მშვიდობას, რომელიც რვა წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, 532 წლის სექტემბერში. ორივე მხარე შეთანხმდა ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებზე, რომაელები ერთჯერადად იხდიდნენ 110 სენტენარიას (დაახლოებით 5000კგ ოქროს). რომაელებმა დაიბრუნეს ლაზური ციხესიმაგრეები, იბერია დარჩა სპარსეთის ხელში, მაგრამ იბერებს, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ქვეყანა, მიეცათ უფლება დარჩენილიყვნენ რომის ტერიტორიაზე ან დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ მიწაზე.[17]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Barker, John W. (1966). Justinian and the Later Roman Empire. Madison: University of Wisconsin Press. ISBN 978-0-29-903944-8.
- Greatrex, Geoffrey (2002). The Roman Eastern Frontier and the Persian Wars (Part II, 363–630 AD). New York and London: Routledge. ISBN 978-0-415-14687-6.
- Hughes, Ian. Belisarius: The Last Roman General. South Yorkshire: Pen & Sword Military. ISBN 9781844158331.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Neusner 1970, p. 76–77.
- ↑ Greatrex & Lieu 2002, pp. 96–97.
- ↑ Barker 1966, p. 118.
- ↑ SASANIAN DYNASTY – Encyclopaedia Iranica. ციტირების თარიღი: 25 February 2020
- ↑ Greatrex & Lieu 2002 .
- ↑ Borgeraze, A. (2012). „Revolt of Gourgen“. Georgia. II. Tbilisi. pp. 211–212.
- ↑ Greatrex & Lieu 2002 .
- ↑ Magill, Frank N. (2012) The Middle Ages: Dictionary of World Biography (en). Routledge, გვ. 560b. ISBN 9781136593130.
- ↑ Greatrex & Lieu 2002 .
- ↑ Greatrex & Lieu 2002 .
- ↑ Greatrex & Lieu 2002 .
- ↑ Greatrex & Lieu 2002
- ↑ Conor Whately, Battles and Generals: Combat, Culture, and Didacticism in Procopius, 2006, Netherlands, p.238
- ↑ Greatrex & Lieu 2002 .
- ↑ 15.0 15.1 Greatrex & Lieu 2002 .
- ↑ Smith, Sidney (1954). „Events in Arabia in the 6th Century A. D.“. Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London. 16 (3): 425–468. doi:10.1017/S0041977X00086791. JSTOR 608617.
- ↑ Greatrex & Lieu 2002 .