ველისარიუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ბელისარიუსი)

ფლავიუს ველისარიუსი (ლათ. Belisarius, ბერძნ. Βελισάριος, დაახლ. 500-565 წწ.) — ბიზანტიის იმპერიის მხედართმთავარი. იუსტინიანე I-ის იმპერატორობისას. ბიზანტიის იმპერიიასა და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი.

ველისარიუსი. მოზაიკა რავენის სან ვიტალეს ეკლესიაში

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავდაპირველად ველისარიუსი მსახურობდა იუსტინიანე I-ის ბიძის იმპერატორ იუსტინე I პირად მცველად. თუმცა იუსტინიანე I-ის იმპერატორობის დროს ის დაწინაურდა მხედართმთავრად. სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. პირველი მათ შორის იყო სპარსეთის დამარცხება. მისი სამხედრო ნიჭი და გაქანება სრულიად შეესაბამებოდა იუსტინიანე I-ის ამბიციებს რომის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენის თაობაზე.

საომარი მოქმედებები სპარსეთის წინააღმდეგ

რედაქტირება

ნიკას აჯანყების ჩახშობა

რედაქტირება

მთლიანად ველისარიუსის დამსახურებაა იუსტინიანე I-ის ეგზომ ხანგრძლივი მმართველობა. ასევე, მისი მადლიერი უნდა იყოს თანამედროვე იურისპრუდენცია, რამდენადაც მთელი თანამედროვე კანონშემოქმედების ძირითადი წყაროდ, საბაზისო დოკუმენტად, სამართლიანად ითვლება, იუსტინიანე I-ის სამოქლაქო კანონთა კრებული (Corpus Iuris Civilis). რამეთუ, „ნიკას აჯანყების” წარმატების შემთხვევაში ეს დოკუმენტები დღის სინათლეს ვერასოდეს იხილავდნენ. თუმცა,ისარგებლა რა მოულოდნელობის ეფექტით, ჩაახშო აჯანყება და გასაქცევად გამზადებულ იმპერატორს ტახტი შეუნარჩუნა. მოგვიანებით ველისარიუსმა ცოლად შეირთო ანტონინა, იმპერატრიცა თეოდორას ერთგული სეფექალი.

საომარი კამპანია ვანდალების წინააღმდეგ

რედაქტირება

იუსტინიანე I-ის გადაწყვეტილებით ველისარიუსს დაევალა ვანდალთა სამეფოს განადგურება. ბრძოლები მიმდინარეობდა 533-534 წლებში. პირველი ბრძოლა ვანდალებთან გაიმართა 533 წლის 13 სექტემბერს ად დეციმუმთან, რომელიც ბიზანტიელთა გამარჯვებით დამთავრდა. რის შემდეგაც მათ დაიკავეს ვანდალთა დედაქალაქი კართაგენი. ვანდალთა მეფე გელიმერი მაინც არ ცხრებოდა. მან შეაგროვა ახალი ჯარი, დაიხმარა თავისი ძმაც. თუმცა ტრიკამარუმთან ბრძოლაში 534 წლის 15 დეკემბერს კვლავ დამარცხდა ველისარიუსთან, ხოლო თვითონ კი ტყვედ ჩავარდა. ამ კამპანიის შედეგად ჩრდილოეთი აფრიკის პროვინცია მთლიანად ბიზანტიის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

საომარი კამპანია ოსტგუთების წინააღმდეგ

რედაქტირება

ველისარიუსის მომდევნო წარმატებული კამპანია იყო ბრძოლა ოსტგუთების წინააღმდეგ. მან მხოლოდ 8 000 კაცით ჯერ ნეაპოლი და სიცილია დაიკავა, შემდეგ კი რომისაკენ გაემართა. სუსტმა, რომანიზებულმა ოსტგუთთა ლიდერმა თეოდატუსმა თავს გაქცევით უშველა, მაგრამ რავენასაკენ მიმავალს თავისივე ხალხი წამოეწია და სიკვდილით დასაჯა. სუსტი თეოდატუსი მებრძოლმა ვიტიგესმა შეცვალა, რომელიც უკან დაბრუნდა და რომს ალყა შემოარტყა. მრავალრიცხოვანი მტრით გარემოცულმა ველისარიუსმა ერთ წელს გაძლო. საბოლოოდ ოსტგუთებმა რავენასაკენ გასწიეს, ველისარიუსი კი მათ დაედევნა. ოსტგუთებმა დანებება და დასავლეთის იმპერატორად მისი აღიარება ამჯობინეს, თუმცა მან უარი განაცხადა. იუსტინიანე შეშფოთდა, რადგან თვლიდა, რომ გაძლიერებული ველისარიუსი შეიძლება ტახტში შესცილებოდა, ამიტომ უკან გაიწვია. ამ კამპანიის შედეგად მთელი იტალია ბიზანტიის მმართველობაში გადავიდა.

შემდეგი კამპანიები

რედაქტირება

542 წელს ველისარიუსმა სპარსელები უკუაქცია, მაგრამ იუსტინიანემ ორგულობაში დასდო ბრალი და მხედართმთავრობა ჩამოართვა. ის ანტონინამ და თეოდორამ იხსნეს. 544 წელს ველისარიუსი სპარსელებთან საბრძოლველად დაბრუნდა, მაგრამ უკან, იტალიაში გააგზავნეს, რადგან მისი დატოვებული მმართველები იტალიას ვეღარ ინარჩუნებდნენ. მან უმეომრებოდ და უფულოდ რომის კიდევ ერთხელ აღება დააპირა, სანამ კიდევ ერთხელ გამოიძახებდნენ უკან თეოდორას სიკვდილის შემდეგ. ველისარიუსს ნება დართეს გადამდგარიყო, მაგრამ 559 წელს ისევ გამოიძახეს კონსტანტინოპოლის დასაცავად და ბულგარელთა გასადევნად. იუსტინიანეს ეჭვის გასაფანტად არც ამან იკმარა და 562 წელს შეთქმულების ბრალდებით დააპატიმრეს. ის ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სამხედრო სამსახურს აღარ დაბრუნებია. ველისარიუსი 565 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 350.
  • სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი არსენალი, N 25 (146), 2011 წ., გვ. 48-49

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება