იუსტინე I (ბიზანტია)
იუსტინე I (ლათ: Flavius Justinus; ბერძნ: Ἰουστίνος; დ. დაახლ. 450 — გ. 1 აგვისტო, 527) — ბიზანტიის იმპერატორი 518–527 წლებში, იუსტინიანიდების დინასტიის დამაარსებელი. წარმოშობით ილირიელი გლეხი იყო და ღორებს მწყემსავდა. შემდეგ თავის ძმებთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გამორჩეული იყო ათლეტური აღნაგობით, რის გამოც ადვილად ჩაეწერა იმპერატორის სასახლის დაცვაში. შემდეგ თანდათანობით გაერკვა ჯარისა და სასახლის ინტრიგებში და მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაპატრონება. აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ანასტასიოს I ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დაუსახელებია. ახალი იმპერატორის არჩევას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და სრულიად მოულოდნელად არჩეული იქნა იმპერატორის სასახლის დაცვის უფროსი იუსტინე. იუსტინე მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, სდევნიდა ერეტიკოსებს, მრავალი სირიელი ეპისკოპოსი — მონოფიზიტი დაითხოვა. ერთ-ერთ ანტიოქიელ მღვდელმთავარს ენის მოჭრასაც უპირებდა ქალკედონის კრების ძაგების გამო. ამასთან ერთად იუსტინე სრულიად გაუნათლებელი იყო, მან წერა-კითხვაც არ იცოდა. თუმცა შესანიშნავი განათლება მიაღებინა თავის ძმისშვილსა და მემკვიდრეს იუსტინიანეს, შემდგომში ბიზანტიის ყველაზე წარმატებულ იმპერატორს იუსტინიანე I-ს.
იუსტინე I | |
---|---|
Flavius Justinus | |
იუსტინე I | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 518 |
მმართ. დასასრული: | 527 |
წინამორბედი: | ანასტასიოს I |
მემკვიდრე: | იუსტინიანე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ.450 |
დაბ. ადგილი: | ბედერიანა |
გარდ. თარიღი: | 527 |
მეუღლე: | ეფემია |
დინასტია: | იუსტინიანიდების |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვალერი ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია, თბილისი, 2006
წინამორბედი: ანასტასიოს I |
ბიზანტიის იმპერატორი 518 - 527 |
შემდეგი: იუსტინიანე I |