იან დამელი
იან კშიშტოფ დამელი ( პოლ. Jan Krzysztof Damel; დ. 1780, მიტავა (ელგავა) — გ. 30 აგვისტო, 1840, მინსკი ) — მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ბელარუსი-პოლონელ-ლიეტუველი მხატვარი. კლასიციზმის წარმომადგენელი.[5]
იან დამელი | |
---|---|
დაიბადა | 1780[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | ელგავა |
გარდაიცვალა | 18 (30) აგვისტო, 1840[2] |
გარდაცვალების ადგილი | მინსკი |
ჟანრი | პორტრეტი, ისტორიული ფერწერა და რელიგიური ხელოვნება |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კურლანდიის საჰერცოგოში სამხედრო ოჯახში. ბავშვობა და სკოლის წლები მიტავაში გაატარა. 1797 წელს გადავიდა ჟემაიტიაში და ცხოვრობდა ჟაგარში.
1799 წლიდან სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდასწავლობდა ვილნის უნივერსიტეტში ფრენსის სმუგლევიჩის და იან რუსტემის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიღო სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.
1809 წელს გახდა ფერწერის ოსტატი, შემდეგ ფერწერის კათედრის ადიუნქტი. 1820 წლამდე მსახურობდა თავის ალმა მატერში . სწავლისა და უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად დაკავებული იყო შემოქმედებითი საქმიანობით.
1815 წლის თებერვალში დამელი აღმოჩნდა ეჭვმიტანილი ცეიზიკის წინააღმდეგ აღძრული საქმეში, რომელიც ბრალდებული იყო ფულის გაყალბებაში. იგი გადაიყვანეს მინსკში, სადაც 1816 წლის ივნისამდე იყო დაკავებული.
მის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა დაიწყო პროფესორების დევნა, რომლებიც 1812 წელს ნაპოლეონის მხარეს გამოდიოდნენ. თავდაპირველად, დამელი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის იმედებს საფრანგეთის იმპერატორს უკავშირებდა. იგი ხალისით მონაწილეობდა ნაპოლეონის საპატივსაცემოდ გამართული ზეიმის გაფორმებაში, რომელიც გაიმართა ვილნაში 1812 წლის 15 აგვისტოს.[6]
1820 წელს 40 წლის მხატვარი გადაასახლეს ციმბირში. 1822 წლამდე დამელი ცხოვრობდა ტობოლსკში. იმ პერიოდსი ეწვია ირკუტსკს, ტომსკს, იენიზეისკს . მან მოხატა კათოლიკური ეკლესიები ციმბირში და დახატა ულამაზესი ციმბირის პეიზაჟები („მზის ჩასვლა ტობოლსკში“).
მალე მხატვრის შემოქმედებითობა და მხიარული ხასიათი შენიშნა ციმბირის მმართველმა, გენერალურმა გუბერნატორმა გრაფმა მიხაილ სპერანსკიმ, რომელმაც ხელი შეუწყო დამელის სამშობლოში დაბრუნებას. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დამელი 1840 წლამდე, გარდაცვალებამდე მინსკში ცხოვრობდა. იგი დაკრძალეს მინსკში, კალვარის სასაფლაოზე, კალვარის ეკლესიის საძვალეში. ძეგლის ნაცვლად, მის საფლავზე ჩამოკიდეს ნახატი „მაცხოვრის ლოცვა“ („ლოცვა თასისთვის“), რომელიც მხატვარმა თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნია. 1980-იანი წლების შუა პერიოდში ნახატი ბელორუსის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში მოხვდა. 2017 წელს ბელორუსმა რესტავრატორებმა ალექსანდრე ლაგუნოვიჩ-ჩერეპკომ და ეკატერინა გრაჩევამ ნახატი აღადგინეს. რესტავრაციის დროს გამოიკვეთა სამი მოციქულის გამოსახულება, რომელთა დანახვა მხოლოდ სწორი განათებით შეიძლება.
შემოქმედება
რედაქტირებაიან დამელის ნამუშევრები ძირითადად შესრულებულია ისტორიულ თემებზე. მათ შორის აღსანიშნავია: „ჯვაროსნების მაგისტრის ულრიხ ფონ იუნგინგენის სიკვდილი გრუნვალდის ბრძოლაში“, „ოლგას ნათლობა“, „პრინცი პონიატოვსკის სიკვდილი“, „ პავლე I ათავისუფლებს კოსციუშკოს ტყვეობიდან“, „ ნაპოლეონის დამარცხებული ჯარები ვილნაში“, „ფრანგების გადასვლა ბერეზინაზე“ (ეს უკანასკნელი არ არის დასრულებული) და სხვა.
ცნობილია მისი ნაშრომები რელიგიურ თემაზე („საფლავები“, „ქრისტე და სამარიტელი ქალი“). ხატი „წმინდა იოსები ყრმა იესოსთან ერთად“ (1811) მდებარეობს ვიშნევოს წმინდა ფადეის (თადეოზის) სახელობის ეკლესიაში.
მხატვარს ეკუთვნის პრინც დ. რაძივილის, გრაფების იოაჰიმ ხრეპტოვიჩის, კ. ტიშკევიჩის, ო. ჰორვატის და მისი მეუღლის, მღვდელი გოლიანსკის, გუბერნატორის გიცევიჩის, მ.რავიჩის (შვილთან ერთად) პორტრეტები, მინსკისა და მისი შემოგარენის პეიზაჟები („წყლის წისქვილი“, „ხეები წყლის ქვეშ“), ნახატები და ესკიზები ციმბირის ხალხების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გარდა ამისა, დამელმა, ისევე როგორც იმდროინდელმა ბევრმა მხატვარმა, პატივი მიაგო ლანდშაფტის ნახატს.
მხატვრის შემოქმედება ჩამოყალიბდა კლასიციზმის გავლენით, მაგრამ მის რიგ ნამუშევრებში იგრძნობა რეალობის რომანტიული ასახვის სურვილი.[7]
ხსოვნა
რედაქტირებაიან დამელის ნახატებს საპატიო ადგილი უჭირავს ლიეტუვის და პოლონეთის მუზეუმებში, მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილია ბელარუსში. 2005 წლის 27 ივნისს, ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტრომ მხატვრის საპატივსაცემოდ გამოუშვა მხატვრული კონვერტი ორიგინალური შტამპით „225 წელი იან დამელის დაბადებიდან.“ [8]
ლიტერატურა
რედაქტირება- Rastawiecki E. Slownik malarzòw polskich tudziez obcych w Polsce osiadlych lub czasowo w niej przebywajacych. — T.1. — Warszawa, 1850. — S. 128.
- Szemesz А. Wspomnienia o Damelu // Athenaeum. — T. 2. — Wilno, 1842. — S. 170.
- Крэпак Б. А. Вяртанне імёнаў: нарысы пра мастакоў: у 2 кн. — Мн., Мастацкая літаратура, 2013―2014.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Union List of Artist Names
- ↑ 2.0 2.1 Damel, Johann // Benezit Dictionary of Artists — OUP, 2018. — ISBN 978-0-19-977378-7 — doi:10.1093/BENZ/9780199773787.ARTICLE.B00046194
- ↑ CERL Thesaurus — Consortium of European Research Libraries.
- ↑ MAK
- ↑ "Anniversaries of Great Personalities and Important Events (1979-1980)" (PDF). UNESCO. Retrieved 2010-07-22.
- ↑ Romualdas Budrys. "ART EXHIBITION "VILNIUS CLASSICISM"". Association of Lithuanian Museums and Lithuanian Art Museum. Archived from the original on 2012-12-03. Retrieved 2016-12-24 – via archived copy.
- ↑ VILNIAUS KLASICIZMO DAILININKAI. (VILNIUS CLASSICISM) Lietuvos dailės muziejus, 2000 (Association of Lithuanian Museums). Retrieved 2016-12-24 via archived copy.
- ↑ Сайт БелПочты დაარქივებული 2014-04-09 საიტზე Wayback Machine. .