თრიმლი (გვარი)
თრიმლი (ლათ. Cotinus) — მცენარის გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. შეიცავს 2 ან 7–8 სახეობას.[1] ბუჩქი ან პატარა ფოთოლმცვივანი ხეა. ჩვეულებრივი თრიმლი გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში.
თრიმლი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cotinus coggygria | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cotinus (Mill., 1754) | ||||||||||||||
|
იზრდება მშრალ ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ზოგჯერ ქვეტყვედ — მუხნარსა, ჯაგრცხილნარსა, ღვიიანსა და ფიჭვნარში. სინათლის მოყვარული და გვალვაგამძლეა, ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნი. მრავლდება ამონაყრითა და თესლით. ფოთლებს ხმარობენ ტყავის მოსათრიმლად. მერქანი მოყვითალო მწვანეა, იყენებენ სახარატო საქმეში, აგრეთვე მატყლისა და ტყავის შესაღებად.
დეკორატიულია, განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ფოთლები მთლიანად უწითლდება. იყენებენ ფერდობების გასამწვანებლად და გასამაგრებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 700.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cotinus დაარქივებული 2017-09-04 საიტზე Wayback Machine. // The Plant List (2013). Version 1.1.(ინგლისური)