თრიმლი

(გადამისამართდა გვერდიდან Cotinus coggygria)

თრიმლი[1] (ლათ. Cotinus coggygria) — მცირე ზომის ხე ან ბუჩქი თუთუბოსებრთა ოჯახისა. უხვადაა დატოტვილი, ფოთლები მარტივი და მორიგეობით განლაგებულია, მომრგვალო ან კვერცხისებური ფორმის, 5–10 სმ სიგრძისა და 3-5 სმ სიგანის, კიდემთლიანი. ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე ან მოლეგო-მოწითალო. ქვედა მხარე უფრო მკრთალია, მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები პატარა ზომისაა, მწვანე ან სოსანი, კენწრულ, ფარჩხატ საგველად შეკრებილი. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფმსხმოიარობს ივლის-სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, შუა აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში განსაკუთრებით გვხვდება აღმოსავლეთ ნაწილში. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და ტყისპირებში.[2]

თრიმლი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  საპინდუსისნაირნი
ოჯახი:  თუთუბოსებრნი
გვარი:  თრიმლი
სახეობა:  თრიმლი
ლათინური სახელი
Cotinus coggygria Scop., 1771
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 202959

ფშავსა და ხევსურეთში ეწოდება თრემლი, ქიზიყში — ნარინჯი ხე, საინგილოში — სარაღან, ქვემორაჭულად — კაპარი.[1]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., თრიმლი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 34.