თოთის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
თოთის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ გვერდით განშტოებაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრის აუზში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. თოთის უღელტეხილი დაფარულია თოვლ-ყინულით. უღელტეხილი მყინვარ ტვიბერის აუზს აკავშირებს ლეხზირის ხეობასთან.
თოთის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°08′32″ ჩ. გ. 42°50′56″ ა. გ. / 43.142361° ჩ. გ. 42.849028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3500 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარინე უთმელიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 81.