თეთრყვავილა
თეთრყვავილა (ლათ. Galanthus) — მცენარის გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. პატარა ზომის მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეებია. აქვთ ორი, ხაზური ან მოგრძო ხაზური ფოთლები და რამდენადმე გრძელი საყვავილე ღერძი, რომელზედაც მეტწილად ერთი თავჩაქინდრული თეთრი ყვავილია.
17-18 სახეობა გავრცელებულია მცირე აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. 11 სახეობა კავკასიაშია გავრცელებული, საქართველოში - 9, რომელიც მთის ტყეებსა და მაღალმთის მდელოებზე იზრდება, მ. შ. საქართველოს ენდემია, ხოლო 1 - კავკასიისა. ადრე გაზაფხულზე ლამაზად მოყვავილე მცენარეებია. ცნობილია მისი ბაღის რამდენიმე ფორმა, მ. შ. ვარაც (ბუთხუზაც). თეთრყვავილას ზოგიერთი სახეობის ფოთლები და ბოლქვები შეიცავს ალკალოიდებს — ლევოინსა და ლევკოციტინს.
ლიტერატურარედაქტირება
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 641.