ლაგოდეხის თეთრყვავილა
ლაგოდეხის თეთრყვავილა (ლათ. Galanthus lagodechianus) — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს პრიალა და მწვანე ფოთლები, ფოთლებზე გრძელი საყვავილე ღერო. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები ღრმად ჩაზნექილია, კოვზის ფორმის. შიგნითა სეგმენტები – თირკმლისებური, წვერში ამოკვეთილი, მწვანე, იშვიათად ყვითელი ლაქა აქვთ. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდია თებერვალ-აპრილი. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილსა და ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება კახეთსა და შიდა ქართლში. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.[1]
ლაგოდეხის თეთრყვავილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Galanthus lagodechianus Kem.-Nath., 1947 | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 28.