ლუბა კემულარია-ნათაძე

(გადამისამართდა გვერდიდან Kem.-Nath.)

ლუბა მანუჩარის ასული კემულარია-ნათაძე (დ. 28 მარტი, 1891, სოფ. ზუბი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 15 თებერვალი, 1985, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).

ლუბა კემულარია-ნათაძე
დაბ. თარიღი 28 მარტი, 1891
დაბ. ადგილი სოფ. ზუბი, ზუგდიდის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 15 თებერვალი, 1985 (93 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის ბოტანიკური ბაღი, თბილისი ბოტანიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის

სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღში (1911). 1933 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაბდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში. ავტორია ნაშრომებისა კავკასიის და საქართველოს სისტემატიკისა და ნომენკლატურის, ფარულთესლოვან მცენარეთა ფილოგენეტიკისა და სხვ. საკითხების შესახებ, რომელშიც მოცემულია რანალების რიგის კავკასიური ტაქსონების ორიგინალური კლასიფიკაციური სისტემა. „საქართველოს ფლორის“ I და II გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ავტორი. ლუბა კემულარია-ნათაძის მიერ აღწერილია ფარულთესლოვან მცენარეთა უცნობი ერთი ახალი ოჯახი, 3 ტრიბი, 2 გვარი და 80-ზე მეტი სახეობა, მრავალი შიდასახეობრივი ტაქსონი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში: კითხულობდა ზოგადი ბოტანიკის, მცენარეთა სისტემატიკისა და ფიტოგეოგრაფიის კურსებს.[1]

ლუბა კემულარია-ნათაძის ღვაწლი ღირსეულად არის დაფასებული: მისი სახელი ეწოდა ფარულთესლოვან მცენარეთა ერთ გვარს, ერთ სექციასა და 20 სახეობას.[1] დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ნახუცრიშვილი გ., კემულარია-ნათაძე ლუბა მანუჩარის ასული // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 619.
  2. კემულარია-ნათაძე ლუბა მანუჩარის ასული // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 466.