ბოლქვიანი მცენარეები
ბოლქვიანი მცენარეები — შროშანისებრთა ქვეოჯახი (Allioideae, Lilioideae) და ამარილისისებრთა ოჯახის მცენარეები, რომელთაც უვითარდებათ ბოლქვი. ბოლქვიანი მცენარეები ხარობს უმთავრესად მშრალსა და ცხელ ქვეყნებში, სადაც წლის ტენიან პერიოდში ზოგიერთ მცენარეთა თანასაზოგადოების ასპექტს ქმნის.
ბოლქვიანი მცენარეებს შორის ბევრია ეფემეროიდი. უმრავლესობა დეკორატიულია (შროშანი, ტიტა, ნარგიზი, სუმბული და სხვა), ზოგი — სამკურნალო (ზღვის ხახვი), ზოგიც — ბოსტნეული კულტურები (ხახვი, ნიორი, ჭლაკვი, პრასა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 457.