პრასი
(გადამისამართდა გვერდიდან პრასა)
პრასი (ლათ. Allium porrum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. მის სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები.
პრასი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Allium porrum | |||||||||||
|
გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში. მოჰყავთ როგორც ორწლოვანი კულტურა. პირველ წელს ივითარებს გამსხვილებულ ცრუ ღეროსა და ფოთოლს, მეორე წელს — საყვავილე ისარსა და თესლს. ფოთოლი გრძელია, ვიწრო, ლანცეტისებრი. ბოლქვი პატარაა, შედგება თეთრი თხელხორციანი ქერქლებისაგან. ცრუ ღერო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილას, C ვიტამინს, ფოთოლი — C, B1, B2, PP ვიტამინებს და კაროტინს.
პრასი ყინვაგამძლეა, მრავლდება თესლით და ჩითილით. იყენებენ კულინარიაში ნედლად, მოხარშულს, დამჟავებულს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე საშუალო 250 ც. საქართველოში გავრცელებული ჯიშებია კარანტანული, ბულგარული, ქუთაისური.
ლიტერატურარედაქტირება
- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 179.