ალპური თეთრყვავილა (ლათ.Galanthus alpinus) — ბოლქვიანიმცენარეამარილისისებრთაოჯახისა. ფოთლები მთელ სიგრძეზე თანაბარია, 8–10 მმ სიგანის, ქვემოდან – ქედიანი. საყვავილე ღერო სიგრძეში ფოთლებს ბევრად აღემატება. ყვავილები დიდი ზომისაა. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები ნიჩბისებურ-კოვზისებურია, შიგნითა – სოლისებური, წვერში ამოკვეთილი, გულის ფორმის მწვანე ლაქით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს თებერვალ-მაისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. მიიჩნევა კავკასიის ეკორეგიონის ენდემად. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება, თუმცა სპორადულად. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპური სარტყლების ბუჩქნარებსა და მდელოებზე.[1] ბოლქვისა და ფოთლების გამონაწური აწესრიგებს წნევასა და სუნთქვას, გამოიყენება ნევრიტების, პოლინევრიტების და სხვათა სამკურნალოდ.[2]