თეთრი წყაროს მიწერილი სანადირო მეურნეობა

თეთრი წყაროს მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ თეთრიწყაროს რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი მეურნეობის სახით ფლობდა 160 000 ჰექტარ სანადირო სავარგულს. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — გარდაბნისა და მარნეულის რაიონები, დასავლეთით — წალკისა და დმანისის რაიონები, ჩრდილოეთით — კასპისა და მცხეთის რაიონები, სამხრეთით — ბოლნისის რაიონი. რაიონი უმთავრესად მთაგორიანი იყო, რომლის უდიდესი სიმაღლე არ აღემატებოდა ზღვის დონიდან 1500 მეტრს (მთა ბუდენი). რაიონს სამხრეთ საზღვარზე მდინარე ხრამი ჩამოუდიოდა, მდინარე ალგეთი კი მას თითქმის შუაზე ყოფდა. რაიონში საკმარისად დიდი იყო ტყის რაოდენობა და მაღლობებში უმთავრესად წიფლნარები იყო, ქვედა სარტყელში ხარობდა მუხა და რცხილა.

ცხოველებიდან მიწერილ სანადირო მეურნეობაში გავრცელებული იყო შველი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი, კაკაბი, მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა, ფოცხვერი; გადამფრენებიდან მწყერი, ტყის ქათამი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება