თეატრალური სარდაფი რუსთაველზე
თეატრალური სარდაფი — კერძო თეატრი თბილისში, რუსთაველის 42 ნომერში,[1] რომელიც გაიხსნა 1997 წლის 31 მარტს ყოფილი საქინფორმის შენობის სარდაფში სპექტაკლით „სიკვდილის როკვა“ (რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი. მთ. როლებში: რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, ნანა ფაჩუაშვილი და კახი კავსაძე).
თეატრის ისტორია
რედაქტირებათეატრი დაარსეს ავთანდილ ვარსიმაშვილმა, ლევან წულაძემ, გოგი მარგველაშვილმა, ოთარ ეგაძემ, გოგი ხარაბაძე (შვილი) შოთა გლურჯიძემ, გოგი ხარაბაძემ და ეკატერინე მაზმიშვილმა.
თეატრი წარმოადგენდა დამოუკიდებელ შემოქმედებით ახალ ორგანიზაციულ მოდელს, რომელსაც არ ჰყავდა სამხატვრო ხელმძღვანელი, საბჭო და მსახიობთა მუდმივი დასი, ასევე არ გააჩდა მუდმივი რეპერტუარი და რაც ყველაზე მთავარია — სახელმწიფო დაფინანსება და მთლიანად სალაროს შემოსავლით ფუნქციონირებდა.
1998 წელს თეტრმა საკუთარი სახსრებით ააშენა თეატრის ფოიე და პატარა კაფე სახელად „მცირე დარბაზი“, სადაც სპექტაკლის ანტრაქტებში გამოდიოდნენ ქუჩის მუსიკოსები.
1999 წლიდან თეატრში დაფუძნდა თეატრის „ორშაბათები“, სადაც მიმდინარეობდა ახალგაზრდა რეჟისორებისა და დრამატურგების შეხვედრა, გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები, საკუთარ ლექსებს კითხულობნდნე პოეტები.
1997 წლიდან თეატრში დაიდგა ლევან წულაძის (ბერტოლდ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა”, არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება”, ბესიკ ბარათაშვილის „აკუსტიკა”, თომას მანის „მარიო და ჯადოქარი”), ოთარ ეგაძის (კლოდ მანიეს „ბლეზი”, ეჟენ იონესკოს „ორთა ბოდვა”, ირაკლი სოლომონაშვილის „ქვირითობა“) ავთანდილ ვარსიმაშვილისა და (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ და ბერტოლდ ბრეხტის „მესამე იმპერიის შიში და სასოწარკვეთა”) გიორგი ქაჩიბაიას (ირაკლი სამსონაძის „პაწაწინა ციცქნა გოლიათი“) სპექტაკლები.
1999 წელს თეატრალურ სარდაფში წარმოდგენები გამართა სოხუმის დრამატულმა თეატრმა. ასევე სტუმრად იყო ბერეგოვის ეროვნული თეატრი (უკრაინა), ბულგარული დასი „კრედო”, ბერლინის პლასტ. დრამის თეატრი, ქუთაისის თეატრ-სტუდია, ბათუმის „თითების თეატრი“.
2000 წელს თეატრი მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებზე ლონდონში, ბულგარეთში, იუგოსლავიასა და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეატრალური სარდაფი დაარქივებული 2021-04-18 საიტზე Wayback Machine. — ენციკლოპედია „საქართველო“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თეატრალური სარდაფი რუსთაველზე. biz.aris.ge. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2021.