თარგი:დღის მოვლენები:05-12

კონრად ცუზე
კონრად ცუზე
  • 1361 : პოლონეთის უძველესი, იაგელონის უნივერსიტეტი დაარსდა კრაკოვში.
  • 1551 : ამერიკის კონტინენტებზე უძველესი — სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა ლიმაში (პერუ).
  • 1881 : ტუნისი საფრანგეთის პროტექტორატი ხდება.
  • 1926 : პოლონეთში იუზეფ პილსუდსკის რეჟიმი დამყარდა.
  • 1941 : გერმანელმა ინჟინერმა კონრად ცუზემ (სურათზე) ბერლინში წარმოადგინა Z3, მსოფლიოს პირველი მოქმედი, პროგრამირებადი, სრულიად ავტომატური კომპიუტერი.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომისაბჭოთა ჯარებმა ყირიმის ოპერაციაში გაიმარჯვეს.
  • 1949 : ცივი ომი — საბჭოთა კავშირი ხსნის ბერლინის ბლოკადას.
  • 1965 : საბჭოთა ხომალდი „ლუნა-5“ მთვარის ზედაპირზე დაიმსხვრა.
  • 1967 : ინგლისში პინკ ფლოიდი პირველ ქვადროფონულ როკ კონცერტს ატარებს.
  • 1997 : ხელი მოეწერა ხასავიურტის სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის.
  • 1999 : ქართველი ალპინისტები ევერესტზე ავიდნენ.
  • 2000 : თანამედროვე ხელოვნების გალერეა ტეიტ მოდერნი იხსნება ლონდონში.
  • 2002 : აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კუბაში ჩადის, რაც პირველი შემთხვევა იყო კასტროს 1959 წლის რევოლუციის შემდეგ.