თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ბარსელონა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (კატ. Museu d'Art Contemporani de Barcelona, IPA: muˈzɛw ˈðaɾt kuntəmpuˈɾani ðə βəɾsəˈlonə, MACBA) — თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბარსელონაში, კატალონია, ესპანეთი. მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ოფიციალურად 1995 წლის 28 ნოემბერს გაიხსნა. მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი ელვირა დიანგარი ოსეა.[3]

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
კატ. Museu d'Art Contemporani de Barcelona[1]
41°23′00″ ჩ. გ. 2°10′01″ ა. გ. / 41.38333° ჩ. გ. 2.16694° ა. გ. / 41.38333; 2.16694
დაარსდა 28 ნოემბერი, 1995
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
მდებარეობა El Raval
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ვიზიტორები 331 694 (2018)[2]
დირექტორი ელვირა დიანგარი ოსე[3]
ოფიციალური საიტი macba.cat/en
Map

1959 წელს ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე სილისი პელისერმა ჩამოაყალიბა თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც მოაწყობდა 23 გამოფენას ბარსელონაში ახალი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ჩამოყალიბების მიზნით. ეს ინიციატივა 1986 წელს ბარსელონის საქალაქო საბჭოში განიხილეს და ხელოვანთა ჯგუფს მუზეუმის დიზაინერად ამერიკელი რიჩარდ მეიერი (1987–1995) შესთავაზეს. ხელოვნებათმცოდნეებმა: ფრანსეს მირალესმა და როზა კარალტმა მუზეუმის მისიის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს მუშაობა. 1987 წელს შეიქმნა ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფონდი. 1988 წელს ფონდმა კალატონიის გენერალიტეტსა და ბარსელონის საქალაქო საბჭოსთან ერთად მუზეუმის ამუშავების მიზნით ჩამოაყალიბა მუზეუმის კონსორციუმი. კონსორციუმმა იმავე წელს რიჩარდ მეიერს მუზეუმის მშენოებლობის დაწყების ნება დართო.[4] ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, რადგან მუზეუმის კოლექცია ჯერ კიდევ არ არსებობდა. საზოგადოებისთვის მუზეუმი 1995 წელს გაიხსნა.[5] მუზეუმის აშენება თავდაპირველად 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მისი დროულად აშენება ვერ მოხერხდა.[6]

არქიტექტურა

რედაქტირება

რიჩარდ მეიერს უნდა შეექმნა ისეთი ნაგებობა, რომელიც მისთვის უცნობ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს შეესაბამებოდა. არქიტექტორმა შენობის აშენება Plaça dels Ángels-ზე, ბარსელონის ძველი ქალაქის რაიონში გადაწყვიტა. მისი აზრით თანამედროვე სტილის შენობა ბარსელონის ძველი ქუჩებისა და შენობების გვერდით საინტერესო გარემოს შექმნიდა.[7]

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობა, საერთო ჯამში, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა მედიამ ნაგებობას, ძველი არქიტექტურის ნიმუშებისა და ვიწრო ქუჩებს შორის მდებარე „მარგალიტი“ უწოდა.[8] შენობა, არქიტექტურული თვალსაზრისით, მოდერნიზმის ნიმუშია. მუზეუმში განთავსებულია სამი ძირითადი გალერეა, რომელთა დაყოფაც ხუთი მცირე ზომის გალერეადაა შესაძლებელი. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი გალერეა კოშკშია განთავსებული.[9]

კოლექცია

რედაქტირება

მუზეუმის მუდმივი კოლექცია დაახლოებით 5000 ექსპონატს მოიცავს,[10] (მუზეუმის გახსნისას, 1995 წელს, ნიმუშების რიცხვი 1100-ს შეადგენდა).[11] რომლებიც XX საუკუნიდან მოყოლებული ყველა პერიოდის შესახებაა. მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების სამი პერიოდია წარმოდგენილი: საუკუნის 40-იანი წლებიდან 60-იან წლებამდე პერიოდი; 60-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე პერიოდი და თანამედროვე ხელოვნების პერიოდია.

 
მუზეუმის გარე ფასადი

2007 წელს შეიქმნა ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კვლევებისა და დოკუმენტაციის ცენტრი, რომელსაც დაევალა კოლექციაში ტრადიციული განყოფილების დამატება.

2011 წელს, ფილიპ მეიემ ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს დროებით გადასცა რადიკალური კონცეპტუალისტების მიერ შექმნილი 800 ნამუშევარი, რომლებიც ეკუთნოდა Art & Language-ს.[12][13] 2017 წლის ოქტომბერში კატალონიის კრიზისის დროს მეიემ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო კოლექცია შატო დე მონსოროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საფრანგეთში გადაიტანა.[14][15]

ღონისძიებები

რედაქტირება

2007 წლის დეკემბერში მუზეუმმა გახსნა საგანმანათლებლო ცენტრი. ასევე შესაძლებელი გახდა მუზეუმის ბიბლიოთეკის სამკითხველო ოთახსა და სპეციალური კოლექციის დარბაზებში წიგნების, გამოცემების კოლექციებისა და არქივების უფასო დათვალიერება და მათი გამოყენება.

მუზეუმი ძირითადად გამოსცემს საგამოფენო კატალოგებს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ასევე გამოქვეყნებულა კრიტიკული ესსეები და მონოგრაფიული წიგნებიც. არსებობს სამი ციფრული გამოცემა: „Quaderns portàtils“, „Quaderns d'Àudio“ და „Sèrie Capella MACBA“.

ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საზოგადოებას სთავაზობს: ლექციებს, სემინარებს, ტურებსა და ვიდეო ჩვენებებს.

მდებარეობა

რედაქტირება

მუზეუმის მისამართია Plaça dels Angels, ბარსელონა. მუზეუმისათვის უახლოესი მეტრო სადგურებია: კატალუნია და უნივერსიტატი.

მუზეუმის მოპირდაპირედ მდებარეობს შუა საუკუნეების დედათა მონასტერი dels Àngels, რომელიც ცალკე საექსპოზიციო ზონად გადაკეთდა (Capella del MACBA). ამ ზონაში რეგულარულად ეწყობა ვიდეო ხელოვნების წარმოდგენები და აქ შესვლა უფასოა.

სხვა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბარსელონის თანამედროვე კულტურის ცენტრი (კატ. Centre de Cultura Contemporània de Barcelona) ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ მდებარეობს და იქ შესვლა შესაძლებელია მუზეუმის ეზოდანაც.

მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია სკეიტბორდის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წერტილს წარმოადგენს მთელს მსოფლიოში.[16][17][18] ამ ადგილის 3D მოდელი სმარტფონებისთვის განკუთვნილ თამაშში, „Skater“-შია შეტანილი.[19] ეს ადგილი ასევე იყო წარმოდგენილი გაზეთ Transworld Skateboarding-ში, სკეიტბორდინგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოცემაში, 2016 წელს.[20]

მენეჯმენტი

რედაქტირება

ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს მართავს 1988 წელს შექმნილი სპეციალური კონსორციუმი. კონსორციუმის წევრებს შორის არიან: კატალონიის აღმსრულებელი საბჭოს წევრები, ბარსელონის ქალაქის საბჭოს წევრები და ესპანეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.[21] 2015 წლის მარტში ბართომეუ მარი ი რიბასმა დირექტორის თანამდებობდა დატოვა ავსტრიელი ხელოვანის, ინეს დოუიაკის საკამათო ინსტალაციაზე ცენზურის დაწესების გამო. 2015 წლის ივლისში მუზეუმის ახალ დირექტორად ფერან ბარენბლიტი დაინიშნა.[22] ელვირა დიანგანი ოსე, ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი დირექტორია. ის ამ თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Meier, Richard. Richard Meier, Barcelona Museum of Contemporary Art. New York: Monacelli, 1997.
  • Massot, Josep. "MACBA: Barcelona abre su museo mas contemporaneo." La Vanguardia Magazine, November 12, 1995, 34-51.
  • Moldoveanu, Mihail. (1997), “Filtered light: the Contemporary Art Museum of Barcelona.” Museum International, 49: 10–14.
  • Riding, Alan. “A Modern ‘Pearl’ Inside Old Barcelona.” The New York Times, May 10, 1995.
  • Riding, Alan. “Barcelona Gets a New Museum.” The New York Times, January 7, 1996.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Directorio de Museos y Colecciones de España
  2. El Macba tanca el 2018 amb un 27,3% més de públic que l'any anterior. Ara (2 January 2019). ციტირების თარიღი: 13 August 2019
  3. 3.0 3.1 3.2 Maximilíano Durón. (July 16, 2021) Barcelona’s MACBA Names Elvira Dyangani Ose as Next Director.
  4. MACBA website,
  5. Belen Palanco (July 24, 2015), Beleaguered Barcelona museum gets a new director The Art Newspaper.
  6. Alan Riding (May 10, 1995), A Modern 'Pearl' Inside Old Barcelona ნიუ-იორკ ტაიმზი.
  7. Moldoveanu, Mihail. (1997), “Filtered light: the Contemporary Art Museum of Barcelona.” Museum International, 49: 10–14.
  8. Riding, Alan. “A Modern ‘Pearl’ Inside Old Barcelona.” New York Times, May 10, 1995.
  9. Alan Riding (May 10, 1995), A Modern 'Pearl' Inside Old Barcelona The New York Times.
  10. Belen Palanco (July 24, 2015), Beleaguered Barcelona museum gets a new director The Art Newspaper.
  11. Alan Riding (May 10, 1995), A Modern 'Pearl' Inside Old Barcelona The New York Times.
  12. MACBA Banks on History – Art in America en-US. ციტირების თარიღი: 2018-01-16
  13. Montañés, José Angel (2011-03-30). „Material sutil para el Macba“. El País (ესპანური). ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  14. „Fearing Political Instability After the Catalonia Referendum, a Collector Withdraws Loans From MACBA“. artnet News (ინგლისური). 2017-10-12. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  15. „French Collector Pulls Loans from MACBA After Catalonia Referendum“. artforum.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-16. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  16. „Skateboarding Barcelona, a Locals Guide: MACBA - Sant Jordi Hostels“. Sant Jordi Hostels (ინგლისური). 2017-01-01. ციტირების თარიღი: 2017-12-05.
  17. SL, Surfgalaxy. MACBA, Skateboarding, Spain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-06. ციტირების თარიღი: 2017-12-05
  18. „¿Es el MACBA de Barcelona el mejor lugar del mundo para patinar?“. Sports (ესპანური). 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2017-12-05.
  19. Team, The Skater (2017-01-06), Skater, The Skater Team, https://play.google.com/store/apps/details?id=com.froschmedia.skater&hl=en. წაკითხვის თარიღი: 2017-12-05
  20. „Barcelona Marks Go Skateboarding Day at Macba“. RIDE Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-06. ციტირების თარიღი: 2017-12-05.
  21. Belen Palanco (July 24, 2015), Beleaguered Barcelona museum gets a new director The Art Newspaper.
  22. Belen Palanco (July 24, 2015), Beleaguered Barcelona museum gets a new director The Art Newspaper.