ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სკეიტ ბორდი (ინგლ. skateboard - სასრიალო ფიცარი) – ოთხბორბლიანი ფიცარი. შეიქმნა 1950–იან წლებში კალიფორნიაში. 1960იან წლებში დაიწყო მისი მასობრივი გაყიდვა აშშს ტერიტორიაზე. გარდა გასართობისა, სკეიტბორდს ასევე ექსტრემალური დატვირთვა გააჩნია. იგი ითვლება ქუჩურ სპორტად და მიმდევართა დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

თანამედროვე სკეიტბორდი

სკეიტბორდის ნაწილები

რედაქტირება

დაფა (ინგლ. Deck) — აქვს ოთხი ნახვრეტი ერთ მხარეს და მეორე მხარესაც ოთხი. ნახვრეტებში მოთავსებულია ჭანჭიკები რომლითაც დაფაზე მიმაგრებულია გორგოლაჭები. დაფა დამზადებულია ხისგან, ხშირად ნეკერჩხალისაგან და ლამინირებულია. ხშირად სკეიდბორდის დაფას ამზადებენ ისეთი მასალისაგან, რომელიც ადვილად არ ტყდება და ზიანდება, მაგალითად მინაბოჭკოსაგან, ან გამძლე პლასტმასისაგან.

მჭიდი ქაღალდის ზოლი (ინგლ. Griptape) — თვითწებვადი ლენტი რომელიც აკრია დაფაზე. მისი ზედაპირი ხორკლიანია და აქვს კარგი მოჭიდება, რის გამოც მასზე ფეხი არ ცურავს და შესაძლლებელია უსაფრთხოდ სრიალი და ტრუკების კეთება.

გორგოლაჭები (ინგლ. Truck) — გორგოლაჭები არის ის რითიც სკეიტბორდი დაგორავს. გორგოლაჭების სკეიტბორდის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. მის გარეშეჩვენ ვერ დავიძრებით ადგილიდან. გორგოლაჭები დამზადებულია ხშირ შემთხვევაში რკინით. მას უშვებს უამრავი ცნობილი კომპანია Independent, Thunder, Krux, Tensor, Venture, Speed Demons დაარქივებული 2018-03-02 საიტზე Wayback Machine. და სხვა.

საკისარი (ინგლ. Bearings) — სწორედ მასზეა დამოკიდებული სკეიტბორდის სიჩქარე. რაც უფრო კარგი ხარისხის აყენია, მით უფრო სწრაფია. იგი დამზადებულია მეტალისაგან. მასში მოთავსებულია პატარა ბურთულები რომელიც მოძრაობს. საკისარი მოთავსებულია ბორბლის შუაში, ცენტრში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკეიტბორდი“-დან