საკისარი — ნაკეთობა, რომელიც წარმოადგენს საყრდენის ან ბერკეტის ნაწილს, რომელიც იკავებს ლილვს, ღერძს ან სხვა მოძრავ კონსტრუქციას მოცემული სიმტკიცით. აფიქსირებს მდებარეობას სივრცეში, უზრუნველყოფს ბრონვას, რხევას ან წრფივ მოძრაობას (წრფივი საკისარებისათვის) უმცირესი წინაღობით, იღებს და გადასცემს დატვირთვას მოძრავი კვანძიდან კონსტრუქციის სხვა ნაწილებს[1][2].

რხევის საკისარი უძრავი გარე რკალით

საკისარის ძირითადი პარამეტრები:[3]

  • მაქსიმალური დინამიკური და სტატისტიკური დატვირთვა (რადიალური და ღერძული).
  • მაქსიმალური სიჩქარე (რადიალური საკისარისათვის ბრუნი წუთში).
  • ჩაჯენის ზომები.
  • საკისარის სიზუსტის კლასი.
  • მოთხოვნები საპოხების მიმართ.
  • საკისარის რესურსი დაღლის ნიშნების გამოვლენამდე, ბრუნვში.
  • საკისარის ხმაური

საკისარზე მოქმედი ძალები იყოფა:

  • რადიალური ძალები, რომლებიც მოქმედებენ საკისარის ღერძის პერპენდიკულარული მიმართულებით;
  • ღერძული ძალები, რომლებიც მოქმედებენ საკისარის ღერძის პარალელურად.

საკისარის ძირითადი სახეები

რედაქტირება

მუშაობის პრინციპის მიხედვით საკისრები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ტიპად:

ძირითადი სახეები რომლებიც გამოიყენება მანქანათმშენებლობაში ესენია — რხევის საკისრები და სრიალის საკისრები.

რხევის ბურთულა-საკისარი:

    • რადიალური ბურთულა-საკისარი;
    • რადიალურ-საყრდენიანი ბურთულა-საკისარი;
    • საყრდენიან-რადიალური ბურთულა-საკისარი;
    • საყრდენიანი ბურთულა-საკისარი.
  • თვითდაყენებადი ბურთულა-საკისარი (სფერული).

ლილვაკური (Роликовые) რხევის საკისარი ცილინდრული ლილვაკებით (роликами):

    • ლილვაკურ რადიალური;
    • ლილვაკურ რადიალურ-საყრდენიანი;
    • ლილვაკურ საყრდენიანი.
  • ლილვაკური რხევის საკისარი კონუსური ლილვაკებით (роликами):
    • ლილვაკურ რადიალურ-საყრდენიანი (კონუსური);
    • ლილვაკურ საყრდენიანი (კონუსური).
  • ლილვაკური რხევის საკისარი სფერული ლილვაკებით:
    • ლილვაკურ რადიალურ თვითდაყენებადი (სფერული);
    • ლილვაკურ საყრდენიანი თვითდაყენებადი (სფერული).
  • ლილვაკური რხევის საკისარი ნემსური ლილვაკებით:
    • ნემსური რადიალური;
    • ნემსურ საყრდენიანი;
    • ნემსურ კომბინირებული.
  • სხვა რხევის საკისარები:
    • ლილცურ რადიალურ ტორიოდალური საკისარი;
    • კომბინირებული საკისრები;
    • ბურთულა და ლილვაკურ საყრდენიანი ლილვებით;
    • საყრდენ-ბრუნვადი მოწყობილობები

რხევის საკისრები

რედაქტირება
 
ერთრიგიანი რადიალური ბურთულა-საკისარის მოწყობილობა:
1) გარე რგოლი; 2) ბურთულა (რხევის სხეული); 3) სეპარატორი; 4) რხევის ბილიკი; 5) შიდა რგოლი.
 
სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის რხევის საკისარი

რხევის საკისრები შედგებიან ორი რგოლისაგან, რხევის სხეულებისაგან (სხვადასხვა ფორმის) და სეპარატორისაგან (ზოგიერთი სახის საკისარი შეიძლება იყოს მის გარეშეც), რომელიც რხევის სხეულებს ანცალკევებს ერთმანეთისაგან ტოლი მანძილით და მიმართავს მათ მოძრაობას. შიდა რგოლის გარე ზედაპირზე და გარე რგოლის შედა ზედაპირზე (საყრდენიანი რხევის საკისრებში რგოლების კიდეზე) ასრულებენ ღარს — რხევის რწევის ბილიკს, რომელზედაც საკისარის მუშაობისას ირწევა, ირხევა რხევის სხეული.

მანქანის ზოგ კვანძში გაბარიტების შემცირების მიზნით, ასევე სიზუსტისა და სიმტკიცის ასამაღლებლად გამოიყენებენ ეგრეთ წოდებულ შერწყმულ, კომბინირებულ საყრდენებს: რხევის ბილიკებს ამასთან ასრულებენ უშუალოდ ლილვზე ან კორპუსის დეტალის ზედაპირზე.

არსებობენ რხევის საკისრები, რომლებიც დამზადებულნი არიან სეპარატორის გარეშე. ასეთ საკისრებს აქვთ ბევრი რხევის სხეულები და დიდი ტვირთამწეობა. თუმცა უსეპარატორო საკისრეების ბრუნვის ზღვრული სიხშირეები მნიშვნელოვნად დაბალია, ბრუნვის წინაღობის მაღალი მომენტის გამო.

რწევის საკისარი უპირატესად მუშაობს რწევის რხევის ხახუნზე (არის მხოლოდ უმნიშვნელო დანაკარგები სრიალის, გორვის ხახუნზე სეპარატორსა და რხევის სხეულს შორის) ამიტომაც სრიალის საკისართან შედარებით მცირდება ენერგიის დანაკარგები ხახუნზე და მცირდება ცვეთა. რხევის დახურული საკისრები (რომლებსაც აქვთ დამცავი ხუფი) პრაქტიკულად არ საჭიროებენ მომსახურეობას (საპოხის შეცვლა), გახსნას — მგრძნობიარენი არიან უცხო სხეულების მოხვედრის მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკისარის სწრაფი დაშლა.

კლასიფიკაცია

რედაქტირება

გორვის საკისრების კლასიფიკაცია შემდეგი ნიშნების საფუძველზე ხდება:

  • გორვის სხეულის სახის მიხედვით
    • ბურთულიანი,
    • ლილვაკიანი, გორგოლაჭებიანი (Роликовые);
  • დატვირთვის აღქმის ტიპის მიხედვით
    • რადიალური,
    • რადიალურ-საყრდენიანი,
    • სყრდენიან-რადიალური,
    • საყრდენიანი,
    • წრფივი;
  • რხევის სხეულების რიგის რაოდენობის მიხედვით
    • ერთრიგიანი,
    • ორრიგიანი,
    • ბევრრიგიანი;
  • ლილვების გადახრის კომპენსირების შეძლების მიხედვით[4]
    • თვითდაყენებადი
    • არათვითდაყენებადი.

მექანიკა

რედაქტირება

საკისარი თავისი არსით არის პლანეტარული მექანიზმი, რომელშიც წამყვანს წარმოადგენს სეპარატორი, ცენტრალური ბორბლების ფუნქციას ასრულებს შიდა და გარე რგოლები, ხოლო რხევის სხეულები ცვლიან სატელიტებს.

სეპარატორის ბრუნვის სიხშირე ან ბურთულების ბრუნვის სიხშირე საკისარის ღერძის ირგვლივ
 

სადაც n1 — არის რადიალური ბურთულა-საკისარის შიდა რგოლის ბრუნვის სიხშირე,
Dω — ბურთულის დიამეტრია,
dm = 0,5(D+d) — ბურთულების ღერძიების წრის დიამეტრი.

ბურთულის ბრუნვის სიხშირე სეპარატორის მიმართ
 

სეპარატორის ბრუნვის სიხშირე გარე რგოლის ბრუნვისას
 

სადაც n3 — რადიალური ბურთულა-საკისარის გარე რგოლის ბრუნვის სიხშირე.

რადიალურ-საყრდენიანი საკისარისათვის
 

 

ზემოთ მოყვანილი შეფარდებებიდან გამოდის, რომ შიდა რგოლის ბრუნვის დროს სეპარატორი ბრუნავს იმავე მიმართულებით. სეპარატორის სბრუნვის სიხშირე დამოკიდებულია ბურთულის დიამეტრისაგან Dω უცვლელი dm-ის დროს: ის იზრდება Dω-ის შემცირებისას და მცირედება Dω-ის ზრდისას.

ამასთან დაკავშირებით საკისარის კომპლექტში ბურთულების სხვადასხვა ზომები წარმოადგენს მაღალი ცვეთის და სეპარატორის და საერთოდ საკისარის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზს.

რხევის სხეულების ბრუნვისას საკისარის ღერძის ირგვლივ ყოველ მათგანზე მოქმედებს გარე რგოლის რხევის ბილიკზე დამატებით დატვირთვად მოქმედი ცენტრიდანული ძალა

 

სადაც m — რხევის სხეულის მასა,
ωс — სეპარატორის კუთხური სიჩქარე.

ცენტრიდანული ძალები მაღალი ბრუნვის სიხშირით მუშაობისას იწვევენ საკისარის გადატვირთვას, გაზრდილი სითბოს გამოყოფას (საკისარის გადახურებას) და სეპარატორის დაჩქარებულ ცვეთას. ყველაფერი ეს იწვევს საკისარის მუშაობის ვადის შემცირებას.

საყრდენიან საკისარში, ცენტრიდანული ძალის გარდა ბურთულებზე მოქმედებს მათი ბრუნვის ღერძის მიმართულების შეცვლით გამოწვეული გიროსკოპიული მომენტი

 

გიროსკოპიული მომეტი ბურთულებზე იმოქმედებს რადიალურ-საყრდენიანი ბურთულა-საკისარის მბრუნავ ბურთულებზეც ღერძული დატვირთვის მოქმედებისას.

 

სადაც   — ბურთულას მასის ინერციის პოლარული მომენტი;
ρ — ბურთულის მასალის სიმკვრივე;
ωsp და ωс — შესაბამისად ბურთულის კუთხური სიჩქარე თავისი და ლილვის ღერძის ირგვლივ ბრუნვისას (სეპარატორის კუთხური სიჩქარე).

გიროსკოპული მომენტის ზემოქმედებით ყოველი ბურთულა იღებს ღერძის ირგვლის დამატებით ბრუნს, სიბრტყის პერპენდიკულარულად, რომელიც წარმოიქმნება ბურთულისა და სეპარატორის კუთხური სიჩქარეების ვექტორებით. ასეთ ბრუნვას თან ახლავს რხევის ზედაპირის ცვეთა, და ბრუნვის თავიდან ასაცილებლად საკისარზე საჭიროა ისეთი ღერძული ძალის მოდება, რათა შესრულდეს შემდეგი პირობა  , სადაც Tf - ბურთულებისა და რგოლების კონტაქტზე არსებული ღერძული დატვირთვით გამოწვეული ხახუნის ძალების მომენტი.

საკისრეების პირობითი აღნიშვნები (რუსეთი და ყოფილი სსრკ)

რედაქტირება

საკისარის მარკირება შედგება პირობითი აღნიშვნებისაგან და სტანდარტიზირებულია ГОСТ 3189-89-ის მიხედვით და დამამზადებელი ქარხნის აღნიშვნით.

საკისარის პირობითი აღნიშვნა შედგება ძირითადი პირობითი აღნიშვნის შვიდი ციფრისაგან (ამ ნიშნების ნულოვანი მნიშვნელობის შემთხვევაში მცირდება 2 ნიშნამდე) და დამატებითი აღნიშვნებისაგან, რომლებიც მდებარეობენ ძირითადის მარცხნივ და მარჯვნივ. ამასთან დამათებითი ძირითადის მარცხნივაა განლაგებული, ის ყოველთვის გამოკოფილია ტირეთი (—), ხოლო დამატებითი აღნიშვნები რომლებიც მარჯვნივ მდებარეობენ ყოველთვის იწყება ასოთი. ძირითადი და დამატებითი აღნიშვნების კითხვა იწყება მარჯვნიდან მარცხნივ.

სქემა 1 10 მმ დიამეტრის ნახვრეტის საკისარის პირობითი ძირითადი შესრულება, გარდა საკისარებისა რომელთა დიამეტრებია 0,6, 1,5 და 2,5 მმ, რომლებიც აღინიშნება წილადით.

X XX X 0 X X
6 5 4 3 2 1
  1. ნახვრეტის დიამეტრი, ერთი ნიშანი;
  2. დიამეტრების სერია, ერთი ნიშანი;
  3. ნიშანი ნოლი;
  4. საკისარის ტიპი, ერთი ნიშანი;
  5. კონსტრუქციული შესრულება, ორი ნიშანი;
  6. ზომების სერია (სიფართის ან სიმაღლის სერია), ერთი ნიშანი.

სქემა 2

მეორე სქემის დროს 10 მმ-ზე მეტი დიამეტრის ნახვრეტის საკისრების (გარდა 22, 28, 32 და 500 მმ-ისა, რომლებიც წილადით აღინიშნებიან) ძირითადი აღნიშვნები სრულდება შემდეგნაირად.

X XX X X XX
5 4 3 2 1
  1. ნახვრეტის დიამეტრი, ორი ნიშანი;
  2. დიამეტრების სერიები, ერთი ნიშანი;
  3. საკისარის ტიპი, ერთი ნიშანი;
  4. კონსტრუქციული შესრულება, ორი ნიშანი;
  5. ზომების სერია (სუფართისა და სიმაღლის სერია), ერთი ნიშანი.

პირობითი აღნიშვნის ნიშნები:

მარცხნიდან:

  • საკისარის კატეგორია;
  • ხახუნის მომენტი;
  • რადიალური ღრიჭოს ჯგუფი ГОСТ 24810-ის მიხედვით;
  • სიზუსტის კლასი.

მარჯვნიდან:

  • ნაწილების მასალა;
  • კონსტრუქციული ცვლილებები;
  • მოშვების ტემპერატურა;
  • საპოხი მასალა;
  • მოთხოვნები ვიბრაციის დონისადმი.

ნახვრეტის დიამეტრის აღნიშვნა

რედაქტირება

1 სქემით ნახვრეტის 10 მმ-მდე დიამეტრის საკისარის დიამეტრის აღმნიშვნელი ნიშანი ნახვრეტის ნომინალური დიამეტრის ტოლი უნდა იყოს, გარდა საკისრებისა დიამეტრით 0,6, 1,5 და 2,5 მმ, რომლებიც აღინიშნებიან წილადით. თუ კი საკისარის ნახვრეტის დიამეტი - წილადური რიცხვია, ზემოთ ჩამოთვლლილი სიდიდეების გარდა, მაშინ დიამეტრს აღნიშნავენ მთელ რიცხვამდე დამრგვალებული რიცხვით, ამ შემთხვევაში პირობითი აღნიშვნის მეორე ადგილას უნდა იდგეს ციფრი 5. 9-მმ-მდე დიამეტრის ორრიგიანი სფერული რადიალური საკისარის აღნიშვნაში შენარჩუნებულია ГОСТ 5720-ის აღნიშვნები.

2 სქემით 10-დან 500 მმ-მდე ნახვრეტის დიამეტრის აღნიშვნა ორი ნიშანით და თუ კი დიამეტრი 5-ის ჯერადია, მაშინ აღინიშნება 5-ზე გაყოფის მთელი რიცხვით.

10, 12, 15 და 17მმ ნახვრეტის დიამეტრის საკისარი აღინიშნება როგორც 00, 01, 02, 03 შესაბამისად. თუ კი ნახვრეტის დიამეტრი 10-დან 19-მდე დიაპაზონშია და განსხვავდება 10, 12, 15 და 17 მმ-ს, მაშინ მას მიაკუთვნებენ ამ დიამეტრთა შორის უახლოესის მნიშვნელობას, და ამასთან აღნიშვნის მესამე ადგილას სვამენ რიცხვს - 9.

22, 28, 32 და 500 მმ-ის ნახვრეტის დიამეტრის საკისარი აღინიშნება წილადით (მაგალითად: 602/32 (D=32მმ)

ნახვრეტის დიამეტრი, რომელიც წილადის ან მთელი რიცხვის ტოლია, მაგრამ არ არის 5-ის ჯერადი, აღინიშნება მთელი რიცხვით რომელიც ახლოსაა დიამეტრის 5-ზე გაყოფით მიიღებული რიცხვისა. ასეთი საკისრების ძირითად აღნიშვნაში მესამე ადგილას სვამენ რიცხვს -9.

500 მმ და მეტი დიამეტრის საკისრების, შიდა დიამეტრი აღინიშნება როგორც ნახვრეტის ნომინალური დიამეტრი.

ზომის სერიის აღნიშვნები

რედაქტირება

საკისარის ზომის სერია არის — დიამეტრის და სიფართის (სიმაღლის) სერიების შეხამება, რომელიც განსაზღვრავს საკისარის გაბარიტის ზომებს. საკისარისათვის დადგენილია შემდეგი სერიები (ГОСТ 3478):

  • დიამეტრები 0, 8, 9, 1, 7, 2, 3, 4, 5;
  • სიფართე და სიმაღლე 7, 8, 9, 0, 1, 2, 3, 4, 5, 6.

დიამეტრის სერიების ჩამონათვალი ნაჩვენებია საკისარის გარე დიამეტრის ზრდის მიხედვით (ერთნაირი შიდა დიამეტრით). სიფართის ან სიმაღლის სერიების ჩამონათვალი ნაჩვენებია სიფართის ან სიმაღლის ზრდის მიხედვით.

სერია 0 არ აღნიშნავენ.

არასტანდარტული შიდა დიამეტრის ან სიფართის (სიმაღლის) მქონე საკისარის დიამეტრის სერიას აღნიშნავენ6, 7 ან 8. სიფართის (სიმაღლის) სერია ამ შემთხვევაში არ მიენიშნება.

საკისარის ტიპების აღნიშვნა

რედაქტირება

საკისარის ტიპები აღინიშნება 1 ცხრილის შესაბამისად.

საკისარის ტიპების აღნიშვნები.

ცხრილი 1

საკისარის ტიპი აღნიშვნა
ბურთულიან რადიალური 0
ბურთულიან რადიალურ სფერული 1
ლილვაკიან რადიალური მოკლე ცილინდრული ლილვაკებით (роликами) 2
ლილვაკიან რადიალურ სფერული 3
ნემსურ ლილვაკიანი ან გრძელი ცილინდრული ლილვაკებით (ролики) 4
რადიალურ ლილვაკებიანი ვინტური ლილვაკებით 5
რადიალურ-საყრდენიანი ბურთულიანი 6
ლილვაკებიანი კონუსური 7
საყრდენიანი ან საყრდენ-რადიალური ბურთულიანი 8
საყრდენიანი ან საყრდენ-რადიალური ლილვაკებიანი 9

კონსტრუქციული შესრულების აღნიშვნა

რედაქტირება

ყოველი ტიპის საკისარისათვის მისი კონსტრუქციული შესრულება ГОСТ 3395-ის შესაბამისად ღინიშნება ციფრებით 00 -დან 99-მდე.

დამატებითი აღნიშვნების ნიშნები

რედაქტირება

ძირითადი აღნიშვნის მარცხნივ სვამენ ნიშნებს:

  • სიზუსტის კლასი (7, 8, 0, 6Х, 6, 5, 4, 2 (ან Т) - ზრდის მიხედვით);
  • რადიალური ღრეჭოს შეუსაბამობის ჯგუფი ГОСТ 24810-81-ის მიხედვით;
  • ხახუნის მომენტი (1, 2…9);
  • საკისრების კატეგორია (А, В, С).

ძირითადი აღნიშვნის მარჯვნივ სვამენ ნიშნებს:

  • საკისარის ნაწილების მასალა (მაგალითად, Е — პლასტიკური მასალის სეპარატორი, Ю — უჟანგავი ფოლადის საკისარის ნაწილები, Я — იშვიათი გამოყენების მასალების საკისრები (მაგარი შენადნობები, მინა, კერამიკა და ა.შ.), W — საკისარის ვაკუუმირებული ფოლადის დეტალები, А — მაღალი ტვირთამწეობის საკისარის აღნიშვნა, Х,Х1 — ცემენტირებადი ფოლადის რხევის რგოლები და სხეულები ან მხოლოდ რგოლები (მათ შორის ერთი რგოლი), Р,Р1 — თბომედეგი (სწრაფადმჭრელი ფოლადის) დეტალების საკისრები, Г,Г1 — შავი ლითონის სეპარატორი, Б,Б1 — ბრინჯაოს (კალის გარეშე) სეპარატორი, Д,Д1 — ალუმინის შენადნობების სეპარატორი, Н,Н1 — მოდიფიცირებული ცეცხმედეგი ფოლადის რხევის რგოლები და სხეულები ან მხოლოდ რგოლები (მათ შორის ერთი რგოლი) (გარდა რადილურ ლილვაკებიანი, სფერულ ორრიგიანი საკისრებისა), Э,Э1 — სპეციალური მარკის ფოლადის (ვანადიუმით და კობალტით) დეტალებიანი საკისრები.
  • კონსტრუქციული ცვლილებები (მაგალითად, К — საკისარის ნაწილების კონსტრუქციული ცვლილებები, М — მოდიფიცირებული კონტაქტის როლებიანი საკისრები);
  • მოშვების ტემპერატურის მიმართ მოთხოვნები (Т, Т1, Т2, Т3, Т4, Т5);
  • საპოხი მასალა - დახურული ტიპის საკისრებში დამზადებისას გამოყენებული (მაგალითად, С1, С2, С3 და ა.შ.);
  • მოთხოვნები ვიბრაციის დონის მიმართ (მაგალითად, Ш1, Ш2, ШЗ და ა.შ.).

სრიალის საკისრები

რედაქტირება

სრიალის საკისარი - არის საყრდენი ან მიმმართველი მექანიზმი, სადაც ხახუნი მიმდინარეობს შეხების მქონე ზესაპირების სხეულების სრიალისას. სრიალის რადიალური საკისარი წარმოადგენს კორპუსს, რომელსაც აქვს ცილინდრული ნახვრეტი, სადაც ჯდება მუშა ელემენტი — ანტიფრიქციული მასალის ჩანართი, ან ვტულკა და საპოხი მოწყობილობა. ლილვსა და საკისარის ვტულკის ნახვრეტს შორის არის ღრეჩო, რომელიც შევსებულია საპოხი მასალით, რომელიც ლილვის თავისუფლად ბრუნვის საშუალებას იძლევა. საკისარის ღრეჩოს გამოთვლა, რომელიც მუშაობს საპოხის ფენით ხახუნის ზედაპირების განცალკევების რეჟიმში, მიმდინარეობს პოხვის ჰიდროდინამიკური თეორიის საფუძველზე.

გამოთვლების დროს განსაზღვრავენ: საპოხი ფენის მინიმალურ სისქეს (იზომება მკმ), წნევას საპოხ ფენაში, საპოხი მასალების ტემპერატურას და ხარჯს. კონსტრუქციის, ცაპფის (ლილვის ყელი, სადაც მაგრდება ჯდება საკისარი) წრიული სიჩქარის, ექსპლუატაციის პირობების მიხედვით სრიალის ხახუნი შეიძლება იყოს მშრალი, ზღვრული, სითხური და გაზოდინამიკური. მაგრამ სითხური ხახუნის საკისარიც კი გაშვებისას გადის ზღვრული ხახუნის ეტაპს.

საპოხი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პირობას საკისარის საიმედო მუშაობისათვის და უზრუნველყოფს: მცირე ხახუნს, მოძრავი ზედაპირების გაყოფას, სითბოს მოცილებას, იცავს გარემოს მავნე მოქმედებისაგან და შეიძლება იყოს; თხევადი (მინერალური და სინთეთიკური ზეთები, წყალი არალითონური საკისარისათვის), პლასტიკური (ლითიუმიანი საპონის და კალციუმის სულფონატის საფუძველზე და სხვა), მყარი (გრაფიტი, მოლიბდენის დისულფატი და სხვა) და აიროვანი (სხვადასხვაგვარი ინერტული აირები, აზოტი და სხვა). ყველაზე კარგ საექსპლუატაციო თვისებებს ავლენს ფორებიანი თვითპოხებადი საკისრები, რომელიც დამზადებულია ფხვნილის მეტალურგიის მეთოდით. ფორებიანი თვითპოხებადი საკისარი რომელიც გაჯერებულია ზეთით, მუშაობისას ხურდება და ფორებიდან გამოყოფს საპოხს მუშა მოსრიალე ზედაპირებზე, ხოლო მოსვენების მდგომარეობაში ცივდება და საპოხს უკანვე ისრუტავს.

საკისრების ანტიფრიქციულ მასალებს ამზადებენ მაგარი შენადნობებისაგან (ვოლფრამის კარბიდი ან ქრომის კარბიდი), ბაბიტისაგან და ბრინჯაოსაგან, პოლიმერული მასალებისაგან, კერამიკისაგან, მაგარი ჯიშის ხეებისაგან (რკინის ხე).

კლასიფიკაცია

რედაქტირება

კლასიფიკაციის საფუძველში არის საკისრების მუშაობის რეჟიმების ანალიზი გერსი-შტრიბეკის დიაგრამის მიხედვით.

სრიალის საკისრები იყოფიან:

  • საკისარის ახვრეტის ფორმის მიხედვით
    • ერთ- ან მრავალზედაპირიანი,
    • გადაადგილებული ზედაპირებით (ბრუნვის მიმართულებით) ან მის გარეშე (უკანა ბრუნვის შესანარჩუნებლად),
    • ცენტრის გადაწევით და გადაწევის გარეშე (მონტაჟის შემდეგ ლილვების საბოლოო დაყენებისათვის);
  • დატვირთვის აღქმის მიმართულების მიხედვით
    • რადიალური და
    • ღერძული
    • რადიალურ-საყრდენიანი;
  • კონსტრუქციის მიხედვით
    • გაუყოფელი (სტულკიანი; ძირითადად I-1-თვის),
    • გაყოფილი (შედგება კორპუსისაგან და ხუფისაგან; ძირითადად ყველასათვის, I-1-ის გარდა),
    • ჩაშენებული (ჩარჩოიანი, რომელიც წარმოადგენს ერთ მთლიანს კარტერთან, ჩარჩოსთან ან მანქანის უძრავი ფუძესთან ერთად);
  • ზეთის სარქველების რაოდენობის მიხედვით
    • ერთ სარქველიანი,
    • რამდენიმე სარქველით;
  • რეგულირების შესაძლებლობის მიხედვით
    • არარეგულირებადი,
    • რეგულირებადი.

ქვემოთ წარმოდგენილია სრიალის საკისრები ჯგუფებისა და კლასების მიხედვით (აღნიშვნის მაგალითები: I-1, II-5).

ჯგუფი კლასი პოხვის ხერხი ხახუნის სახეები სამაგალითო ხახუნის კოეფიციენტი დასახელება გამოყენების დარგი
I (არასრულყოფილი პოხვა) 1 მცირე რაოდენობა, არამუდმივი მიწოდება ზღვრული 0,1…0,3 სრიალის დაბალი სიჩქარეები და მცირე კუთრი წნევა ტრანსფორტერების საყრდენი ლილვაკები გორგოლაჭები, სავალი ბორბლების ხიდის კრანები
2 ჩვეულებრივ უწყვეტი ნახევრადთხევადი 0,02…0,1 მოკლევადიანი რეჟიმი ღერძის მუდმივი ან ცვალებადი ბრუნვის მიმართულებით, მცირე სიჩქარეები და დიდი კუთრი დატვირთვები
  • ხაზური და დაყალიბების მანქანები
  • მჭედლურ-წნეხის დანადგარები
  • გლინვის დაზგა
  • ტვირთამწე მანქანები
3 ზეთის აბაზანა ან რგოლები 0,001…0,02 სიდიდითა და მიმართულებით მცირედ ცვალებადი ძალისხმევა, დიდი და საშუალო დატვირთვები
წნევის ქვეშ ცვალებადი დატვირთვა
  • აირის ძრავები
  • გემის ძრავები
II 4 რგოლები, კომბინირებული ან წნევის ქვეშ თხევადი 0,0005…0,005 ლილვების მცირე წრიული სიჩქარეები, ცვალებადი სიდიდის და მიმართულების დატვირთვით მუშაობის განსაკუთრებულად მძიმე პირობები
  • მცირე და საშუალო სიმძლავრის ელექტრო მანქანები
  • მჩატე და საშუალო რედუქტორები
  • ცენტრიდანული ტუმბოები და კომპრესორები
  • გლინვის დაზგა
5 წნევის ქვეშ 0,005…0,05 სუსტად დატვირთული საყრდენები სრიალის დიდი სიჩქარეებით

ღირსებები

რედაქტირება
  • მანქანის ქმედებაში მოსაყვანი მაღალსიჩქარიანი მოწყობილობის საიმედობა
  • შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი დარტყმითი და ვიბრაციული დატვირთვები
  • ხმაურის გარეშე
  • შედარებით პატარა რადიალური ზომები
  • უშვებენ ასაწყობი საკისარების დაყენებას მუხლა ლილვის ყელზე დარემონტის დროს არ საჭიროებს სხვა ნაწილების დემონტაჟს
  • ნელად მავალი მანქანების მარტივი კონსტრუქცია
  • იძლევა წყალში მუშაობის საშუალებას
  • იძლევა ღრეჩოს რეგულირების საშუალებას და უზრუნველყოფს ლილვის ღერძის გეომეტრიულ სიზუსტეს
  • ეკონომიურია ლილვების დიდი დიამეტრისას

ნაკლოვანებები

რედაქტირება
  • მუშაობის პროცესში საჭიროებს საპოხის მუდმივ ზედამხეველობას
  • შედარებით დიდი ღერძული ზომები
  • დიდი დანაკარგები ხახუნზე გაშვებისას და არასრულყოფილი პოხვა
  • საპოხი მასალის დიდი ხარჯი
  • მაღალი მოთხოვნები ტემპერატურაზე და საპოხის სიწმინდეზე
  • დაწეული მარგი ქმედების კოეფიციენტის
  • საკისარისა და ცაპფის არათანაბარი ცვეთა
  • უფრო ძვირადღირებული მასალების გამოყენება

მაგალითები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ცნობები საკისრების შესახებ: რა არის საკისარი და მისი სახეობები
  2. საკისარი | კრუგოსვეტის ონლაინ ენციკლოპედია
  3. საკისარის მუშა მახასიათებლები | საკისარი. ციტირების თარიღი: 2012-02-10.
  4. სკოიბედა ა., კუზმინი ა., მაკეიჩუკი ნ., მანქანების ნაწილები და კონსტრუირების საფუძვლები: სახელმძღ. / საერ. რედაქ. ა. სკოიბედა, მინსკი: Вышэйшая школа, 20003000 ეგზ., ISBN 985-06-0081-0.