ცენტრიდანული ძალა
ცენტრიდანული ძალა — ძალა, რომლითაც მოძრავი მატერიალური წერტილი მოქმედებს სხეულზე (ბმაზე), რომელიც ზღუდავს წერტილის მოძრაობას და აიძულებს მას იმოძრაოს მრუდწირულად. რიცხობრივად ცენტრიდანული ძალა ტოლია (სადაც არის მატერალური წერტილის მასა, — მისი სიჩქარე, — ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი) და მიმართულია მთავარი ნორმალის გასწვრივ სიმრუდის ცენტრიდან ტრაექტორიისაკენ (წერტილის წრეწირზე მოძრაობისას — წრეწირის ცენტრიდან). ცენტრიდანული ძალა და ცენტრისკენული ძალა რიცხობრივად ერთმანეთის ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ერთი წრფის გასწვრივ, მაგრამ მოდებულისა სხვადასხვა სხეულზე როგორც ქმედებისა და უკუქმედების ძალები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 201.