რიჩარდ მეიერი
რიჩარდ მეიერი (Richard Meier; დ. 12 ოქტომბერი, 1934, ნიუარკი, ნიუ-ჯერსი) — გავლენიანი თანამედროვე ამერიკელი არქიტექტორი განთქმული მის რაციონალისტური დიზიანითა და ძირითადად თეთრი ფერის გამოყენებით, ე. წ. "ნიუ-იორკული ავანგარდიზმის" წარმომადგენელი.
ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურაში კორნელის უნივერსიტეტში მიიღო 1957 წელს. 1959 წელს "სკიდმორ, ოვინგს ენდ მერილში" მუშაობდა, შემდეგ კი სამი წელი მარსელ ბრუერთან, 1963 წელს საკუთარი პრაქტიკის დაწყებამდე. 1972 წელს ნიუ-იორკის ხუთეულის წევრი გახდა, ხოლო მისმა პროექტმა გეტის ცენტრის მუზეუმისთვის ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, სამუდამოდ დაუმკვიდრა პოპულარობა საზოგადოების მეინსტრიმში.
სტილი
რედაქტირებამეიერის პროექტთა უმრავლესობა ადრეული მე-20 საუკუნის არქიტექტურულ ხელოვანთა ნამუშევრებს ეყრდნობა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ლე-კორბუზიეს ადრეულ ფაზას ეთმობა. შეიძლება ითქვას, რომ მეიერს სავარაუდოდ უფრო მეტი აქვს ნაგები ლე-კორბუზიეს იდეების გამოყენებით, ვინე ნებისმიერ სხვას, მათ შორის თავად ლე-კორბუზიესაც. მეიერმა ლე-კორბუზიეს ნაშრომებში გამოჩენილი იდეები კიდევ უფრო განავრცო, თუმცა მასზე უდიდესი გავლენა შესაძლოა ამ დიდი ხელოვანის ორ ნამუშევარს ჰქონდეს - ვილა სავოი და შვეიცარიული პავილიონი. მასზე გარკვეულ გავლენას ასევე ახდენს მის ვან დერ როესა და ზოგიერთ შემთხვევაში ფრენკ ლოიდ რაიტისა და ლუის ბარაგანის (ფერის გარეშე) დიზიანი.
1984 წელს მეიერი პრიცკერის პრემიით დაჯილდოვდა. მისი კონსულტაციით შექმნა 2003 წლის ქალაქის შენების კომპიუტერული თამაშის SimCity 4 რამდენიმე შენობის დიზაინი, რაც მას სავარაუდოდ პირველ პროფესიონალ არქიტექტორად ხდის, რომელმაც ოდესმე კომპიუტერული თამაშის შენობის დიზაინში მიიღო მონაწილეობა.