კონცეპტუალური ხელოვნებაავანგარდის უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობა, რომელიც აღმოცენდა XX საუკუნის 60–80–იან წლებში. კონცეპტუალიზმის ფუძემდებელთა და ძირითად წარმომადგენელთა შორის არიან ამერიკელები რ. ბერრი, დ. ჰიუმლერი, ლ. ვაინერი, დ.გრეჰემი, ე. ჰესე, ნ. ბაუმანი, ონ კავარა, ინგლისური დაჯგუფების „ხელოვნება და ენა“ წევრები და სხვ.

კონცეპტუალიზმში პირველ პლანზე ჩნდება კონცეპტი, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ–ლოგიკური იდეა, მისი ვერბალიზებული კონცეფცია, დოკუმენტურად გადმოცემული პროექტი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება არა იდეის გამოსახვასა თუ გამოხატვაში (როგორც ტრადიციულ ხელოვნებაშია), არამედ თავად იდეაში, მის კონკრეტულ პრეზენტაციაში, პირველ ყოვლისა, არასიტყვიერი ტექსტის ფორმით, არამედ მისი თანმხლები კინო, ვიდეო, ფონოჩანაწერების ტიპის დოკუმენტური მასალებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება