ზორა ნიელ ჰიურსტონი
ზორა ნიელ ჰიურსტონი (7 იანვარი, 1891[28]:17[29]:5 — 28 იანვარი, 1960) — ამერიკელი ავტორი, ანთროპოლოგი და ფილმების გადამღები. ჰიურსტონმა XX საუკუნის ადრეულ პერიოდში აშშ-ის სამხრეთში რასობრივი ბრძოლა ასახა და ჰუდუს შესახებ კვლევა გამოსცა.[30] მის ოთხ რომანს შორის ყველაზე ცნობილია Their Eyes Were Watching God, რომელიც 1937 წელს გამოქვეყნა. ეკუთვნის 50-ე მეტი მოთხრობა, პიესა და ესე.
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1891[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
---|---|
დაბადების ადგილი | Notasulga, ალაბამა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 28 იანვარი, 1960[2] [3] [4] [5] [6] [11] [7] [8] [9] [10] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Fort Pierce, ფლორიდა, აშშ |
დასაფლავებულია | Garden of Heavenly Rest Cemetery[6] [12] [13] |
საქმიანობა | ანთროპოლოგი[14] [15] , ისტორიკოსი, რომანისტი[14] , მწერალი[14] [16] , ჟურნალისტი, ფოლკლორისტი[14] , ადამიანების უფლებადამცველი, დრამატურგი[17] და კინორეჟისორი |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[17] [18] [19] [20] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰოვარდის უნივერსიტეტი[14] , კოლუმბიის უნივერსიტეტი[14] [21] და ბერნარდის კოლეჯი[22] [21] |
Magnum opus | Their Eyes Were Watching God[23] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[24] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[25] , ფლორიდის ქალთა დიდების დარბაზი[26] , Florida Artists Hall of Fame, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია, გუგენჰაიმის სტიპენდია[24] და Alabama Women's Hall of Fame[27] |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | zoranealehurston.com |
ჰიურსტონი ალაბამაში, ნოტასულგაში დაიბადა, შემდეგ კი 1894 წელს ოჯახთან ერთად ისტონვილში გადავიდა. შემდეგში მის მოთხრობებში ხშირად სამოქმედო ადგილად ისტონვილს იყენებდა. კარიერის დასაწყისში ბარნარდის ჯოლეჯსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას ჰიურსტონი ანთროპოლოგიურ და ეთნოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა. მას აფრო-ამერიკული და კარიბების ფოლკლორი აინტერესებდა.
ჰიურსტონი თანამედროვე საკითხების შესახებაც წერდა და ჰარლემის რენესანსის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად იქცა. მისი მოთხრობები, რომლებშიც აფრო-ამერიკული გამოცდილებიდან დანახული რასობრივი დაყოფაა ასახული, ისეთ ანთოლოგიებში დაიბეჭდა, როგორებიც The New Negro და Fire!! იყო.[31] ფლორიდაში დაბრუნების შემდეგ ჰიურსტონმა დაწერა და გამოაქვეყნა ლიტერატურული ანთროპოლოგია ჩრდილოეთ ფლორიდის აფრო-ამერიკულ ფოლკლორზე (1935) და სამი რომანი: Jonah's Gourd Vine (1934), Their Eyes Were Watching God (1937) და Moses, Man Of the Mountain (1939). იამაიკასა და ჰაიტიში რიტუალების კვლევის შედეგები ჰიურსტონმა ნაშრომში Tell My Horse: Voodoo and Life in Haiti and Jamaica ასახა.
ჰიურსტონის ნაშრომებში ასახულია როგორც აფრო-ამერიკული გამოცდილება, ისე აფრო-ამერიკელ ქალთა ბრძოლა. ათწლეულების მანძილზე მისი რომანები ლიტერატურულ სამყაროში შედარებით ნაკლებად იყო აღიარებული. ჰიურსტონის მიმართ ინტერესი 1975 წლის შემდეგ გაღვივდა, როდესაც ელის უოლკერმა გამოაქვეყნა სტატია „ზორა ნილ ჰიურსტონის ძიებაში“. ჰიურსტონის ნაშრომი „Every Tongye Got to Congess“, ხალხური გადმოცემების კრებული, რომელიც ავტორმა 1920-იან წლებში შეკრიბა, მისი გარდაცვალების შემდეგ, 2001 წელს გამოიცა, მას შემდეგ, რაც ის სმითსონიანის არქივში აღმოაჩინეს. მისი არამხატვრული წიგნი „Barracoon: The Story of the Last „Black Cargo““, რომელშიც კუდჯო ლუისის (კოსოლა) შესახებაა მოთხრობილი, ჰიურსტონის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს გამოიცა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაზორა ნიელ ჰიურსტონი რვიდან მეხუთე შვილი იყო. დაიბადა ჯონ ჰიურსტონისა და ლუსი ენ ჰიურსტონის (ქალიშვილობაში ფოთსი) ოჯახში. ჰიურსტონის ბებია-ბაბუები მონობაში დიაბადნენ. მამამისი ბაპტისტი მქადაგებელი და ფერმერი იყო, რომელის შემდეგში დურგალი გახდა, ხოლო დედამისი სკოლის მასწავლებელი იყო. ჰიურსტონი ალაბამის შტატში, ქალაქ ნოტასულგაში დაიბადა 1891 წლის 7 იანვარს, სადაც მამამისი გაიზარდა და მამის მხრიდან ბაბუაც ბაპტისტური ეკლესიის მქადაგებელი იყო.[28]:14–17 [28]:439–440[29]:8
სამი წლის ასაკში ოჯახი ფლორიდაში, იტონვილში გადავიდა საცხოვრებლად. 1887 წელს იტონვილი ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკული დასახლება გახდა, რომელიც აშშ-ის შემადგენლობაში შევიდა.[32] ჰიურსტონის თქმით, იტონვილი მისი „სახლი“ იყო, რადგანაც იქ ადრეულ ასაკში გადასახლდა. ზოგჯერ მას დაბადების ადგილადაც მოიხსენიებდა.[28]:25 1897 წელს მამამისი ქალაქის მერად აირჩიეს.
იტონვილი ჰიურსტონის ნაწარმოებებში ხშირად სამოქმედო ადგილს წარმოადგენს, ადგილს, სადაც აფრიკელ ამერიკელებს ისე ცხოვრება შეეძლოთ, როგორც სურდათ, თეთრი საზოგადოებისგან დამოუკიდებლად. 1901 წელს იტონვილს ჩრდილოელი მასწავლებლები ესტუმრნენ, რომლებმაც ჰიურსტონს რამდენიმე წიგნი გადასცეს, რამაც ზორა ლიტერატურას აზიარა. მოგვიანებით პიროვნული ლიტერატურული გამოღვიძება „დაბადების“ სახედ მიიჩნია. ბავშვობის წლები იტონვილში გაატარა და გამოცდილება მოგვიანებით, 1928 წელს, ესეში „How It Feels To Be Colored Me“ აღწერა. მის პატივსაცემად იტონვილში ფესტივალი „ზორა! ფესტივალი“ იმართება.[33]
ჰიურსტონის დედა 1904 წელს გარდაიცვალა. 1905 წელს მამამისი მეთი მოუგიზე დაქორწინდა, რამაც სკანდალიც გამოიწვია, რადგანაც ჭორების თანახმად, მას მოუგისთან სექსუალური ურთიერთობები მისი პირვლეი ცოლის გარდაცვალებამდეც ჰქონდა. ჰიურსტონის მამამ და დედინაცვალმა ზორა ჯექსონვილში, ფლორიდაში ბაპტისტურ სკოლაში გაგზავნეს. მათ საბოლოოდ გადასახადი შეუწყვიტეს და ზორა სკოლიდან გარიცხეს.
ფილმები, ტელევიზია და რადიო
რედაქტირება1935 და 1936 წელს ზორა ნიელ ჰიურსტონმა ფლორიდასა და ჰაიტიში დოკუმენტური კადრები გადაიღო, როგორც საველე კვლევის შემადგენელი ნაწილი. კადრები იშვიათ ეთნოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს აშშ-სა და ჰაიტიში ჰუდუსა და ვუდუს რელიგიების შესახებ.
1989 წელს PBS-მა ჰიურსტონის ცხოვრების შესახებ დრამა ჩემი სახელია ზორა შექმნა. 2004 წელს გადაღებულ ფილმში ძმა ძმისთვის, რომელშიც მოქმედება ჰარლემის რენესანსის დროს მიმდინარეობს, ჰიურსტონის როლს ონჟანიუ ელისი თამაშობს.
ჰიურსტონის ნაწარმოების Their Eyes Were Watching God მიხედვით 2005 წელს იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელშიც ჯეინი სტარკსის როლს ჰალი ბერი ასრულებს. 2017 წლის ფილმში მარშალი ჰიურსტონის როლს როზონდა თომასი ასრულებს.[34]
ლიტერატურა
რედაქტირება- 28th Zora Neale Hurston Festival of the Arts and Humanities. ZORA! Festival. The Association to Preserve the Eatonville Community, 2017. Web. 10 April 2017.
- Abcarian, Richard, and Marvin Klotz. "Zora Neale Hurston." In Literature: The Human Experience, 9th edition. New York: Bedford/St. Martin's, 2006, pp. 1562–63.
- Anderson, Christa S. "African American Women." PBS. Public Broadcasting Service, 2005. Web. 9 April 2017.
- Baym, Nina (ed.), "Zora Neale Hurston." In The Norton Anthology of American Literature, 6th edition, Vol. D. New York, W. W. Norton & Co., 2003, pp. 1506–07.
- Beito, David T. "Zora Neale Hurston," American Enterprise 6 (September/October 1995), pp. 61–3.
- Beito, David T. and Beito, Linda Royster, "Isabel Paterson, Rose Wilder Lane, and Zora Neale Hurston on War, Race, the State, and Liberty". Independent Review 12 (Spring 2008).
- Boyd, Valerie (2003). Wrapped in Rainbows: The Life of Zora Neale Hurston. New York: Scribner. ISBN 0-684-84230-0.
- Ellis, C. Arthur. Zora Hurston And The Strange Case Of Ruby McCollum, 1st edition. Lutz, FL: Gadfly Publishing, 2009.
- Estate of Zora Neale Hurston. "Zora Neale Hurston." The Official Website of Zora Neale Hurston. Zora Neale Hurston Trust, 2015. Web. 11 April 2017.
- Flynn, Elisabeth, Caitlin Deasy, and Rachel Ruah. "The Upbringing and Education of Zora Neale Hurston." Project Mosaic: Hurston. Rollins College, 11 July 2011. Web. 11 April 2017.
- Harrison, Beth. "Zora Neale Hurston and Mary Austin: A Case Study in Ethnography, Literary Modernism, and Contemporary Ethnic Fiction. MELUS. 21.2 (1996) 89–106. ISBN 978-0-9820940-0-6.
- Hemenway, Robert E. Zora Neale Hurston: A Literary Biography. Urbana, Ill: University of Illinois Press, 1977. ISBN 0-252-00807-3.
- Hemenway, Robert E. "Zora Neale Hurston." In Paul Lauter and Richard Yarborough (eds.), The Heath Anthology of American Literature, 5th edition, Vol. D. New York: Houghton Mifflin Co., 2006, pp. 1577–78.
- Jones, Sharon L. A Critical Companion to Zora Neale Hurston: A Literary Reference to Her Life and Work (New York: Facts on File, 2009).
- Kaplan, Carla (ed.). Zora Neale Hurston: A Life in Letters. New York: Random House, 2003.
- Kraut, Anthea, "Between Primitivism and Diaspora: The Dance Performances of Josephine Baker, Zora Neale Hurston, and Katherine Dunham", Theatre Journal 55 (2003), pp. 433–50.
- Menefee, Samuel Pyeatt, "Zora Neale Hurston (1891–1960)." In Hilda Ellis Davidson and Carmen Blacker (eds.), Women and Tradition: A Neglected Group of Folklorists, Durham, NC: Carolina Academic Press, 2000, pp. 157–72.
- Trefler, Annette. "Possessing the Self: Caribbean Identities in Zora Neale Hurston's Tell My Horse." African American Review. 34.2 (2000): 299–312.
- Tucker, Cynthia. "Zora! Celebrated Storyteller Would Have Laughed at Controversy Over Her Origins. She Was Born In Notasulga, Alabama but Eatonville Fla., Claims Her As Its Own"; article documents Kristy Andersen's research into Hurston's birthplace; Atlanta Journal and Constitution, January 22, 1995.
- Visweswaran, Kamala. Fictions of Feminist Ethnography. Minneapolis: University of Minnesota Press, 1994. ISBN 0-8166-2336-8
- Walker, Alice. "In Search of Zora Neale Hurston", Ms. (March 1975), pp. 74–79, 84–89.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Zora Neale Hurston დაარქივებული November 22, 2001, საიტზე Wayback Machine. from the Concise Dictionary of American Literary Biography
- Zora Neale Hurston Festival of the Arts and Humanities (ZORA! Festival)
- Writings of Hughes and Hurston from C-SPAN's American Writers: A Journey Through History
- Zora Neale Hurston დაარქივებული April 7, 2020, საიტზე Wayback Machine. at Women Film Pioneers Project at Columbia University
- ზორა ნიელ ჰიურსტონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
ბიბლიოთეკები და არქივები
რედაქტირება- Zora Neale Hurston: 1891–1960guide at Howard University დაარქივებული December 23, 2014, საიტზე Wayback Machine.
- Olin Library Special Collection and Archive Zora Neale Hurston Collection (Rollins College)
- Zora Neale Hurston Collection at the Schomburg Center for Research in Black Culture
- Sound recordings of Hurston in the 1930s at the State Library and Archives of Florida
- Zora Neale Hurston Digital Archive at the University of Central Florida
- University of Florida Digital Collections Archive at the University of Florida
- Zora Neale Hurston Collection დაარქივებული March 8, 2012, საიტზე Wayback Machine. . James Weldon Johnson Collection in the Yale Collection of American Literature, Beinecke Rare Book and Manuscript Library.
- Voices from the Gap's biography – University of Minnesota
ღია წვდომის საცავები
რედაქტირება- ზორა ნიელ ჰიურსტონი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ზორა ნიელ ჰიურსტონი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ზორა ნიელ ჰიურსტონი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 7.0 7.1 FemBio database
- ↑ 8.0 8.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Babelio — 2007.
- ↑ Luker R. E. Hurston, Zora Neale (07 January 1891?–28 January 1960), writer and anthropologist // American National Biography Online / S. Ware — [New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229 — doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1600817
- ↑ https://www.cityoffortpierce.com/400/Trail-Marker-4
- ↑ BillionGraves — 2011.
- ↑ 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 14.10 14.11 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 632. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
- ↑ Women Anthropologists: A Biographical Dictionary — Greenwood Publishing Group, 1988. — 428 გვრ. — ISBN 978-0-313-24414-8
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ 17.0 17.1 Emmanuel Nelson and Emmanuel S. Nelson African American Dramatists : An A-to-Z Guide — ABC-CLIO, 2004. — ISBN 978-0-313-32233-4, 978-0-313-05289-7
- ↑ Page Y. W. Encyclopedia of African American Women Writers — Westport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
- ↑ Smith J. C. Notable Black American Women
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ 21.0 21.1 Guggenheim Fellows database
- ↑ Zora Neale Hurston (1891-1960) — BlackPast.org, 2007.
- ↑ https://openlibrary.org/works/OL1890347W/Their_eyes_were_watching_God
- ↑ 24.0 24.1 Zora Neale Hurston — Solomon R. Guggenheim Foundation.
- ↑ Hurston, Zora Neale
- ↑ https://flwomenshalloffame.org/bio/zora-neale-hurston/
- ↑ http://www.awhf.org/inductee.html
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 Boyd, Valerie (2003). Wrapped in Rainbows: The Life of Zora Neale Hurston. New York: Scribner. ISBN 978-0-684-84230-1.
- ↑ 29.0 29.1 Hurston, Lucy Anne (2004). Speak, so you can speak again : the life of Zora Neale Hurston, First. New York. ISBN 0-385-49375-4.
- ↑ Trefzer, Annette (2000). „Possessing the Self: Caribbean Identities in Zora Neale Hurston's Tell My Horse“. African American Review. 34 (2): 299–312. doi:10.2307/2901255.
- ↑ Carpio, Glenda R.; Sollors, Werner (იანვარი 2, 2011). „The Newly Complicated Zora Neale Hurston“. The Chronicle of Higher Education (ინგლისური). ISSN 0009-5982. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 26, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 21, 2017.
- ↑ Cave, Damien (სექტემბერი 28, 2008). „In a Town Apart, the Pride and Trials of Black Life“. The New York Times . დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 2, 2018. ციტირების თარიღი: აგვისტო 1, 2018.
- ↑ ZORA! Festival Homepage en. ციტირების თარიღი: June 21, 2017
- ↑ „The True Story of 'Marshall': How Accurate are the Characters?“. Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2017. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 14, 2017.