ჰარლემის რენესანსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰარლემის რენესანსი (ინგლ. Harlem Renaissance ან New Negro Movement) — კულტურული მიმდინარეობა, რომელსაც წამყვანი აფროამერიკელი მწერლები და მხატვრები უძღვებოდნენ, 1920-30-იანი წლების აფროამერიკული კულტურის აყვავების პერიოდში.

ჰარლემის რენესანსის შედეგად აღიარებულ იქნა ამერიკის კულტურაში აფროამერიკული კულტურის ძლიერი ზეგავლენა. ამ პერიოდში ამერიკის საზოგადოება პირველად ცდილობს მოიშოროს შავკანიანებზე წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. გაჩნდა ასევე აფროამერიკელის ახალი იმიჯი: საზოგადოების თანასწორუფლებიანი, განათლებული, მაღალკულტურული წევრისა. მიმდინარეობას სახელწოდება მისი კულტურული ცენტრის, ჰარლემის (ნიუ-იორკი), გამო დაერქვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება