ზინაიდა ერმოლიევა
ზინაიდა ერმოლიევა (დ. 2 ( 14 ) ოქტომბერი 1897 ან 12 ( 24 ) ოქტომბერი 1898 წელი, ფროლოვი — გ. 2 დეკემბერი, 1974, მოსკოვი ) — საბჭოთა მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი,ანტიბიოტიკების შემქმნელი სსრკ-ში. პირველი ხარისხის სტალინის პრემიის ლაურეატი.
ზინაიდა ერმოლიევა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 (24) ოქტომბერი, 1898 |
დაბ. ადგილი |
ფროლოვი, დონის კაზაკთა რეგიონი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 2 დეკემბერი, 1974 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, სსრკ |
დასაფლავებულია | Kuzminskoye Cemetery |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მიკრობიოლოგია, პენიცილინის შემქმნელი სსრკ-ში |
მუშაობის ადგილი | ანტიბიოტიკების სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი |
ალმა-მატერი | დონის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი |
სამეცნიერო წოდება | სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი |
მეუღლე | Lev Zilber |
ჯილდოები | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაბადების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, იგი დაიბადა 1897 წლის 2 (14) ოქტომბერს. დიდ რუსულ ენციკლოპედიაში მითითებულია დაბადების თარიღი 1898 წლის 12 (24) ოქტომბერი. დაბადების ადგილი — დონის არმიის რეგიონის უსტ-მედვედიცკის რაიონის ფროლოვის ფერმა (ახლანდელი ქალაქი ფროლოვო, ვოლგოგრადის ოლქი ). ზინაიდას მამა, სამხედრო კაზაკთა მეთაური პოდ-იასაული ვისარიონ ერმოლიევი, მოგვიანებით რკინიგზის თანამშრომელი, მდიდარი კაზაკების ოჯახიდან იყო. გარდაიცვალა 1909 წელს. ზინაიდას ჰყავდა ოთხი ძმა და სამი წლით უფროსი და ელენა. დედა ალექსანდრა ერმოლიევა განსაკუთრებულად ზრუნავდა ქალიშვილების განათლებაზე: მან ზინაიდა და ელენა ნოვოჩერკასკში მიიყვანა გიმნაზიაში სასწავლებლად, შემდეგ ცდილობდა უმცროსი ქალიშვილი ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრილიყო. შემდგომში დედა ზინაიდასთან ერთად ცხოვრობდა 92 წლის ასაკამდე — გარდაცვალებამდე.
1915 წელს ზინაიდა ერმოლიევამ ოქროს მედალზე დაამთავრა ნოვოჩერკასკის მარიინსკის ქალთა გიმნაზიის მეშვიდე კლასი, შემდეგ ასევე წარმატებით დაასრულა მათემატიკის და რუსულის დამატებითი კლასი. 1916 წელს შევიდა ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც სწავლის პერიოდში შეუერთდა დონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს. მეორე კურსიდან დაკავდა მიკრობიოლოგიით, ესწრებოდა პროფესორების ბარიკინისა და პაველ ზდროდოვსკის ლექციებს. ბარიკინის ხელმძრვანელობით დაკავებული იყო ქოლერის და ქოლერის მსგავსი ვიბრიონების შესწავლით. იკვლევდა მიკრობებს ბიოქიმიის შესახებ შემდგომში ბარიკინმა დაჟინებით მოითხოვა ზინაიდას მოსკოვში გადასვლა. ერმოლიევამ დაამთავრა უნივერსიტეტი 1921 წელს.
დაკავებული იყო ქოლერის შესწავლით. აღმოაჩინა მანათობელი ქოლერის მსგავსი ვიბრიონი, რომელიც მის სახელს ატარებს.
1925 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვის რსფსრ ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის ბიოქიმიურ ინსტიტუტში მიკრობული ბიოქიმიის განყოფილებას. 1934 წელს განყოფილება გახდა ექსპერიმენტული მედიცინის გაერთიანებული ინსტიტუტის ნაწილი. 1939 წელს იგი გაგზავნეს ავღანეთში, სადაც მან გამოიგონა პრეპარატი, რომლის ეფექტურობა ქოლერის ეპიდემიის, ისევე როგორც დიფტერიისა და ტიფური ცხელების დროს, იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ერმოლიევამ პრეპარატის შექმნისთვის პროფესორის წოდება მიიღო.
1942 წელს, ერმოლიევამ პირველად სსრკ-ში, მიიღო პენიცილინი ( კრუსტოსინი VIEM) და აქტიურად მონაწილეობდა სსრკ-ში მისი სამრეწველო წარმოების ორგანიზებაში. ამით გადაარჩინა ასობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე დიდი სამამულო ომის დროს.
1942 წელს, როდესაც სტალინგრადი ევაკუირებულთა ფრონტისპირა პუნქტად იქცა, იგი გაგზავნეს ქალაქში, რათა მოსახლეობას ქოლერა არ დამართოდა. იქ დაიწყო ქოლერის ბაქტერიოფაგეის წარმოება, რომელსაც ყოველდღიურად 50000 ადამიანი იღებდა. ერმოლიევამ ნახევარი წელი გაატარა ალყაში მოქცეულ სტალინგრადში. [1] მოსკოვში იმავე წელს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა საკუთარ თავზე მანათობელი ვიბრიონის აღმოჩენის დროს 1922 წელს — როდესაც ერმოლიევამ დალია ქოლერის ვიბრიონის ხსნარი, იმ მიზნით, რომ თავად დაინფიცირებულიყო და შემდეგ მკურნალობა ჩაეტარებინა. მართლაც, გამოჯანმრთელდა ავადმყოფობისგან.
1945-1947 წლებში იყო ინფექციების ბიოლოგიური პრევენციის ინსტიტუტის დირექტორი. 1947 წელს ამ ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა პენიცილინის გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტი (მოგვიანებით — ანტიბიოტიკების გაერთიანების კვლევითი ინსტიტუტი ), სადაც იგი ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილებას. ამავე დროს, 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, იგი ხელმძღვანელობდა მიკრობიოლოგიის განყოფილებას და ახალი ანტიბიოტიკების ლაბორატორიას უწყვეტი პროფესიული განათლების რუსეთის სამედიცინო აკადემიაში (ამჟამად რუსეთის უწყვეტი პროფესიული განათლების სამედიცინო აკადემია).
ავტორია 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 6 მონოგრაფიისა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცული იქნა 180-მდე დისერტაცია, მათ შორის 34 სადოქტორო [2] .
გარდაიცვალა 1974 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალეს მოსკოვში კუზმინსკის სასაფლაოზე (ადგილი No29).
ოჯახი
რედაქტირება- პირველი ქმარი — ვირუსოლოგი ლევ ზილბერი . 1937 წელს ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ისინი უკვე განქორწინებულები იყვნენ, ზინაიდა ერმოლიევამ დიდი ძალისხმევა დახარჯა მის გასათავისუფლებლად.
- მეორე ქმარი — მიკრობიოლოგი ალექსეი ზახაროვი. დააპატიმრეს 1938 წლის 20 თებერვალს, დახვრიტეს და დაკრძალეს კომუნარკაში (მოსკოვის რეგიონი) 1938 წლის 3 ოქტომბერს. ახლობლებს უთხრეს, რომ ის ციხის საავადმყოფოში 1940 წელს გარდაიცვალა.
ჯილდოები და პრემიები
რედაქტირება- სტალინის პირველი ხარისხის პრემია (1943) — ინფექციური დაავადებების სწრაფი დიაგნოსტიკისა და ფაგური პრევენციის ახალი მეთოდის შემუშავებისთვის . (პრემია გადაეცა ეროვნული თავდაცვის ფონდს თვითმფრინავის მშენებლობისთვის. ამ თანხით აშენდა ლა-5 გამანადგურებელი ბორტზე წარწერით „ზინაიდა ერმოლიევა“).
- რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ;
- ლენინის ორი ორდენი ;
- შრომის წითელი დროშის ორდენი ;
- სღირსების სამკერდე ნიშნის ორდენი ;
- სსრკ მედლები .
ხსოვნა
რედაქტირება- მის მშობლიურ ქალაქ ფროლოვოში, ვოლგოგრადის ოლქში, ქუჩა ატარებს ერმოლიევას სახელს და მას ძეგლი დაუდგეს. [3]
- რუსეთის უწყვეტი პროფესიული განათლების სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის კათედრა ატარებს ზ. ერმოლიევას სახელს. [4]
- 2018 წელს მიკოლოგიის ეროვნულმა აკადემიამ დააარსა ზ. ერმოლიევას სახელობის მედალი. [5]
- 2020 წლის ნოემბერში მოსკოვის შჩუკინოს რაიონში ქუჩას მისი სახელი ეწოდა. [6] [7]
- 2021 წლის 15 სექტემბერს, 1 მაისს, კულტურისა და დასვენების პარკში, როსტოვის სამედიცინო უნივერსიტეტის შესასვლელთან, ერმოლიევას საპატივსაცემოდ საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური ქვა. [8]
- 2022 წლის 1 ოქტომბერს ქვის ადგილზე გაიხსნა ერმოლიევას ძეგლი. [9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Зинаида Виссарионовна Ермольева. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-13. ციტირების თარიღი: 2023-05-12.
- ↑ Медицинская газета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-04. ციტირების თარიღი: 2023-05-12.
- ↑ Медведева Л. М.. (2015-02-04) История в лицах. Наша землячка Зинаида Виссарионовна Ермольева. Волгоградский государственный медицинский университет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-23. ციტირების თარიღი: 2020-03-23
- ↑ Кафедра микробиологии им. З.В. Ермольевой. Российская медицинская академия непрерывного профессионального образования (РМАНПО). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-18. ციტირების თარიღი: 2019-04-18
- ↑ Сергеев Юрий Валентинович. Юбилейная конференция по микологии и микробиологии. Москва, 11-12 апреля 2018. Национальная академия микологии. ციტირების თარიღი: 2018-08-14
- ↑ Новые улицы на карте Москвы. Официальный сайт Мэра Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-10. ციტირების თარიღი: 2020-11-10
- ↑ Улицы в честь адмирала Крузенштерна и книгоиздателя Солдатенкова появились в Москве. Всего новые наименования получили девять проектируемых и безымянных проездов столицы. ТАСС. ციტირების თარიღი: 2020-11-10
- ↑ В Ростове установили памятный камень создательнице антибиотиков в СССР Зинаиде Ермольевой. ციტირების თარიღი: 2021-09-15
- ↑ В Ростове-на-Дону открыли памятник создателю отечественного пенициллина (2022-10-01). ციტირების თარიღი: 2022-10-03