იასაული (თურქ. yasaulბრძანების აღმსრულებელი) — მმართველობითი და მართლმსაჯულებითი აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. მიეკუთვნებოდა ე. წ. ხელჯოხიანთა ჯგუფს. შეცვალა გაერთიანებული საქართველოს დროინდელი მანდატური და არგნოსანი. საკუთრივ სააღმსრულებლო საქმის გარდა იასაულს გამოკვლევა-გამოძიების დავალებაც ეძლეოდა. მასვე განაწესებდნენ გამოსაღებთა ამკრეფ-გადამხდევინებლად და სამეფო სამეურნეო თუ სხვა სამუშაოთა ზედამდეგადაც. დასტურლამალით ცნობილია სამეფო იასაულების 2 დასი — ეშიკაღასბაშისა (23 კაცი) და ქარხნის ანუ საწყობის ნაზირის სახელოსი (17 კაცი); იასაულები სხვა სახელოებშიაც (სალაროში, დავთარხანაში) იყვნენ. არსებობდა სადედოფლო იასაულების დასიც (17 იასაული). თვითონ იასაულების გარდა იასაულობა, დაინტერესებული პირის თხოვნითვე, ზოგჯერ სხვა, უფრო გავლენიან მოხელესა თუ დიდ ფეოდალსაც ეკისრებოდა.

  • XVI საუკუნიდან თანამდებობრივი წოდება ყაზახთა ჯარში, თავდაპირველად არჩევითი. შემდეგ (XVIII ს.) გაუთანაბრდა რუსეთის არმიის ობეროფიცრის ხარისხს, ბოლოს — როტმისტრობას, ასეულის მეთაურობას ცხენოსან ჯარში.

ლიტერატურა

რედაქტირება