ზვიად ნადარეიშვილი
ზვიად ნადარეიშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1959, აბაშა — გ. 12 ან 13 ოქტომბერი, 1992, ტყვარჩელი) — ქართველი პოლიტიკოსი, მრგვალი მაგიდის, ჰელსინკის კავშირის და საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ზვიად ნადარეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 ნოემბერი, 1959 |
დაბადების ადგილი | აბაშა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1992 (32 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტყვარჩელი, აფხაზეთის არ, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.
1983 წლიდან იყო გულრიფშის რაიონის დრანდის შრომითი სწავლების კომბინატის პედაგოგი. 1984 წლიდან იყო № 2 მოძრავი კოლონის მუშაკი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
დაიღუპა აფხაზეთის ომში. 1992 წლის 7 ოქტომბერს ტყვედ აიყვანეს სოფელ ტამიშთან მარლენ გახოკიძესთან და რამაზ გოგიასთან ერთად, 12/13 ოქტომბერს სამივე დახვრიტეს ტყვრაჩელში.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ 1992 წლიდან აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სია: სოხუმი - სოხუმის რაიონი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2024