ზვარე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან ზვარე (ხარაგაულის რაიონი))
ზვარე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნუნისი, ჩრდილი). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ზვარულის (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ. ხარაგაულიდან 24 კმ. სოფელში არის ბიბლიოთეკა[2]
სოფელი | |
---|---|
ზვარე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზვარე |
კოორდინატები | 41°58′29″ ჩ. გ. 43°24′28″ ა. გ. / 41.97472° ჩ. გ. 43.40778° ა. გ. |
ადრეული სახელები | მზვარე |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
მოსახლეობა | 279[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 407 | 195 | 212 |
2014[1] | 279 | 148 | 131 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებასოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII ს-ში „მზვარის“ სახელწოდებით. „მზვარე“ აღნიშნავს მზიან ფერდობს. სოფლის თავში, ტყეში, არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „ჯვარნაძვს“ ეძახის.
კურორტი
რედაქტირებაზვარე ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია აქ არსებული მინერალური წყლების გამო. სოფელში ასხამენ წყალს „ზვარე“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 517.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II