ზენუბანისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჭართლის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1440 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 40 კილომეტრით.

სოფელი
ზენუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭართალი
კოორდინატები 42°15′53″ ჩ. გ. 44°38′47″ ა. გ. / 42.26472° ჩ. გ. 44.64639° ა. გ. / 42.26472; 44.64639
ცენტრის სიმაღლე 1440
მოსახლეობა 9[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზენუბანი — საქართველო
ზენუბანი
ზენუბანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზენუბანი
ზენუბანი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ზენუბანი

ისტორიული ძეგლი საისტორიო წყაროებში XVI საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი. შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში. ზენუბანზე გადიოდა შიდასამიმოსვლო გზები, ერთი დიდგორისაკენ მიემართებოდა, მეორე - ნიჩბის-კავთურის გამყოფ ქედზე გადიოდა. სოფელს არაერთხელ შემოსევიან მთის უცხო ტომები. XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[2] 185 88 97
2002 8[3]
2014 9  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.