მთიულები
მთიულები — ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ ისტორიული მთიულეთის ტერიტორიაზე, დუშეთის რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. მთიულთა კომპაქტური დასახლებები არის შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში. საუბრობენ ქართული ენის მთიულურ დიალექტზე და გამოირჩევიან კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებებით.