ზენადრისი — სოფელი[2] აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში (ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ზენადრისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ზემო ხანდაკი
კოორდინატები 41°52′22″ ჩ. გ. 44°15′35″ ა. გ. / 41.87278° ჩ. გ. 44.25972° ა. გ. / 41.87278; 44.25972
ცენტრის სიმაღლე 980
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზენადრისი — საქართველო
ზენადრისი
ზენადრისი — შიდა ქართლი
ზენადრისი
ზენადრისი — კასპის მუნიციპალიტეტი
ზენადრისი

მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 980 მეტრზე. კასპიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

ზენადრისი ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიულ აღწერილობასა (XVIII ს. შუა წლები) და იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილ „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (1794-1799) ზენადრისი თეძმის ხეობის სოფლებს შორის არის დასახელებული.[3] იმ დროს არსებობდა ქვენადრისიც, რომლის ციხე დაზიანებული სახით დგას დღევანდელ ზენადრისსა და სოფელ ჭყოპიანს შორის, მდ. თეძმის მარცხენა ნაპირზე. ზენადრისში შემორჩენილია ასევე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

1990-იანი წლების დასაწყისამდე სოფელ დრეში ძირითადად ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 5 მცხოვრები. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ადგილობრივებმა სოფელი დატოვეს. 2002 და 2014 წლების აღწერის მიხედვით იქ არავინ ცხოვრობს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2002 და 2014 წლის აღწერების მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 0 0 0
2014[1] 0 0 0

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ. 22 იანვარი, 2018. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
  3. ქართლ-კახეთის აღწერა / იოანე ბაგრატიონი ; ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა; თბილისი : მეცნიერება , 1986, – გვ. 31.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II