ზემო ნაქალაქარი
ზემო ნაქალაქარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 38 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ზემო ნაქალაქარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაქალაქარი |
კოორდინატები | 41°56′15″ ჩ. გ. 45°00′48″ ა. გ. / 41.93750° ჩ. გ. 45.01333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 161[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასაისტორიო წყაროებში დასახლებულია სოფლის უბნები — თელათუბანი და თხილნარა. ეს სახელწოდებანი გაიგივებულია სახელწოდება ზემო ნაქალაქართან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოფელს დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ჯერ მონღოლთა, ხოლო შემდეგ შაჰ-აბასის შემოსევებმა გაანადგურა. XI-XVI საუკუნეებში, სვეტიცხოვლის მონასტრის კუთვნილება იყო, ხოლო მომდევნო საუკუნეებში — კახეთის მეფეთა სახასო საკუთრება. გვიანდელი შუა საუკუნეების სამხედრო-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ზემო ნაქალაქარი თიანეთის მაზრაშია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 250 | 119 | 131 |
2014[1] | 161 | 84 | 77 |
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 384.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 509.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II