ზაქარია (ქვარიანი)
ზაქარია (გვარად ქვარიანი) (გ. 1660) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1657-1660 წლებში, იმავდროულად იყო გელათის ეპისკოპოსი (გაენათელი) მიტროპოლიტის წოდებით.
საგვარეულო მამულები და სასახლე ჰქონდა ქუთაისში მწვანეყვავილაზე, , სადაც 1637–1639 წლებში მთავარანგელოზის ეკლესია, ციხე და სახლ-კარი ააშენა. იმერეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი და ალექსანდრე III-ის პირადი მოძღვარი იყო. ზრუნავდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის.
დაახლოებით 1659 წელს ოდიშის მთავარს ვამეყ III დადიანს ფიცი დაადებინა ოდიშში საკათოლიკოსო მამულების მმართველობაში ჩაურევლობის შესახებ და სხვ., მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო სადგომად სენაკის საწინამძღვრო ეკლესია მამულებითა და სასახლით. ასევე საკათოლიკოსო სადგომად გურიის მთავრებისაგან მიიღო აკეთის ეკლესია მამულებით. ცნობილია მისი შეკვეთით 1652-1655 წლებში გადაწერილი „დიდი გულანი“, რომელიც 1705 წელს დავით-გარეჯის მონასტრისათვის შეუწირავთ. მისი მოღვაწეობა აღწერილი აქვთ რუსეთის ელჩებს — იევლიევსა და ტოლოჩანოვს, იტალიელ მისიონერებს — იოსებ ძამპის და ანდრეა ბორომეოს, რომლებიც პირადად იცნობდნენ ზაქარიას. ზაქარია სიცოცხლეშივე გამოუხატავთ გელათის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ სვეტზე. დაკრძალულია გელათში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31
- მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1., თბ., 1966
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321.