მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესია

მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესია — გუმბათოვანი ეკლესია იმერეთის მხარეში ქუთაისის მწვანეყვავილას უბანში[1]. აგებულია 1889 წელს ინჟინერ ტარასევიჩის მიერ შედგენილი ტაძრის ახალი პროექტის მიხედვით. ეკლესიის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა 1909-1913 წწ. მისი კურთხევა მოხდა 1914 წელს. იგი 1941 წლის ოქტომბრიდან 1944 წლის აგვისტომდე დაკეტილი იყო. 1944-1946 წლებში მწვანეყვავილას ეკლესია ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო.

მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესია
მწვანეყვავილას ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესია — საქართველო
მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°16′33″ ჩ. გ. 42°42′55″ ა. გ. / 42.2759556° ჩ. გ. 42.7154528° ა. გ. / 42.2759556; 42.7154528
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1889

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • ნიკოლაიშვილი მ.,„მწვანე ყვავილას ისტორიული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 6 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 35-38

სქოლიო რედაქტირება