ზაქარია (საკუთარი სახელი)

მამაკაცის საკუთარი სახელი (Sakarias)
ტერმინს „ზაქარია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ზაქარია.

ზაქარია — მამაკაცის სახელი. ძველ ებრაულად: „ღვთის მიერ დაუვიწყარი“ (სიტყვასიტყვით:„ღმერთს ახსოვს“). ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: „რაითა ხიძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყუელთაი,დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა,ძისა ბარაქისა,რომელი წარწყმდა შოვრის საკურთხეველისა მის და ტაძრისა“ (ლუკა 11,50-51)[1].

ზაქარია წინასწარმეტყველი

ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია თამარ მეფის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი. ახლო წარსულიდან უპირველეს ყოვლისა მოგვაგონდება დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი[2][3].

ზაქარია-ს მოფერებითი ფორმებია: ზაქრო, ზაქრუა, შაქრო, შაქარა...

მათგან ნაწარმოები გვარებია: ზაქარიაძე, ზაქარიაშვილი, ზაქარაძე, ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქარეიშვილი, ზაქარაია, ზაქარია, ზაქროშვილი, ზაქუტაშვილი, ზარქუა (ზაქრუა), ზაქრაძე...

ამ სახელის მატარებლები

რედაქტირება
  1. ზაქარია - რა გქვია შენ?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-03-19.
  3. ვაჟის სახელები (ზ), ქართული გენეალოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-11. ციტირების თარიღი: 2013-03-19.