ზაქარია ხერხეულიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერხეულიძე.

ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე (ხერხეულიდზევი; დ. 1797 — გ. 2 აპრილი, 1856, სიმფეროპოლი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1841).

ზაქარია ხერხეულიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1797
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 1856(1856-04-02)
გარდაცვალების ადგილი სიმფეროპოლი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა ქვეითი
სამხედრო სამსახურის წლები 1817—1856
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-ოსმალეთის ომი
ჯილდოები წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი (1828);
წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი (1828);
ოქროს დაშნა წარწერით „სიმამაცისთვის“ (1928 წლის 20 ნოემბერი);
წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი (1837);
წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი (1840);
წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი (1847 წლის 26 ნოემბერი)

წარმომავლობით თავად ხერხეულიძეების რუსეთში დამკვიდრებული შტოდან. სამხედრო სამსახურში იყო 1817 წლის აგვისტოდან. 1823 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით დაინიშნა ოდესაში ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორის და ბესარაბიის მეფისნაცვლის, გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1828-1829). 1828 წლის ნოემბერში მიიღო პოლკოვნიკის წოდება და გადაიყვანეს ეგრეთა 1-ლ პოლკში. ომის დამთავრებიდან მალევე ზაქარია ხერხეულიძე გადავიდა სამოქალაქო სამსახურში. 1834 წელს მან მიიღო სახელმწიფო მრჩევლის ჩინი, ერთი წლის შემდეგ კი — ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი. 1833 წლის იანვრიდან 1850 წლის იანვრამდე მსახურობდა ქერჩ-იენიკალეს ქალაქითავად. მის მოღვაწეობას უკავშირდება ქერჩში არაერთი სამშენებლო და საზოგადოებრივი პროექტის განხორციელება. 1850 წლის იანვრიდან აპრილამდე იყო მინსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი, 1850 იანვრიდან 1852 წლის ივნისამდე — სმოლენსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი. ყირიმის ომის დროს იმყოფებოდა სამხრეთის არმიის მთავარსარდლის, გენერალ მ. დ. გორჩაკოვის განკარგულებაში, კურირებდა ჰოსპიტლებს. გარდაიცვალა ტიფით.

თავად ზაქარია ხერხეულიძეს სხვა დანარჩენ ჯილდოებთან ერთად მიღებული ჰქონდა ორდენები:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том II. Л—Я. М., 2009. — С. 667. — ISBN 978-5-9524-4167-5
  • Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). — Киев, 2001. — С. 145. — ISBN 966-02-2254-8
  • Исмаилов Э. Э. Золотое оружие с надписью «За храбрость». Списки кавалеров 1788—1913. М., 2007. — С. 184, 503. — ISBN 978-5-903743-05-2