ზაქარია ედილაშვილი
ზაქარია ერმალოზის-ძე ედილაშვილი (ედილი) (დ. 1873, სოფ. ბრეთი, ახლანდელი ქარელის რაიონი — გ. 1956)
ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პროფესიით ექიმი–ვეტერინარი.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. ტარტუს ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1901 წელს დაბრუნდა კავკასიაში. მუშაობდა ზანგეზურის, ეჩმიაძინის, ნახჩევანის, სოხუმის მაზრებში, 1907-17 - საინგილოში, 1918-იდან ქ. გორში ვეტექიმად. 1925-27 რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზეთ „ქართლს“. 1927-იდან გორის რ-ნის მთავარი ვეტექიმი.
დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით, მუშაობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. აღსანიშნავია მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი საინგილოზე.საკოლმეურნეო მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
თხზულებები:
- ერეკლე მეფე და გრაფი ტოტლებენი, „საქართველო“, 1916, NN 134, 136, 139, 140;
- ვახტანგ მეფე და პეტრე დიდი, იქვე, 1915, NN 133-137, 140 155-158;
- მეფე თეიმურაზ I-ის დამოკიდებულება რუსეთთან, იქვე, 1915 NN 76, 78, 101, 103;
- საინგილო (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი) თბ., 1947.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 27.