გორის სასულიერო სასწავლებელი

გორის სასულიერო სასწავლებელი — ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი საქართველოში; დაარსდა 1818 წელს. აქ ისწავლებოდა რუსული და ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზისი, ბერძნული და ლათინური ენები (პირველდაწყებითი კუსი), საღვთო სჯული და სხვა. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმნას (ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად).

სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ იაკობ გოგებაშვილი, იოსებ სტალინი, ლადო კეცხოველი, სოფრომ მგალობლიშვილი (შემდგომ აქვე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას), ნიკო ლომოური და სხვები. გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა 1917 წელს, როდესაც დროებითმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ყველა სასწავლებლის განათლების სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ. გორის სასულიერო სასწავლებლის ბიბლიოთეკის ფონდი დაცულია ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განთლების ბიბლიოთეკაში.

ლიტერატურა

რედაქტირება